SlideShare a Scribd company logo
1 of 15
1 
პრეზენტაცია 
რა არის პრეზენტაცია? 
პრეზენტაცია ლათინური სიტყვაა და წარდგენას ნიშნავს. ეს არის რაიმე 
საკითხის აუდიტორიის წინაშე საჯარო წარდგენის პროცესი. პრეზენტაციის მიზანია 
ადამიანების გარკვეულ წრეს გააცნო შენი საქმიანობის, კვლევის შედეგები. 
რა სარგებლობა მოაქვს პრეზენტაციას? 
თანამედროვე ცხოვრების მოთხოვნიდან გამომდინარე, ადამიანებს მუდმივად 
უწევთ თავიანთი მოკლევადიანი თუ გრძელვადიანი კვლევის შედეგების, 
განხორციელებული პროექტების და სხვ. აუდიტორიის წინაშე წარდგენა. კარგია, 
როდესაც ადამიანი ფლობს პრეზენტაციის წარმართვის უნარს. ეს საკუთარი 
შესაძლებლობების, დაგეგმილი თუ ჩატარებული სამუშაოს წარმოჩენის საშუალებას 
იძლევა. 
უკვე სასკოლო ასაკში მასწავლებელი უნდა ზრუნავდეს მოსწავლეებს 
განუვითაროს ეს უნარ-ჩვევა. თუკი სხვადასხვა საგანში პრეზენტაციები სასწავლო 
პროცესის განუყოფელი ნაწილი გახდება, მოზარდები ბევრად უფრო 
მომზადებულები შეხვდებიან ცხოვრების გამოწვევებს. ამავდროულად სასწავლო 
პროცესი ბევრად საინტერესო და მრავალფეროვანი გახდება. 
ამდენად, მასწავლებელი არა მხოლოდ თავად უნდა იყოს კარგი 
პრეზენტატორი, არამედ მოსწავლეებსაც უნდა განუვითაროს ეს უნარი. 
კარგი პრეზენტაციის ხუთი წესი: 
კარგი პრეზენტაცია რომ შეძლოთ, ამისთვის სულაც არ არის საჭირო „დიდი 
ხელოვნება“. ადვილი შესაძლებელია, გარკვეული ვარჯიშის შემდეგ კარგ ორატორად 
იქცეთ თუ ხუთ ძირითად რჩევას გაითვალისწინებთ. ესენია: 
1. მოხსენება/პრეზენტაცია ეფექტურად დაიწყეთ და ეფექტურად დაასრულეთ; 
2. შექმენით შინაარსობრივი ჩარჩო; 
3. მოახდინეთ პრეზენტაციის გამჭვირვალე დანაწევრება; 
4. რესურსები გონივრულად გამოიყენეთ; 
5. არ დაგავიწყდეთ სხეულის ენის გამოყენება. 
1. ეფექტურად დაწყება და დასრულება 
დასაწყისი და დასასრული არის პრეზენტაციის ხერხემალი. ეფექტური დაწყებით 
მოიპოვებ მსმენელის ყურადღებას და მოტივაციას აღძრავ მასში, ჩაერთოს
2 
მოხსენებაში. ამიტომ ეს ფაზა განსაკუთრებული ძალისხმევით უნდა იყოს 
მომზადებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს საშიშროება, რომ დამსწრეთა 
დიდმა ნაწილმა პრეზენტაციის დასაწყისიდანვე არ დაგიგდოთ ყური და პასიურ 
მსმენელებად იქცნენ. 
დასასრული ამთლიანებს პრეზენტაციას და მეხსიერებაში რჩება მსმენელს. 
პრეზენტაციის სუსტი მხარეები, რომლებიც მოხსენების შუაში შეიძლება გაგვეპაროს, 
დავიწყებას ეძლევა, თუ დასასრული იქნება ლოგიკური, გააზრებული და 
შინაარსობრივაი. 
პრეზენტატორმა უნდა შეეცადოს, რომ დასასრული იყოს პოზიტიური, ეს 
დაეხმარება მსმენელებს, კარგი განწყობით დატოვონ აუდიტორია. სასურველია, 
მომხსენებელმა აუდიტორიას დაუტოვოს საფიქრი თემა და მიაბრუნებს განხილულ 
საკითხთან. 
ამიტომ არ უნდა დაიშუროთ ძალისხმება პრეზენტაციის დასაწყისისა და 
დასასრულის მომზადებაზე. 
2. შინაარსობრივი ჩარჩოს შექმნა 
როდესაც ჩვენ კოლეგების პრეზენტაციებს ვიხსენებთ, რა გვახსენდება უფრო მეტად - 
ცაკლეული ფაქტები, თუ კარგად სტრუქტურირებული ინფორმაცია? 
კარგი პრეზენტაციით ჩვენ უნდა მივიღოთ კარგად სტრუქტურირებული 
ინფორმაცია, იგი არ უნდა შეიცავდეს რაღაც ზღაპრულ ელემენტებს, თუმცა 
ინტერესის აღმძვრელი უნდა იყოს მისი დასაწყისიდან დასასრულამდე. 
ძირითადი იდეები არ უნდა იყოს ბევრი (საშუალოდ, 3), რადგან ერთი თემიდან 
მეორეზე გადასვლა აუდიტორიის ყურადღების გაფანტვას იწვევს. 
მნიშვნელოვანია, რომ თემა არ იყოს მშრალი და მხოლოდ თეორიულ 
მასალებზე დაფუძნებული. ამდენად, ის უნდა შეივსოს საინტერესო მაგალითებით. 
მოყვანილი მაგალითები უნდა იყოს თემის შესატყვისი. სწორედ საინტერესო 
მაგალითები იძლევა საშუალებას, აუდიტორიამ უკეთ დაიმახსოვროს თემა. 
მოხსენებას ძალიან მიმზიდველს ხდის, თუ პრეზენტატორი პრეზენტაციის 
დასაწყისში დასვამს კითხვებს, რომელსაც დასასრულს დასკვნის სახით უპასუხებს. 
შესაძლებელია ასევე, პრეზენტაცია დავიწყოთ და დავასრულოთ რაღაც სახალისო და 
სასაცილო ისტორიით, რომელიც, ბუნებრივია, საპრეზენტაციო თემასთან კავშირშია. 
ფანტაზიას საზღვარი არა აქვს, მაგრამ ყველა ასეთი „გადახვევა“ საპრეზენტაციო 
თემას უნდა უკავშირდებოდეს.
3 
პრეზენტაციის ასეთი მომზადება გულისხმობს არა მარტო შინაარსობრივ 
კომპეტენციას, არამედ შინაარსის სტრუქტურაზე ფიქრსაც. 
3. პრეზენტაციის გამჭვირვალედ დაგეგმვა 
პრეზენტატორი უნდა შეეცადოს, მთელი პრეზენტაციის მანძილზე გაზარდოს 
მსმენელის ყურადღება და კონცენტრაცია. გამჭვირვალე დაგეგმვის გარეშე ადვილად 
გაწყდება კავშირი მსმენელთან, რომლის აღდგენა საკმაოდ ძნელია. 
ამიტომ გირჩევთ, მოხსენების დასაწყისში აუდიტორიას მოკლედ გააცნოთ 
პრეზენტაციის გეგმა (რა საკითხებს შეეხებით და რა თანმიმდევრობით) და ყოველი 
ნაწილის დასრულების შემდეგ ერთ წინადადებაში შეაჯამოთ იგი. ასეთი 
დამოკიდებულება მოხსენებას სტრუქტურირებულ სახეს აძლევს, რაც მსმენელს 
უადვილებს მოსმენილი ცალკეულ თემატურ ბლოკებად დაალაგოს. 
გონივრულია ასევე ცალკეული შინაარსობრივი პუნქტები წარმოადგინოთ ეკრანზე, 
რომელსაც ერთმანეთის მიყოლებით აჩვენებთ აუდიტორიას. ასე დამსწრეებს 
ეცოდინებათ, სად არის ამჟამად შეჩერებული მომხსენებელი და რამდენი დარჩათ 
კიდევ მოსასმენი. 
4. რესურსების გონივრულად გამოყენება 
რესურსების სწორი ჩართვა მოხსენებას ეფექტურს ხდის. თუმცა ცუდ პრეზენტაციას 
ვერანაირი მიგნებული ვიზუალიზაცია (Power Point-ი, ვიდეოფილმები, სტენდები 
და სხვ.) ვერ გახდის საინტერესოს. ასევე, გაუიაზრებლად ჩართულმა 
ვიზუალიზაციამ შესაძლებელია კარგი პრეზენტაცია დაანგრიოს. 
ერთ-ერთი დამხმარე რესურსი აუდიტორიისთვის პრეზენტატორის გამოსვლის 
რეზიუმეს დარიგებაა. 
აუდიტორიისთვის გამომსვლელის პოზიციის ერთგვარი დადასტურება 
თვალსაჩინოებებია და ძირითად იდეებზე ყურადღების გამახვილებას უწყობს 
ხელს. თვალსაჩინოებები, გარდა თემის ვიზუალურად შევსებისა, დამწყებ 
პრეზენტატორს გარკვეულწილად ეხმარება საკუთარი პერსონიდან აუდიტორიის 
ყურადღების გადატანაში. 
თვალსაჩინოება შეიძლება იყოს ორი ტიპის: ა. ტექსტური და ბ. გრაფიკული. ისინი 
წარმოადგენენ მოხსენების მნიშვნელოვან დანამატს. 
ა. ტექსტურში წარმოჩენილი უნდა იყოს მთავარი დებულებები/პოსტულატები, რაც 
აუდიტორიის მხედველობითი მეხსიერების გამოყენების საშუალებას იძლევა და 
ადვილად ამახსოვრებინებს საკითხს. დებულება/პოსტულატი უნდა ეწეროს 
გარკვევით, დიდი შრიფტით და არ აღემატებოდეს 4-5 ხაზს.
4 
ბ. გრაფიკული შეიძლება იყოს სქემა, დიაგრამა, ცხრილი, რუკა, ფოტო, ნახატი. 
აუცილებელია, ილუსტრაცია თემატურად ასახავდეს საკითხს/საკითხებს, ავსებდეს 
გამოსვლას. მიუღებელია ძნელად აღქმადი თვალსაჩინოების წარდგენა, 
გათვალისწინებული უნდა იყოს აუდიტორიის ზომა ისე, რომ თუნდაც ბოლო რიგში 
მჯდომმა მოახერხოს წარმოდგენილის დანახვა. 
საჭიროა, ვიზუალური მასალა პრეზენტატორს გამოსვლაში ჰქონდეს ჩართული, 
აუდიტორიას მასზე ამახვილებინებდეს ყურადღებას. პრეზენტატორი არ უნდა 
კითხულობდეს წარწერებს, უმჯობესია, პოსტულატებს თავად ხსნიდეს ან მათ 
პერიფრაზირებას ახდენდეს. უბრალოდ, ვიზუალური მასალა წინასწარ 
განსაზღვრული ლოგიკური ჯაჭვის მიყოლის საშუალებას იძლევა. ამავდროულად, 
აუდიტორიას საშუალებას აძლევს, ძირითად იდეებს ადვილად მიადევნოს თვალი. 
თუ ამის საშუალება იქნება, პრეზენტატორმა წინასწარ უნდა მოამზადოს ოთახი, 
ნახოს, რა დასჭირდება ილუსტრაციების გამოსაკრავად, საჭიროების შემთხვევაში, 
არის თუ არა ფლიპჩარტი, მარკერი და სხვა რესურსი, ან გაარკვიოს ამის შესახებ 
შეხვედრის ორგანიზატორებთან. ასევე, წინასწარ არის გასარკვევი, იქნება თუ არა 
ტექნიკური უზრუნველყოფა, ნოუთბუქი და პროექტორი, ასეთ შემთხვევაში, 
მოხსენება უნდა მომზადდეს საპრეზენტაციო ფორმატში (მაგ.: Power Point). 
პრეზენტაცია წინასწარ შეიძლება გადაიგზავნოს ორგანიზატორებთან, ან 
რეგლამენტით განსაზღვრულ დრომდე მისვლა და მისი გადაწერა იქნება საჭირო, 
რათა ტექნიკური პრობლემები არ წარმოიქმნას. რა თქმა უნდა, თუკი მოსწავლეები 
აკეთებენ პრეზენტაციას, მასწავლებელი მათ საორგანიზაციო საკითხების 
მოგვარებაში უნდა დაეხმაროს. 
ისევე როგორც სახურავაი სახლისთვის აუცილებელი, ასევე პრეზენტაციისთვის 
ვიზუალიზაციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მაგრამ სახურავი (ვიზუალიაზია) 
ფუნდამენტის (შინაარსის) და კედლების (სტრუქტრურის) გარეშე უსარგებლოა. 
მასასადამე, როგორ უნდა მოვემზადოთ გააზრებული პრეზენტაციისთვის? 
 პრეზენტაციის შინაარსის განსაზღვრა - რის პრეზენტაციას ვაკეთებ, რა არის 
ჩემი მიზანი? 
 პრეზენტაციის სტრუქტურის განსაზღვრა - როგორ შემიძლია იგი ყველაზე 
უკეთ წარმოვადგინო? 
 პრეზენტაციის პროცესში რესურსების გამოყენება - როგორ შემიძლია 
პრეზენტაციის შინაარსის აღქმა გავაადვილო? 
5. არავერბალური კომუნიკაციის სწორად გამოყენება. 
წარმატებული გამოსვლისთვის საჭიროა, დამყარდეს კონტაქტი 
აუდიტორიასთან. გამოსვლისას გასათვალისწინებელია ხმის ტემბრი, რაც 
აუდიტორიის ზომაზეა დამოკიდებული. დგომა, ჟესტები უნდა იყოს ბუნებრივი.
5 
მეტყველება - გამართული და მშვიდი, წინადადებები მარტივი. მომხსენებელმა თავი 
უნდა აარიდოს თემიდან თემაზე გადახტომას, რაც აუდიტორიას ხელს უშლის 
საკითხზე კონცენტრირებაში. 
კომუნიკაციის ვერბალურ ნაწილთან ერთად, მომხსენებელი მნიშვნელოვან 
ინფორმაციას გასცემს გამომეტყველებით, პოზით, ჟესტიკულაციითა და 
გარეგნობით. 
მეტად მნიშვნელოვანია პრეზენტატორის ჩაცმულობა. უნდა იყოს ჩაცმული 
სასიამოვნოთ, უნდა დაიცვას ზომიერება და კონფორტულად გრძნობდეს თავს. 
 არ ჩაიცვათ სექსუალაურად – მეტიმეტად მოკლე კაბა და დეკოლტე არც 
ერთ შემთხვევაში არ არის სამუშაო გარეგნობის შესაფერისი ჩაცმულობა 
 თუ ეჭვი გეპარებათ – არ ჩაიცვათ! – როდესაც ყოყმანობთ, არის თუ არა 
კონკრეტული ტანსაცმელი თქვენი სამუშაოს შესაფერისი, აჯობებს არ 
ჩაიცვათ. 
 დარწმუნდით, რომ შეაფერისი ფეხსაცმელი გაცვიათ – ქალებმა თავი 
უნდა აარიდონ მეტისმეტად მაღალქუსლიან ფეხსაცმელს. 
 დაიცავით ზომიერება მაკიაჟის, აქსესუარებებისა და სუნამოს 
ხმარებისას – სამუშაო გარემოში რეკომენდებული არ არის ყურადღების 
მიპყრობა სუნამოს გადაჭარბებული სურნელით ან გადამეტებული 
აქსესუარებით (ძვირფასეულობა, ბიჟუტერია, თმის ფერადი სამაგრები 
და სხვა. 
 იყავით უბრალოდ ბუნებრივები. 
პრეზენტაციის წინასწარი დაგეგმვა 
სანამ დავიწყებთ პრეზენტაციისთვის მზადებას, უნდა გავითვალისწინოთ ოთხი 
ძირითადი საკითხი: 
1. პრეზენტაციისთვის განკუთვნილი დრო; 
2. მსმენელთა აუდიტორია; 
3. საპრეზენტაციო თემა; 
4. მიზანი. 
განვიხოლოთ თითოეული საკითხი დაწვრილებით: 
1. დროის დაგეგმვა 
პრეზენტაციისთვის გამოყოფილი დრო განსაზღვრავს ჩვენს მიერ არჩეული 
საპრეზენტაციო თემიდან იმ დეტალების რაოდენობას და მოცულობას, 
რომელსაც უნდა შევეხოთ გამოსვლისას. რაც უფრო მოკლეა პრეზენტაცია, მით 
უფრო მეტ სირთულეებთან არის დაკავშირებული მისი ეფექტურად
6 
წარმართვა, რადგან ნაკლებია დრო აუდიტორიის დასაინტერესებლად, 
განსახილველ საკითხებზე სასაუბროდ, კითხვების დასასმელად, 
აუდიტორიისგან უკუკავშირის მისაღებად და ხშირად მომხსენებელი დგება 
დილემის წინაშე, ვერ საზღვრავს, რომელი დეტალი განიხილოს და რომელი 
არა. 
პრეზენტატორმა საუბრის ხანგრძლივობა შეიძლება გამოთვალოს 
დაახლოებით. როდესაც ადამიანი საშუალო ტემპში საუბრობს წუთში 150 
სიტყვას გამოთქვამს. შესაბამისად, ათწუთიანი პრეზენტაცია არ უნდა 
აღემატებოდეს 1500 სიტყვას. მაგრამ პრეზენტატორმა აუცილებლად უნდა 
გაითვალისწინოს დრო, რომელიც კათედრაზე მისასვლელად, 
მისალმებისთვის, ზოგადი ინფორმაციისთვის, თუ რა თემაზე იქნება საუბარი, 
დასჭირდება. 
თუ პრეზენტატორი წინასწარ წერილობით გაამზადებს მოხსენებას, უნდა 
გაითვალისწივოს, რომ ათ წუთში დაახლოებით სამნახევარი 4 ზომის 
ფურცელი (სტრიქონების ერთი ერთეულით დაცილებით), რომელიც მოიცავს 
დაახლოებით 1250 სიტყვას, უნდა მოამზადოს. მართალია, გამოსვლის 
წერილობითი ფორმით მომზადება ძალიან გონივრულია, მაგრამ როდესაც 
პრეზენტატორი კითხულობს გამოსვლას, რაც არ უნდა საინტერსო საკითხს 
ეხებოდეს, ეფექტი იკარგება. გამოსვლის წაკითხვის მაგივრად ექსპერტები 
გვირჩევენ ვისაუბროთ წინასწარ ჩამოწერილი მინიშნებების დახმარებით. ამ 
დროს მომხსენებლის საუბარი უფრო ბუნებრივი და დამაჯერებლია. 
ექსპერტები ასევე გვირჩევენ, რომ გავიაროთ სრული რეპეტიცია 
თვალსაჩინოების, შესავალი სიტყვის, მოხსენების ძირითადი ნაწილის და 
დასკვნების გამოყენებით. სიტყვით გამოსვლაში რეპეტიციის გავლა 
კოლეგასთან სარგებლობას მოგვიტანს და დაგვეხმარება საუბრის 
ხანგრძლოვობის განსაზღვრაში. ასევე ვთხოვოთ კოლეგას, დაგვისვას ყველა ის 
კითხვა, რაც გაუჩნდება პრეზენტაციის მოსმენის შემდეგ. ყველაფერი ამის 
გათვალისწინება კი საშუალებას მოგვცემს თავიდან ავიცილოთ ის პანიკა, 
რომელიც გველის სიტყვით გამოსვლის წინ. 
2. მსმენელთა აუდიტორია 
ძირითადად მსმენელთა აუდიტორიის მომზადება და ინტერესები განსაზღვრავს 
პრეზენტაციის შინაარსს. მომხსენებლის უპირველესი ამოცანაა აუდიტორიის 
დაინტერესება. სანამ დავიწყებთ გამოსვლისთვის მზადებას, უნდა 
გავითვალისწიონოთ მსმენელთა აუდიტორიის მოთხოვნები: 
 რა იციან ამ თემის შესახებ? 
 რა უნდა გაიგონ მათ ჩემგან ამის შესახებ? 
 რა აღუძრავს მათ ინტერესს ამ თემასთან მიმართებაში?
7 
 რა მოცულობისა და სირთულის ინფორმაციის ათვისება და გააზრება 
შეუძლიათ თემის შესახებ? 
 რა ურთიერთობა აქვთ მსმენელებთან? რამდენად ფორმალური ან 
არაფორმალური უნდა იყოს თქვენი გამოსვლა? 
თუ მსმენელთა აუდიტორია შედგება თქვენი კოლეგებისგან, რომელთაც საერთო 
ინტერესები გააჩნიათ და მეტ-ნაკლებად ერთნაირი ცოდნა აქვთ ამ სფეროში, 
შეგიძლიათ მათ მიაწოდოთ დეტალური ინფორმაცია, საკითხის ღრმა ანალიზი და 
გამოიყენოთ სპეციფიკური ტერმინოლოგია; ხოლო თუ აუდიტორია სხვადასხვა 
სფეროს სპეციალისტებით არის დაკომპლექტებული, მაშინ პრეზენატია უნდა იყოს 
უფრო ზოგადი ინფორმატიული ხასიათის. 
პრეზენტაციის დაგეგმვისას ასეთი სახის ანალიზი გვეხმარება განვსაზღვროთ, თუ 
როგორი სახის ინფორმაციის მიწოდება იქნება უფრო ადექვატური ამა თუ იმ 
აუდიტორიისთვის. 
ასევე მსმენელთა აუდიტორიის სიდიდე განსაზღვრავს თქვენი გამოსვლის 
სტრატეგიას. მსმენელთა პატარა აუდიტორიაში (მრგვალი მაგიდის ირგვლივ 
მსხდომი ათ კაცამდე ადამიანი) რეკომენდირებულია არაფორმალური, სასაუბრო 
სტრატეგიის გამოყენება. ასეთი სახის საუბარს უფრო აქვს განხილვის, დისკუსიის 
ხასიათი. 
დიდი შეხვედრები, რომლებიც შედგება ორმოცი ან მეტი ადამიანისაგან, თითქმის 
ყოველთვის ტრადიციული სტილით არის ორგანიზებული - ჩამწკრივებული სკამები, 
რომლებიც ორატორის წინ არის განლაგებული. ამ დროს დისკუსიის რეჟიმში 
ნაკლებად მიდის პრეზენტაცია, ხშირად კითხვების დასმის საშუალებაც კი არა აქვს 
აუდიტორიას, ამიტომ დიდ ჯგუფებთან გამოსვლისას პრეზენტაცია უფრო უნდა 
იყოს სტრუქტურირებული, გამოყენებული უნდა იყოს უფრო მეტი ვიზუალური 
მასალა, ყველა საკითხს მაქსიმალურად ამომწურავად უნდა ვუპასუხოთ საუბრის 
დროს, რადგან მსმენელს არ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვები. 
შესაძლებელია, აუდიტორიას საშუალება მიეცეს, კითხვები პრეზენტაციის 
მსვლელობისასაც დასვას. ამ შემთხვევაში გამოსვლის რეგლამენტი მატულობს. 
თუმცა ასეთი ფორმატი ძნელი წარსამართია და საკითხიდან გადახვევას იწვევს. 
ჩვენი რჩევა იქნება, რომ მოხსენების დროს მოხდეს კითხვების ჩანიშვნა და 
გამოსვლის დასრულებისას - დასმა. შესაძლებელია, კითხვის დასმის საჭიროებაც არ 
დადგეს, რადგან მომხსენებელი გამოსვლის დასრულებამდე თავად შეეხოს ამ 
საკითხს და გასცეს კიდევაც ამომწურავი პასუხი. 
მას შემდეგ, რაც აუდიტორიიდან კითხვები დაისმება, საჭიროა, 
მომხსენებელმა იცოდეს, რომ არ არის აუცილებელი პასუხების ძალიან გაშლა, 
რადგან მსმენელები უკვე დაღლილები არიან და შეიძლება აუდიტორიაზე 
კონტროლი დაიკარგოს. თუკი კითხვები არ არის, პრეზენტატორმა თავად შეიძლება
8 
დასვას სავარაუდო შეკითხვა მსმენელების ნაცვლად, რასაც შესაძლებელია, სხვებიც 
შეუერთდნენ. 
3. თემა და მიზანი 
როგორც საუბრის თემა, ასევე მიზანი უნდა მიესადაგებოდეს მსმენელთა 
აუდიტორიას. ზუსტად და კონკრეტულად ჩამოყალიბებული მიზნის გარეშე 
შესაძლებელია გადავუხვიოთ საუბრის მთავარ საკითხს, მოვამზადოთ შეუსაბამო 
მასალები და ისე წარვმართოთ პრეზენტაცია, რომ გამოვიწვიოთ მსმენელთა 
დაბნეულობა. 
მიზნის ჩამოყალიბებამდე შემდეგ კითხვებს უნდა ვუპასუხოთ: 
 რა არის ჩემი პრეზენტაციის მიზანი? მაგ. აუდიტორიისთვის ინფორმაციის 
მიწოდება, რაღაცის ახსნა თუ კონკრეტული პოზიციის დასაბუთება? 
 რა გზით შეიძლება მიზნის სრულად მიღწევა? 
მიზნის განსაზღვრა წინაპირობაა იმისა, რომ მაქსიმალურად კონკრეტულნი ვიყოთ. 
სამოქმედო ფორმულა ჩვენ შეგვიძლია ასე ჩამოვაყალიბოთ: „ვინ, რას, როგორ, 
როდის, სად და რატომ აკეთებს“. 
პრეზენტაციის წარმართვის წესი 
პრეზენტაციის წარმართვის წესი ექვემდებარება შემდეგ ძირითად პრინციპებს: 
 მოახსენეთ მსმენელს, თუ რის თქმას აპირებთ; 
 უთხარით მას ეს; 
 კიდევ ერთხელ მოახსენეთ თუ რა უთხარით პრეზენტაციის მსვლელობისას. 
როდესაც პრეზენტატორი მოხსენების შესავალში მსმენელთა აუდიტორიას მოკლედ 
აცნობს იმ საკითხებს, რასაც საუბრის დროს შეეხება, ამით ის აუდიტორიას ამზადებს 
საკითხის განსახილველად. მოხსენების შუაში პრეზენტატორი შეძლებისდაგვარად 
(პრეზენტაციისთვის განკუთვნილი დრო რის საშუალებასაც აძლევს) უღრმავდება 
თითოეულ საკითხს, პრეზენტაციის ბოლოს კვლავ უბრუნდება იგი თითოეულ 
საკითხს რეზიუმეს სახით, რაც აჯამებს და აგვირგვინებს გამოსვლას. 
პორეზენტაციის დაგეგმვისა და მომზადების ეტაპზე აუცილებელია, 
პრეზენტატორმა განასხვავოს მსხვილი საკითხები მასთან დაკავშირებული 
ქვესაკითხებისაგან. იმისათვის, რომ აუდიტორიამ ადვილად გაიაზროს თქვენი 
პრეზენტაცია, შეგიძლიათ მიაწოდოთ მხოლოდ მსხვილი საკითხები. კვლევები 
ადასტურებენ, რომ ზეპირი პრეზენტაციის დროს აუდიტორიას მაქსიმუმ შეუძლია
9 
აითვისოს ცხრა-ათი საკითხი, რომლებიც დაახლოებით სამი სათაურის ქვეშ უნდა 
იყოს გაერთიანებული.. 
მაშასადამე, შესავალ სიტყვაში აცნობთ თქვენს მსმენელებს თუ რა თემაზე 
ისაუბრებთ და როგორ გაქვთ ეს სტრუქტურირებული (მთავარი მსხვილი საკითხები 
თანმიმდევრობით); საუბრის შუაში გაშლით ამ საკითხებს, ხოლო ბოლოს შეაჯამებთ 
რა თქვით (მსხვილი საკითხები) და გამოიტანთ დასკვნებს. 
საუბრის მთლიანი სტრუქტურა შეიძლება წარმოვიდგინოთ შემდეგნაირად: 
მსხვილი საკითხები 
შესავალი I I I I I I დასკვნა 
როგორც კი შეეხებით თითოეულ მსხვილ საკითხს, მიუთითეთ, რომელ 
ქვესაკითხებს მოიცავს თითოეული მათგანი და როგორც კი დაამთავრებთ მსხვილ 
საკითხს, შეაჯამეთ ქვესაკითხები და გამოიტანეთ დასკვნა. თითოეული მთავარი 
საკითხის სტრუქტურა ასეთია: 
I 
შესავალი 
1. ქვესაკითხი 
2. ქვესაკითხი; 
3. ქვესაკითხი 
რეზიუმე 
I I 
შესავალი 
1. ქვესაკითხი 
2. ქვესაკითხი; 
1. ქვესაკითხი 
რეზიუმე 
I II 
შესავალი 
1. ქვესაკითხი 
2. ქვესაკითხი; 
3. ქვესაკითხი 
რეზიუმე 
რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ და როგორი თანმიმდევრობით, რომ პრეზენტაციის 
შემოთავაზებული სტრუქტურა ავაგოთ: 
ა) მას შემდეგ, რაც განსაზღვრავთ პრეზენტაციის თემას, ჩამოაყალიბებთ 
მიზანს (აუდიტორიის გათვალისწინებით); შეადგინეთ ყველა საკითხის ნუსხა, 
რომლის განხილვაც განზრახული გაქვთ საუბრის პროცესში; ეს არ უნდა იყოს 
მხოლოდ ამ საკითხების სათაურები, არამედ რას ეხება თითოეული მათგანი. 
ბ) დააჯგუფეთ ეს საკითხები რამდენიმე მსხვილ ჯგუფად. თითოეულ მსხვილ 
ჯგუფს მიეცით სათაური. 
გ) თითოეული მსხვილი საკითხისთვის ქვესაკითხები განალაგეთ ლოგიკური 
წესით. გააანალიზეთ, საჭიროა თუ არა ქვესაკითხების დამატება, რათა 
განამტკიცოთ არგუმენტი. 
დ) თითოეულ მსხვილ საკითხთან მიმართებაში ჩამოაყალიბეთ 
არგუმენტაციის რეზიუმე რამდენიმე წინადადებით. შესავალ ნაწილში უნდა
10 
იყოს გადმოცემული, თუ რა მსხვილი საკითხების განხილვას აპირებთ და 
რომელი ქვესაკითხები იქნება დაფარული. 
ე) გათვალეთ ის დრო, რომელიც დაგჭირდებათ შესავლის, რეზიუმეს და 
თითოეული საკითხის განხილვისთვის; 
ვ) მოხაზეთ შესავალი ნაწილი და დასკვნა. შესავალი ნაწილი უნდა შეიცავდეს 
რამდენიმე სიტყვას თქვენს შესახებ, თემას, სტრუქტურას, შესაძლებელია, 
ანეგდოტი თემასთან კავშირში; 
ზ) დასკვნაში ჩართული უნდა იყოს მთავარი საკითხების მოკლე რეზიუმე, არ 
დაგავიწყდეთ მადლობის გადახდა მსმენელთათვის; 
თ) გადაწყვიტეთ, რა თვალსაჩინოებს გამოიყენებთ. გაითვალისწინეთ, რომ 
თვალსაჩინოების მთლიანი რაოდენობა არ იყოს უფრო მეტი, ვიდრე საუბრის 
მთლიანი რაოდენობა ოთხზე გაყოფილი (მაგ, ორ წუთიანი საუბრისთვის 
მაქსიმუმ ხუთი თვალსაჩინოება). 
წერილობით როგორ ჩამოვაყალიბოთ პრეზენტაცია? 
„განსაზღვრეთ-დაალაგეთ-დააჯგუფეთ-დაახარისხეთ-გადახედეთ“. 
ეს არის ფორმულა, რომელიც ნებისმიერი ტექსტის შესადგენად გამოდგება და 
რომელიც თანმიმდევრულად განსახორციელებელ ქმედებებს მოიცავს: 
ა) განსაზღვრეთ მიზანი; 
ბ) დაალაგეთ აზრები და ინფორმაცია; 
გ) დააჯგუფეთ აზრები; 
დ) ორგანიზაციული სახე მიეცით აზრებს; 
ე) გადახედეთ შედეგს. 
როგორ ვიწყებთ წერას? 
არ არსებობს წერის ერთადერთი სწორი გზა, თუმცა არსებობს ნაშრომის 
შექმნის გარკვეული ეტაპები, რომლებსაც ყველა ავტორი ითვალისწინებს. ეს 
ეტაპებია: 
 წერის პროცესის ანალიზი - ამ ეტაპზე განისაზღვრება ნაშრომის თემა, 
მიზანი, სამიზნე აუდიტორია და პროექტის სხვა ელემენტები; 
 დაგეგმვა - ამ ეტაპზე ნაშრომში განსახილველი საკითხები 
დაკონკრეტდება და ინფორმაცია შეგროვდება. ყურადღება მახვილდება 
კონკრეტულ საკითხებზე, ლაგდება მოპოვებული მასალა; 
 მონახაზი, ამ ეტაპზე გამოიხატება იდეები, მოსაზრებები, მათ შორის 
მყარდება კავშირები; 
 გადასინჯვა - ამ ეტაპზე ხდენა ნაშრომის სტრუქტურის, შინაარსის, 
სტილისა და გამოხატვის ხერხების ხელახალი გააზრება და 
გაუმჯობესება. 
ცხადია, წერილობითი ნაშრომი უფრო მისაღებია მკითხველისთვის, თუ ის 
გრამატიკულად და სტილისტურად გამართულია. მაგრამ კარგი ნაწერის ღირსება
11 
მხოლოდ ეს არ არის. წერისას პირველ რიგში ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ 
სათქმელი ზუსტად და მკაფიოდ ჩამოაყალიბოთ. 
განვიხილოთ წერილობითი ნაშრომის ერთ-ერთი სახე - რეფერატი 
რეფერატი (ლათ. refero - გაცნობებ) - ეს არის მოკლე, წერილობით, ან საჯარო 
მოხსენების ფორმატში ჩამოყალიბებული სამეცნიერო, ან თემატური ნაშრომი. 
რეფერატის ძირითადი ნიშანი არის ის, რომ იგი წარმოადგენს კომპილაციას (ნაშრომი, 
რომელიც აგებულია სხვადასხვა ავტორისაგან ნასესხები მასალებით და არ შეიცავს 
დამოუკიდებელ გამოკვლევასა და დასკვნებს). რეფერატის წერის დროს არ არის 
სავალდებულო შეიქმნას რაღაც ახალი, მაგრამ სავალდებულოა კორექტულად და 
ადეკვატურად იყოს გადმოცემული ის საკითხები, იდეები, ფაქტები და არგუმენტები, 
რომელთა რეფერირებაც სრულდება. 
რეფერატი მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს შემდგარად, როდესაც საკითხზე 
არსებული თვალსაზრისები ამომწურავად და ნათლად არის რეფერირებული და 
კლასიფიცირებული. თვალსაზრისთა რაოდენობას განსაზღვრავს რეფერატისთვის დასმული 
ამოცანა. ამდენად, რეფერატში მოცემული შეიძლება აღმოჩნდეს ყველა თვალსაზრისი, ან 
გარკვეული თვალსაზრისები, გარკვეული მიმართულების თვალსაზრისები და ა.შ. 
რეფერატის მთავარი პირობა არის ის, რომ, იგი უნდა მოიცავდეს არანაკლებ ორი 
თვალსაზრისისა. 
რეფერატის კვლევითი ხასიათი ვლინდება არა მის შემოქმედითობაში, არამედ 
აზროვნების უნარის გამოვლენაში, რაც გულისხმობს ერთზე მეტი თვალსაზრისის არა მარტო 
სწორად გადმოცემას, არამედ მათ ერთმანეთთან შედარებას. 
როგორ უნდა გავართვათ რეფერატს თავი? 
1. რეფერატის წერისას დაამუშავეთ წყაროები და არავითარ შემთხვევაში არ 
გადმოიწეროთ; შეგიძლიათ ამ ნაწყვეტის პერეფრაზირება, ამ დროს ავტორი და 
წყარო აუცილებლად გამოყენებული ლიტერატურის სიაში უნდა მიეთითოს; 
2. თუკი მაინცდამაინც მოგწონთ რაიმე მონაკვეთი, მაშინ არ დაგავიწყდეთ ავტორის 
ციტირება, წესების დაცვით 
რითი დავიწყოთ? 
რეფერატზე მუშაობის პროცესის დაგეგმვა 
1. თემის/პრობლემის არჩევა. დამწერისათვის თემა უნდა იყოს საინტერესო და 
აქტუალური; 
2. საკუთარ თავს ვუსვამთ კითხვას: რა პრობლემებს შეეხება ეს რეფერატი, ვსახავთ 
გზებს, როგორ გადავჭრით ამ პრობლემებს; 
3. მოვიძიებთ ლიტერატურას თემის გარშემო ;
12 
4. მოვხაზავთ რეფერატის ძირითადი ნაწილის გეგმას. თითოეულ პრობლემას საჭიროა 
მიეძღვნას ცალკე თავი, უკეთესია თუკი თავები დაიყოფა უფრო მცირე ერთეულებად, 
პარაგრაფებად; 
5. ვწერთ სამუშაოს შავ ვარიანტს, ხოლო შესავალს ვწერთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც 
ძირითადი ნაწილი უკვე დაწერილია. რადგან მუშაობისას რეფერატის მიზნები 
შეიძლება მცირედ შეიცვალოს და ხელახლა დასაწერი გახდეს; 
6. მოვიძიებთ ან ვამზადებთ შესაბამის თვალსაჩინოებებს/ილუსტრაციებს (ფოტო, 
გრაფიკი, დიაგრამა, სქემა და სხვა), რომელშიც კარგად წარმოჩინდება თემის 
ძირითადი იდეები; თვალსაჩინოებებს არ უნდა ჰქონდეს მხოლოდ დეკორატიული 
დატვირთვა და არ უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ თემის მოცულობის გაზრდას; 
7. ვბეჭდავთ, ან ვათეთრებთ შესწორებულ ვარიანტს და ვამზადებთ მოხსენებას, 
დავურთავთ ილუსტრაციებს. 
რეფერატის სტრუქტურა: 
ა) შესავალი _ სადაც ვხსნით თემის არჩევანს, მის აქტუალობას. მოვხაზავთ მიზნებს და 
ამოცანებს, ვაძლევთ ლიტერატურის მოკლე მიმოხილვას 
ბ) ძირითადი ნაწილი _ ნაბიჯ-ნაბიჯ ვხსით თემას, ვადასტურებთ ნათქვამს ციფრებით, 
ფაქტებით, ან ციტატებით. ყოველი სტრუქტურული ერთეული (თავი, პარაგრაფი) 
სრულდება მოკლე დასკვნებით 
გ) დასკვნა _ თემასთან დაკავშირებით ვაყალიბებთ ზოგად დასკვნებს, ვუარყოფთ ან 
ვეთანხმებით წყაროთა ავტორების პოზიციებს და გამოვთქვამთ საკუთარ მოსაზრებას 
პრობლემის გადაჭრასთან დაკავშირებით. 
როდესაც რეფერატი დასრულებულია, საბოლოო შტრიხია - მისი გაფორმება. 
რეფერატის გაფორმება: 
სატიტულო ფურცელი, რეფერატის სათაური, შემსრულებლის ვინაობა. სატიტულო 
ფურცელზე ნუმერაცია არ დააქვთ 
შინაარსი _ სტრუქტურული ერთეულების შინაარსი გვერდების მითითებით 
სამუშაოს ტექსტი _ ა) შესავალი, ბ) ძირითადი ნაწილი და გ) დასკვნა, აქედან იწყება 
გვერდების გადანომვრა და მასზე დაისმის შესაბამისი ციფრი 3. 
ლიტერატურის სია _ წყაროების სრული ბიბლიოგრაფიული მონაცემების მითითებით. 
როგორ უნდა შეფასდეს პრეზენტაცია? 
.
13 
გთავაზობთ პრეზენტაციის შეფასების კრიტერიუმებს, რომლებთაც 
აუდიტორიიდან ან თემის სეციფიკიდან გამომდინარე შეიძლება დასჭირდეს 
მოდიფიცირება. 
 რამდენად საინტერესო იყო შესავალი ნაწილი 
 რამდენად გამოკვეთილად იყო ჩამოყალიბებული თეზისი 
 რამდენად დამაჯერებელი იყო არგუმენტაცია 
 რამდენად გამყარებული იყო მსჯელობა კონკრეტული 
მაგალითებითა და ფაქტებით 
 რამდენად შემაჯამებელი იყო პრეზენტაციის დასკვნითი ნაწილი 
 რამდენად საინტერესო და ორიგინალური იყო საპრეზენტაციო თემა 
 რამდენად დაცული იყო მსჯელობის ნაწილებს შორის ბალანსი 
 რამდენად მოიპოვა პრეზენტატორმა აუდიტორიის ყურადღება 
 რამდენად შესძლო პრეზენტატორმა აუდიტორიის ყურადღების 
შენარჩუნება პრეზენტაციის ბოლომდე 
 რამდენად მოზომილი და მიზნობრივი იყო პრეზენტატორის 
ჟესტიკულაცია და მანერები 
 რამდენად სძლია პრეზენტატორმა ნერვიულობის ზოგად ფონს 
 რამდენად თამამად და დამაჯერებლად გასცა მან მსმენელების მიერ 
დასმულ კითხვებს პასუხი 
 რამდენად დაიცვა პრეზენტატორმა საპრეზენტაციო რეგლამენტი 
 რამდენად იყო პრეზენტატორი მომზადებული ზეპირი 
მეტყველებისათვის, მიეჯაჭვა თუ არა იგი ბარათებს, ფურცლებს, 
მასალას 
 რამდენად ეფექტურად იყენებდა პრეზენტატორი თვალსაჩინოებებს 
პრეზენტაცია - 20 ქულა 
 საკითხი ზუსტად და ამომწურავად არის გადმოცემული; ტერმინოლოგია 
დაცულია; რეფერენტი ზედმიწევნით კარგად ფლობს საპრეზენტაციო 
მასალას, შეიცავს ორიგინალურ დაკვირვებასა და თვითმყოფად 
შეფასებებს, რეფერენტი ეფექტიანად იყენებს ვიზუალიზაციის ხერხების 
ფართო სპექტრს (სლაიდ-შოუ, ჰენდაუთი, პლაკატი, დაფა და ა.შ.) - 20 ქულა 
 საკითხი ამომწურავად არის გადმოცემული; ტერმინოლოგიურად 
გამართულია; უმნიშვნელო შეცდომებია; დამაკმაყოფილებლად ფლობს 
სარეზენტაციო მასალას; კრიტიკულად აფასებს განსახილველ საკითხთან 
დაკავშირებულ მოსაზრებებს, რეფერენტი ადეკვატურად იყენებს 
ვიზუალიზაციის ხერხებს - 15-19 ქულა 
 საკითხი არასრულად არის გადმოცემული; ტერმინოლოგია ნაკლოვანია; 
ფლობს საორეზენტაციო მასალას, მაგარამ აღინიშნება მცირეოდენი
14 
შეცდომები; რეფერენტი იშვიათად ამჟღავნებს კრიტიკული აზროვნების 
უნარს; რეფერენტი უმართებულოდ იყენებს ვიზუალიზაციის ხერხებს: 
სლაიდ-შოუ არაინფორმაციულია, ჰენდაუთი - გაუმართავი - 10-14 ქულა 
 საკითხი არასრულად არის გადმოცემული; ტერმინოლოგია მცდარია; 
საკითხის შესაბამისი მასალა გადმოცემულია ნაწილობრივ; აღინიშნება 
რამდენიმე არსებითი შეცდომა, პასუხი მოიცავს წაკითხული ინფორმაციის 
გაუაზრებელ გამეორებას, რეფერენტი ძალზე იშვიათად იყენებს 
ვიზუალიზაციის ხერხებს - 5-10 ქულა 
 პრეზენტაცია ნაკლოვანია ან არ შეესაბამება საკითხს, ტერმინოლოგია არ არის 
გამოყენებული, ან არ არის შესაბამისი; გადმოცემული საკითხები არსებითად 
მცდარია; პრეზენტაცია ძალზე ბუნდოვანი და არაინფორმაციულია; 
მსმენლებს უჭირთ აზრის გამოტანა; რეფერენტი არ იყენებს ვიზუალიზაციის 
საშუალებებს - 1-5 ქულა 
prezentaciis Sefasebis sqema 
Sedegebi 1-2 3-5 6-7 8-10 
შესავალი 
ტრაფარეტული 
და უინტერესოა 
არის მცდელობა 
აუდიტორიის 
დაინტერესების, 
მაგრამ 
ყურადღებას 
ვერ იპყრობს 
საინტერესოდ 
არის 
მოწოდებული 
და შეესაბამება 
შინაარსს 
ეფექტურია, 
არატრაფარეტუ 
ლი, იპყრობს 
აუდიტორიის 
ყურადღებას 
თემის გასაგებად 
წარმოდგენა 
ბუნდოვანია, 
საუბრობს 
დაბნეულად 
მხოლოდ 
ნაწილობრივაა 
გასაგები, 
მოითხოვს 
დამატებით 
განმარტებებს 
გასაგებია, 
მაგრამ არის 
ხარვეზები, 
ითხოვს 
დაზუსტებას 
წარმოდგენილი 
საკითხები 
ნათელი და 
გასაგებია, და- 
მაჯერებელია 
ლოგიკურობა ლოგიკა 
დარღვეულია, 
არ არის კავშირი 
ნაწილებს 
შორის 
ზოგიერთ 
ადგილს აკლია 
ლოგიკურობა, 
ზოგჯერ 
არათანამიმდევ- 
ძირითადად 
ლოგიკური და 
თანამიმდევრუ- 
ლია, მაგრამ მკა- 
ფიოდ არ გა- 
მოყოფს 
ლოგიკურია და 
კარგად 
ჩამოყალიბებუ 
ლი
15 
რულია ნაწილებს 
არგუმენტაცია არა აქვს 
არგუმებტები 
არგუმენტები 
მცირეა და 
არადამაჯერებე 
ლი 
არგუმენტები 
აქვს, მაგრამ 
აკლია 
ფაქტობრივი 
მასალით 
გამყარება 
არგუმენტი 
ბევრია და დამა- 
ჯერებელი, 
გამყარებულია 
ფაქტობრივი 
მასალით 
დასკვნები არ არის 
გაკეთებული 
დასკვნები 
ულოგიკო და 
გაუმართავია 
ლოგიკურია, 
მაგრამ ყველა 
საკითხის 
რეზიუმირება 
არ სდება 
ლოგიკური და 
ორიგინალურია 
აუდიტორიასთან 
კონტაქტი 
ვერ ამყარებს 
კონტაქტს, 
საუბრობს 
გაურკვევლად 
პრიოდულად 
ცდილობს აუ- 
დიტორიის ყუ- 
რადღების მიპყ- 
რობას, მაგრამ 
არ იცის, რა 
ხერხებით 
გრძნობს 
აუდიტორიას 
და ძირითადად 
კონტაქტს 
ამყარებს 
ფლობს 
აუდიტორიას, 
ადეკვატურად 
რეაგირებს მის 
რეაქციებზე, 
ეფექტურად 
იყენებს 
ვერბალურ და 
არავერბალურ 
ხერხებს 
პასუხები 
აუდიტორიის 
შეკითხვებზე 
უჭირს 
პასუხების 
გაცემა 
პასუხები არ 
არის 
სრულყოფილი 
თითქმის ყველა 
კითხვას 
უპასუხებს 
სრულყოფილ 
პასუხს სცემს 
ყველა 
შეკითხვას

More Related Content

What's hot

სწავლა–სწავლების ეფექტური სტრატეგია
სწავლა–სწავლების ეფექტური სტრატეგიასწავლა–სწავლების ეფექტური სტრატეგია
სწავლა–სწავლების ეფექტური სტრატეგიაmaisuradzenatia
 
გაკვეთილის დაგეგმვა
გაკვეთილის დაგეგმვაგაკვეთილის დაგეგმვა
გაკვეთილის დაგეგმვაNargiz Kiliptari
 
გონებრივი იერიში
გონებრივი იერიშიგონებრივი იერიში
გონებრივი იერიშიNino Akhalkatsi
 
უკან მიდევნებული ლამპარი
უკან მიდევნებული ლამპარიუკან მიდევნებული ლამპარი
უკან მიდევნებული ლამპარიMaiaKukhianidze
 
პრეზენტაცია
პრეზენტაციაპრეზენტაცია
პრეზენტაციაirmabochorishvili
 
გაპიროვნება
გაპიროვნებაგაპიროვნება
გაპიროვნებაstsotniashvili
 
პრეზენტაციის წარმართვის ძირითადი პრინციპები და ხერხები
პრეზენტაციის წარმართვის ძირითადი პრინციპები და ხერხებიპრეზენტაციის წარმართვის ძირითადი პრინციპები და ხერხები
პრეზენტაციის წარმართვის ძირითადი პრინციპები და ხერხებიmaisuradzenatia
 
შეფასების კრიტერიუმები (1)
შეფასების კრიტერიუმები (1)შეფასების კრიტერიუმები (1)
შეფასების კრიტერიუმები (1)Khatuna Bedenashvili
 
სასწავლო პროცესის დაგეგმვა
სასწავლო პროცესის დაგეგმვასასწავლო პროცესის დაგეგმვა
სასწავლო პროცესის დაგეგმვაRusudan Gonashvuli
 
შეფასების ძირითადი პრინციპები, ტიპები, ინსტრუმენტები
შეფასების ძირითადი პრინციპები, ტიპები, ინსტრუმენტებიშეფასების ძირითადი პრინციპები, ტიპები, ინსტრუმენტები
შეფასების ძირითადი პრინციპები, ტიპები, ინსტრუმენტებიKhatuna Tsikhelashvili
 
პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები
პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები
პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები fiqria sidamonize
 
სწორი კვების რაციონი
სწორი კვების რაციონისწორი კვების რაციონი
სწორი კვების რაციონიGeo World Events & Tours
 
გამჭოლი კომპეტენციები
გამჭოლი კომპეტენციებიგამჭოლი კომპეტენციები
გამჭოლი კომპეტენციებიNino Akhalkatsi
 
პროექტის შაბლონი
პროექტის შაბლონიპროექტის შაბლონი
პროექტის შაბლონიLela Chaava
 
გამარჯვებული გაკვეთილები
გამარჯვებული გაკვეთილებიგამარჯვებული გაკვეთილები
გამარჯვებული გაკვეთილებიniniko71
 
სულხან–საბა ორბელიანი
სულხან–საბა ორბელიანისულხან–საბა ორბელიანი
სულხან–საბა ორბელიანიirma
 
რთული სიტყვების (კომპოზიტების) მართლწერა
რთული სიტყვების (კომპოზიტების) მართლწერართული სიტყვების (კომპოზიტების) მართლწერა
რთული სიტყვების (კომპოზიტების) მართლწერაlelajgamaia
 
პროექტის ფორმა (1)
პროექტის ფორმა (1)პროექტის ფორმა (1)
პროექტის ფორმა (1)maisurademedea
 

What's hot (20)

სწავლა–სწავლების ეფექტური სტრატეგია
სწავლა–სწავლების ეფექტური სტრატეგიასწავლა–სწავლების ეფექტური სტრატეგია
სწავლა–სწავლების ეფექტური სტრატეგია
 
მეთოდები და აქტივობები
მეთოდები  და  აქტივობებიმეთოდები  და  აქტივობები
მეთოდები და აქტივობები
 
გაკვეთილის დაგეგმვა
გაკვეთილის დაგეგმვაგაკვეთილის დაგეგმვა
გაკვეთილის დაგეგმვა
 
გონებრივი იერიში
გონებრივი იერიშიგონებრივი იერიში
გონებრივი იერიში
 
უკან მიდევნებული ლამპარი
უკან მიდევნებული ლამპარიუკან მიდევნებული ლამპარი
უკან მიდევნებული ლამპარი
 
პრეზენტაცია
პრეზენტაციაპრეზენტაცია
პრეზენტაცია
 
გაპიროვნება
გაპიროვნებაგაპიროვნება
გაპიროვნება
 
პრეზენტაციის წარმართვის ძირითადი პრინციპები და ხერხები
პრეზენტაციის წარმართვის ძირითადი პრინციპები და ხერხებიპრეზენტაციის წარმართვის ძირითადი პრინციპები და ხერხები
პრეზენტაციის წარმართვის ძირითადი პრინციპები და ხერხები
 
შეფასების კრიტერიუმები (1)
შეფასების კრიტერიუმები (1)შეფასების კრიტერიუმები (1)
შეფასების კრიტერიუმები (1)
 
სასწავლო პროცესის დაგეგმვა
სასწავლო პროცესის დაგეგმვასასწავლო პროცესის დაგეგმვა
სასწავლო პროცესის დაგეგმვა
 
შეფასების ძირითადი პრინციპები, ტიპები, ინსტრუმენტები
შეფასების ძირითადი პრინციპები, ტიპები, ინსტრუმენტებიშეფასების ძირითადი პრინციპები, ტიპები, ინსტრუმენტები
შეფასების ძირითადი პრინციპები, ტიპები, ინსტრუმენტები
 
პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები
პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები
პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები
 
სწორი კვების რაციონი
სწორი კვების რაციონისწორი კვების რაციონი
სწორი კვების რაციონი
 
გამჭოლი კომპეტენციები
გამჭოლი კომპეტენციებიგამჭოლი კომპეტენციები
გამჭოლი კომპეტენციები
 
პროექტის შაბლონი
პროექტის შაბლონიპროექტის შაბლონი
პროექტის შაბლონი
 
Power point
Power pointPower point
Power point
 
გამარჯვებული გაკვეთილები
გამარჯვებული გაკვეთილებიგამარჯვებული გაკვეთილები
გამარჯვებული გაკვეთილები
 
სულხან–საბა ორბელიანი
სულხან–საბა ორბელიანისულხან–საბა ორბელიანი
სულხან–საბა ორბელიანი
 
რთული სიტყვების (კომპოზიტების) მართლწერა
რთული სიტყვების (კომპოზიტების) მართლწერართული სიტყვების (კომპოზიტების) მართლწერა
რთული სიტყვების (კომპოზიტების) მართლწერა
 
პროექტის ფორმა (1)
პროექტის ფორმა (1)პროექტის ფორმა (1)
პროექტის ფორმა (1)
 

Similar to როგორ გავაკეთოთ კარგი პრეზენტაცია

პრეზენტაციის ძირითადი პრინციპები და ხერხები
პრეზენტაციის ძირითადი პრინციპები და ხერხებიპრეზენტაციის ძირითადი პრინციპები და ხერხები
პრეზენტაციის ძირითადი პრინციპები და ხერხებიL G
 
სასწავლო პრეზენტაციის მომზადება
სასწავლო პრეზენტაციის მომზადებასასწავლო პრეზენტაციის მომზადება
სასწავლო პრეზენტაციის მომზადებაguestdcb8cb3
 
სასწავლო პრეზენტაციის მომზადება
სასწავლო პრეზენტაციის მომზადებასასწავლო პრეზენტაციის მომზადება
სასწავლო პრეზენტაციის მომზადებაL G
 
E:\Ii Donis Treningi\Iv Dge\Prez
E:\Ii Donis Treningi\Iv Dge\PrezE:\Ii Donis Treningi\Iv Dge\Prez
E:\Ii Donis Treningi\Iv Dge\Preztreningigori2
 
ანგარიში სასკოლო პრეზენტაცია
ანგარიში სასკოლო პრეზენტაციაანგარიში სასკოლო პრეზენტაცია
ანგარიში სასკოლო პრეზენტაციაMaia Siradze
 
ანგარიში სასკოლო პრეზენტაცია
ანგარიში სასკოლო პრეზენტაციაანგარიში სასკოლო პრეზენტაცია
ანგარიში სასკოლო პრეზენტაციაMaia Siradze
 
ანგარიში სასკოლო პრეზენტაცია
ანგარიში სასკოლო პრეზენტაციაანგარიში სასკოლო პრეზენტაცია
ანგარიში სასკოლო პრეზენტაციაMaia Siradze
 
პროექტებით სწავლება
პროექტებით სწავლებაპროექტებით სწავლება
პროექტებით სწავლებაMaia Siradze
 
შეფასების გზამკვლევი
შეფასების გზამკვლევიშეფასების გზამკვლევი
შეფასების გზამკვლევიTamar Kerelashvili
 
შეფასების გზამკვლევი
შეფასების გზამკვლევიშეფასების გზამკვლევი
შეფასების გზამკვლევიMaia Metreveli
 
როგორ ვაწარმოოთ პედაგოგიური კვლევა
როგორ ვაწარმოოთ პედაგოგიური კვლევაროგორ ვაწარმოოთ პედაგოგიური კვლევა
როგორ ვაწარმოოთ პედაგოგიური კვლევაMisha Giorgadze
 
ტრენერების პრეზენტაცია- მეორე მოდული
ტრენერების პრეზენტაცია- მეორე მოდულიტრენერების პრეზენტაცია- მეორე მოდული
ტრენერების პრეზენტაცია- მეორე მოდულიgorgadzeliana
 
Brand Banaki Bakurianshi Pr School Summer Camp
Brand Banaki Bakurianshi   Pr School Summer CampBrand Banaki Bakurianshi   Pr School Summer Camp
Brand Banaki Bakurianshi Pr School Summer CampSoso Galumashvili
 
Ciuri zoidze პროექტის გეგმის შაბლონი
Ciuri zoidze პროექტის გეგმის შაბლონიCiuri zoidze პროექტის გეგმის შაბლონი
Ciuri zoidze პროექტის გეგმის შაბლონიciurizoidze5
 
სასწავლო პროექტი
სასწავლო პროექტისასწავლო პროექტი
სასწავლო პროექტიnino abuladze
 
საკლასო პლაკატის დამზადება
საკლასო პლაკატის დამზადებასაკლასო პლაკატის დამზადება
საკლასო პლაკატის დამზადებაritadateshidze
 
პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
პრეზენტაციის შეფასების რუბრიკაპრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
პრეზენტაციის შეფასების რუბრიკაmalinagabelaia5
 
კომუნიკაცია
კომუნიკაციაკომუნიკაცია
კომუნიკაციაRusudan Gonashvuli
 
რომელი სასწავლო რესურსები შეფასდება სქემის ფარგლებში
რომელი სასწავლო რესურსები შეფასდება სქემის ფარგლებშირომელი სასწავლო რესურსები შეფასდება სქემის ფარგლებში
რომელი სასწავლო რესურსები შეფასდება სქემის ფარგლებშიAna Meladze
 

Similar to როგორ გავაკეთოთ კარგი პრეზენტაცია (20)

პრეზენტაციის ძირითადი პრინციპები და ხერხები
პრეზენტაციის ძირითადი პრინციპები და ხერხებიპრეზენტაციის ძირითადი პრინციპები და ხერხები
პრეზენტაციის ძირითადი პრინციპები და ხერხები
 
სასწავლო პრეზენტაციის მომზადება
სასწავლო პრეზენტაციის მომზადებასასწავლო პრეზენტაციის მომზადება
სასწავლო პრეზენტაციის მომზადება
 
სასწავლო პრეზენტაციის მომზადება
სასწავლო პრეზენტაციის მომზადებასასწავლო პრეზენტაციის მომზადება
სასწავლო პრეზენტაციის მომზადება
 
E:\Ii Donis Treningi\Iv Dge\Prez
E:\Ii Donis Treningi\Iv Dge\PrezE:\Ii Donis Treningi\Iv Dge\Prez
E:\Ii Donis Treningi\Iv Dge\Prez
 
ანგარიში სასკოლო პრეზენტაცია
ანგარიში სასკოლო პრეზენტაციაანგარიში სასკოლო პრეზენტაცია
ანგარიში სასკოლო პრეზენტაცია
 
ანგარიში სასკოლო პრეზენტაცია
ანგარიში სასკოლო პრეზენტაციაანგარიში სასკოლო პრეზენტაცია
ანგარიში სასკოლო პრეზენტაცია
 
ანგარიში სასკოლო პრეზენტაცია
ანგარიში სასკოლო პრეზენტაციაანგარიში სასკოლო პრეზენტაცია
ანგარიში სასკოლო პრეზენტაცია
 
პროექტებით სწავლება
პროექტებით სწავლებაპროექტებით სწავლება
პროექტებით სწავლება
 
შეფასების გზამკვლევი
შეფასების გზამკვლევიშეფასების გზამკვლევი
შეფასების გზამკვლევი
 
შეფასების გზამკვლევი
შეფასების გზამკვლევიშეფასების გზამკვლევი
შეფასების გზამკვლევი
 
კვლევა
კვლევაკვლევა
კვლევა
 
როგორ ვაწარმოოთ პედაგოგიური კვლევა
როგორ ვაწარმოოთ პედაგოგიური კვლევაროგორ ვაწარმოოთ პედაგოგიური კვლევა
როგორ ვაწარმოოთ პედაგოგიური კვლევა
 
ტრენერების პრეზენტაცია- მეორე მოდული
ტრენერების პრეზენტაცია- მეორე მოდულიტრენერების პრეზენტაცია- მეორე მოდული
ტრენერების პრეზენტაცია- მეორე მოდული
 
Brand Banaki Bakurianshi Pr School Summer Camp
Brand Banaki Bakurianshi   Pr School Summer CampBrand Banaki Bakurianshi   Pr School Summer Camp
Brand Banaki Bakurianshi Pr School Summer Camp
 
Ciuri zoidze პროექტის გეგმის შაბლონი
Ciuri zoidze პროექტის გეგმის შაბლონიCiuri zoidze პროექტის გეგმის შაბლონი
Ciuri zoidze პროექტის გეგმის შაბლონი
 
სასწავლო პროექტი
სასწავლო პროექტისასწავლო პროექტი
სასწავლო პროექტი
 
საკლასო პლაკატის დამზადება
საკლასო პლაკატის დამზადებასაკლასო პლაკატის დამზადება
საკლასო პლაკატის დამზადება
 
პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
პრეზენტაციის შეფასების რუბრიკაპრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
 
კომუნიკაცია
კომუნიკაციაკომუნიკაცია
კომუნიკაცია
 
რომელი სასწავლო რესურსები შეფასდება სქემის ფარგლებში
რომელი სასწავლო რესურსები შეფასდება სქემის ფარგლებშირომელი სასწავლო რესურსები შეფასდება სქემის ფარგლებში
რომელი სასწავლო რესურსები შეფასდება სქემის ფარგლებში
 

More from Rusudan Gonashvuli

სამეტყველო ბგერები
სამეტყველო ბგერებისამეტყველო ბგერები
სამეტყველო ბგერებიRusudan Gonashvuli
 
სამეტყველო ბგერები
სამეტყველო ბგერებისამეტყველო ბგერები
სამეტყველო ბგერებიRusudan Gonashvuli
 
Training on teaching with technology with for teachers in Georgia
Training on teaching with technology with for teachers in GeorgiaTraining on teaching with technology with for teachers in Georgia
Training on teaching with technology with for teachers in GeorgiaRusudan Gonashvuli
 
დაბალი აკადემიური მოსწრების პროფილაქტიკა
დაბალი აკადემიური მოსწრების პროფილაქტიკადაბალი აკადემიური მოსწრების პროფილაქტიკა
დაბალი აკადემიური მოსწრების პროფილაქტიკაRusudan Gonashvuli
 
თავსატეხების აწყობა
თავსატეხების აწყობა თავსატეხების აწყობა
თავსატეხების აწყობა Rusudan Gonashvuli
 
გაკვეთილის ანალიზის სახეები
გაკვეთილის ანალიზის სახეებიგაკვეთილის ანალიზის სახეები
გაკვეთილის ანალიზის სახეებიRusudan Gonashvuli
 
კომუნიკაცია,ნაწილი 2pptx
კომუნიკაცია,ნაწილი 2pptxკომუნიკაცია,ნაწილი 2pptx
კომუნიკაცია,ნაწილი 2pptxRusudan Gonashvuli
 
სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა
სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვასასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა
სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვაRusudan Gonashvuli
 
სააზროვნო უნარების განვითარების ეფექტური სტრატეგიები
სააზროვნო უნარების განვითარების ეფექტური სტრატეგიებისააზროვნო უნარების განვითარების ეფექტური სტრატეგიები
სააზროვნო უნარების განვითარების ეფექტური სტრატეგიებიRusudan Gonashvuli
 
ბლუმის განათლების მიზნები
ბლუმის განათლების მიზნებიბლუმის განათლების მიზნები
ბლუმის განათლების მიზნებიRusudan Gonashvuli
 
პროექტგაკვეთილი
პროექტგაკვეთილიპროექტგაკვეთილი
პროექტგაკვეთილიRusudan Gonashvuli
 
ეროვნული სასწავლო გეგმა
ეროვნული სასწავლო გეგმაეროვნული სასწავლო გეგმა
ეროვნული სასწავლო გეგმაRusudan Gonashvuli
 
learningapps.org პლატფორმა
 learningapps.org პლატფორმა learningapps.org პლატფორმა
learningapps.org პლატფორმაRusudan Gonashvuli
 

More from Rusudan Gonashvuli (15)

სამეტყველო ბგერები
სამეტყველო ბგერებისამეტყველო ბგერები
სამეტყველო ბგერები
 
სამეტყველო ბგერები
სამეტყველო ბგერებისამეტყველო ბგერები
სამეტყველო ბგერები
 
Training on teaching with technology with for teachers in Georgia
Training on teaching with technology with for teachers in GeorgiaTraining on teaching with technology with for teachers in Georgia
Training on teaching with technology with for teachers in Georgia
 
დაბალი აკადემიური მოსწრების პროფილაქტიკა
დაბალი აკადემიური მოსწრების პროფილაქტიკადაბალი აკადემიური მოსწრების პროფილაქტიკა
დაბალი აკადემიური მოსწრების პროფილაქტიკა
 
Photo dvd maker professional
Photo dvd maker professionalPhoto dvd maker professional
Photo dvd maker professional
 
თავსატეხების აწყობა
თავსატეხების აწყობა თავსატეხების აწყობა
თავსატეხების აწყობა
 
გაკვეთილის ანალიზის სახეები
გაკვეთილის ანალიზის სახეებიგაკვეთილის ანალიზის სახეები
გაკვეთილის ანალიზის სახეები
 
კომუნიკაცია,ნაწილი 2pptx
კომუნიკაცია,ნაწილი 2pptxკომუნიკაცია,ნაწილი 2pptx
კომუნიკაცია,ნაწილი 2pptx
 
სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა
სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვასასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა
სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა
 
ინკლუზია
ინკლუზიაინკლუზია
ინკლუზია
 
სააზროვნო უნარების განვითარების ეფექტური სტრატეგიები
სააზროვნო უნარების განვითარების ეფექტური სტრატეგიებისააზროვნო უნარების განვითარების ეფექტური სტრატეგიები
სააზროვნო უნარების განვითარების ეფექტური სტრატეგიები
 
ბლუმის განათლების მიზნები
ბლუმის განათლების მიზნებიბლუმის განათლების მიზნები
ბლუმის განათლების მიზნები
 
პროექტგაკვეთილი
პროექტგაკვეთილიპროექტგაკვეთილი
პროექტგაკვეთილი
 
ეროვნული სასწავლო გეგმა
ეროვნული სასწავლო გეგმაეროვნული სასწავლო გეგმა
ეროვნული სასწავლო გეგმა
 
learningapps.org პლატფორმა
 learningapps.org პლატფორმა learningapps.org პლატფორმა
learningapps.org პლატფორმა
 

როგორ გავაკეთოთ კარგი პრეზენტაცია

  • 1. 1 პრეზენტაცია რა არის პრეზენტაცია? პრეზენტაცია ლათინური სიტყვაა და წარდგენას ნიშნავს. ეს არის რაიმე საკითხის აუდიტორიის წინაშე საჯარო წარდგენის პროცესი. პრეზენტაციის მიზანია ადამიანების გარკვეულ წრეს გააცნო შენი საქმიანობის, კვლევის შედეგები. რა სარგებლობა მოაქვს პრეზენტაციას? თანამედროვე ცხოვრების მოთხოვნიდან გამომდინარე, ადამიანებს მუდმივად უწევთ თავიანთი მოკლევადიანი თუ გრძელვადიანი კვლევის შედეგების, განხორციელებული პროექტების და სხვ. აუდიტორიის წინაშე წარდგენა. კარგია, როდესაც ადამიანი ფლობს პრეზენტაციის წარმართვის უნარს. ეს საკუთარი შესაძლებლობების, დაგეგმილი თუ ჩატარებული სამუშაოს წარმოჩენის საშუალებას იძლევა. უკვე სასკოლო ასაკში მასწავლებელი უნდა ზრუნავდეს მოსწავლეებს განუვითაროს ეს უნარ-ჩვევა. თუკი სხვადასხვა საგანში პრეზენტაციები სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილი გახდება, მოზარდები ბევრად უფრო მომზადებულები შეხვდებიან ცხოვრების გამოწვევებს. ამავდროულად სასწავლო პროცესი ბევრად საინტერესო და მრავალფეროვანი გახდება. ამდენად, მასწავლებელი არა მხოლოდ თავად უნდა იყოს კარგი პრეზენტატორი, არამედ მოსწავლეებსაც უნდა განუვითაროს ეს უნარი. კარგი პრეზენტაციის ხუთი წესი: კარგი პრეზენტაცია რომ შეძლოთ, ამისთვის სულაც არ არის საჭირო „დიდი ხელოვნება“. ადვილი შესაძლებელია, გარკვეული ვარჯიშის შემდეგ კარგ ორატორად იქცეთ თუ ხუთ ძირითად რჩევას გაითვალისწინებთ. ესენია: 1. მოხსენება/პრეზენტაცია ეფექტურად დაიწყეთ და ეფექტურად დაასრულეთ; 2. შექმენით შინაარსობრივი ჩარჩო; 3. მოახდინეთ პრეზენტაციის გამჭვირვალე დანაწევრება; 4. რესურსები გონივრულად გამოიყენეთ; 5. არ დაგავიწყდეთ სხეულის ენის გამოყენება. 1. ეფექტურად დაწყება და დასრულება დასაწყისი და დასასრული არის პრეზენტაციის ხერხემალი. ეფექტური დაწყებით მოიპოვებ მსმენელის ყურადღებას და მოტივაციას აღძრავ მასში, ჩაერთოს
  • 2. 2 მოხსენებაში. ამიტომ ეს ფაზა განსაკუთრებული ძალისხმევით უნდა იყოს მომზადებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს საშიშროება, რომ დამსწრეთა დიდმა ნაწილმა პრეზენტაციის დასაწყისიდანვე არ დაგიგდოთ ყური და პასიურ მსმენელებად იქცნენ. დასასრული ამთლიანებს პრეზენტაციას და მეხსიერებაში რჩება მსმენელს. პრეზენტაციის სუსტი მხარეები, რომლებიც მოხსენების შუაში შეიძლება გაგვეპაროს, დავიწყებას ეძლევა, თუ დასასრული იქნება ლოგიკური, გააზრებული და შინაარსობრივაი. პრეზენტატორმა უნდა შეეცადოს, რომ დასასრული იყოს პოზიტიური, ეს დაეხმარება მსმენელებს, კარგი განწყობით დატოვონ აუდიტორია. სასურველია, მომხსენებელმა აუდიტორიას დაუტოვოს საფიქრი თემა და მიაბრუნებს განხილულ საკითხთან. ამიტომ არ უნდა დაიშუროთ ძალისხმება პრეზენტაციის დასაწყისისა და დასასრულის მომზადებაზე. 2. შინაარსობრივი ჩარჩოს შექმნა როდესაც ჩვენ კოლეგების პრეზენტაციებს ვიხსენებთ, რა გვახსენდება უფრო მეტად - ცაკლეული ფაქტები, თუ კარგად სტრუქტურირებული ინფორმაცია? კარგი პრეზენტაციით ჩვენ უნდა მივიღოთ კარგად სტრუქტურირებული ინფორმაცია, იგი არ უნდა შეიცავდეს რაღაც ზღაპრულ ელემენტებს, თუმცა ინტერესის აღმძვრელი უნდა იყოს მისი დასაწყისიდან დასასრულამდე. ძირითადი იდეები არ უნდა იყოს ბევრი (საშუალოდ, 3), რადგან ერთი თემიდან მეორეზე გადასვლა აუდიტორიის ყურადღების გაფანტვას იწვევს. მნიშვნელოვანია, რომ თემა არ იყოს მშრალი და მხოლოდ თეორიულ მასალებზე დაფუძნებული. ამდენად, ის უნდა შეივსოს საინტერესო მაგალითებით. მოყვანილი მაგალითები უნდა იყოს თემის შესატყვისი. სწორედ საინტერესო მაგალითები იძლევა საშუალებას, აუდიტორიამ უკეთ დაიმახსოვროს თემა. მოხსენებას ძალიან მიმზიდველს ხდის, თუ პრეზენტატორი პრეზენტაციის დასაწყისში დასვამს კითხვებს, რომელსაც დასასრულს დასკვნის სახით უპასუხებს. შესაძლებელია ასევე, პრეზენტაცია დავიწყოთ და დავასრულოთ რაღაც სახალისო და სასაცილო ისტორიით, რომელიც, ბუნებრივია, საპრეზენტაციო თემასთან კავშირშია. ფანტაზიას საზღვარი არა აქვს, მაგრამ ყველა ასეთი „გადახვევა“ საპრეზენტაციო თემას უნდა უკავშირდებოდეს.
  • 3. 3 პრეზენტაციის ასეთი მომზადება გულისხმობს არა მარტო შინაარსობრივ კომპეტენციას, არამედ შინაარსის სტრუქტურაზე ფიქრსაც. 3. პრეზენტაციის გამჭვირვალედ დაგეგმვა პრეზენტატორი უნდა შეეცადოს, მთელი პრეზენტაციის მანძილზე გაზარდოს მსმენელის ყურადღება და კონცენტრაცია. გამჭვირვალე დაგეგმვის გარეშე ადვილად გაწყდება კავშირი მსმენელთან, რომლის აღდგენა საკმაოდ ძნელია. ამიტომ გირჩევთ, მოხსენების დასაწყისში აუდიტორიას მოკლედ გააცნოთ პრეზენტაციის გეგმა (რა საკითხებს შეეხებით და რა თანმიმდევრობით) და ყოველი ნაწილის დასრულების შემდეგ ერთ წინადადებაში შეაჯამოთ იგი. ასეთი დამოკიდებულება მოხსენებას სტრუქტურირებულ სახეს აძლევს, რაც მსმენელს უადვილებს მოსმენილი ცალკეულ თემატურ ბლოკებად დაალაგოს. გონივრულია ასევე ცალკეული შინაარსობრივი პუნქტები წარმოადგინოთ ეკრანზე, რომელსაც ერთმანეთის მიყოლებით აჩვენებთ აუდიტორიას. ასე დამსწრეებს ეცოდინებათ, სად არის ამჟამად შეჩერებული მომხსენებელი და რამდენი დარჩათ კიდევ მოსასმენი. 4. რესურსების გონივრულად გამოყენება რესურსების სწორი ჩართვა მოხსენებას ეფექტურს ხდის. თუმცა ცუდ პრეზენტაციას ვერანაირი მიგნებული ვიზუალიზაცია (Power Point-ი, ვიდეოფილმები, სტენდები და სხვ.) ვერ გახდის საინტერესოს. ასევე, გაუიაზრებლად ჩართულმა ვიზუალიზაციამ შესაძლებელია კარგი პრეზენტაცია დაანგრიოს. ერთ-ერთი დამხმარე რესურსი აუდიტორიისთვის პრეზენტატორის გამოსვლის რეზიუმეს დარიგებაა. აუდიტორიისთვის გამომსვლელის პოზიციის ერთგვარი დადასტურება თვალსაჩინოებებია და ძირითად იდეებზე ყურადღების გამახვილებას უწყობს ხელს. თვალსაჩინოებები, გარდა თემის ვიზუალურად შევსებისა, დამწყებ პრეზენტატორს გარკვეულწილად ეხმარება საკუთარი პერსონიდან აუდიტორიის ყურადღების გადატანაში. თვალსაჩინოება შეიძლება იყოს ორი ტიპის: ა. ტექსტური და ბ. გრაფიკული. ისინი წარმოადგენენ მოხსენების მნიშვნელოვან დანამატს. ა. ტექსტურში წარმოჩენილი უნდა იყოს მთავარი დებულებები/პოსტულატები, რაც აუდიტორიის მხედველობითი მეხსიერების გამოყენების საშუალებას იძლევა და ადვილად ამახსოვრებინებს საკითხს. დებულება/პოსტულატი უნდა ეწეროს გარკვევით, დიდი შრიფტით და არ აღემატებოდეს 4-5 ხაზს.
  • 4. 4 ბ. გრაფიკული შეიძლება იყოს სქემა, დიაგრამა, ცხრილი, რუკა, ფოტო, ნახატი. აუცილებელია, ილუსტრაცია თემატურად ასახავდეს საკითხს/საკითხებს, ავსებდეს გამოსვლას. მიუღებელია ძნელად აღქმადი თვალსაჩინოების წარდგენა, გათვალისწინებული უნდა იყოს აუდიტორიის ზომა ისე, რომ თუნდაც ბოლო რიგში მჯდომმა მოახერხოს წარმოდგენილის დანახვა. საჭიროა, ვიზუალური მასალა პრეზენტატორს გამოსვლაში ჰქონდეს ჩართული, აუდიტორიას მასზე ამახვილებინებდეს ყურადღებას. პრეზენტატორი არ უნდა კითხულობდეს წარწერებს, უმჯობესია, პოსტულატებს თავად ხსნიდეს ან მათ პერიფრაზირებას ახდენდეს. უბრალოდ, ვიზუალური მასალა წინასწარ განსაზღვრული ლოგიკური ჯაჭვის მიყოლის საშუალებას იძლევა. ამავდროულად, აუდიტორიას საშუალებას აძლევს, ძირითად იდეებს ადვილად მიადევნოს თვალი. თუ ამის საშუალება იქნება, პრეზენტატორმა წინასწარ უნდა მოამზადოს ოთახი, ნახოს, რა დასჭირდება ილუსტრაციების გამოსაკრავად, საჭიროების შემთხვევაში, არის თუ არა ფლიპჩარტი, მარკერი და სხვა რესურსი, ან გაარკვიოს ამის შესახებ შეხვედრის ორგანიზატორებთან. ასევე, წინასწარ არის გასარკვევი, იქნება თუ არა ტექნიკური უზრუნველყოფა, ნოუთბუქი და პროექტორი, ასეთ შემთხვევაში, მოხსენება უნდა მომზადდეს საპრეზენტაციო ფორმატში (მაგ.: Power Point). პრეზენტაცია წინასწარ შეიძლება გადაიგზავნოს ორგანიზატორებთან, ან რეგლამენტით განსაზღვრულ დრომდე მისვლა და მისი გადაწერა იქნება საჭირო, რათა ტექნიკური პრობლემები არ წარმოიქმნას. რა თქმა უნდა, თუკი მოსწავლეები აკეთებენ პრეზენტაციას, მასწავლებელი მათ საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში უნდა დაეხმაროს. ისევე როგორც სახურავაი სახლისთვის აუცილებელი, ასევე პრეზენტაციისთვის ვიზუალიზაციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მაგრამ სახურავი (ვიზუალიაზია) ფუნდამენტის (შინაარსის) და კედლების (სტრუქტრურის) გარეშე უსარგებლოა. მასასადამე, როგორ უნდა მოვემზადოთ გააზრებული პრეზენტაციისთვის?  პრეზენტაციის შინაარსის განსაზღვრა - რის პრეზენტაციას ვაკეთებ, რა არის ჩემი მიზანი?  პრეზენტაციის სტრუქტურის განსაზღვრა - როგორ შემიძლია იგი ყველაზე უკეთ წარმოვადგინო?  პრეზენტაციის პროცესში რესურსების გამოყენება - როგორ შემიძლია პრეზენტაციის შინაარსის აღქმა გავაადვილო? 5. არავერბალური კომუნიკაციის სწორად გამოყენება. წარმატებული გამოსვლისთვის საჭიროა, დამყარდეს კონტაქტი აუდიტორიასთან. გამოსვლისას გასათვალისწინებელია ხმის ტემბრი, რაც აუდიტორიის ზომაზეა დამოკიდებული. დგომა, ჟესტები უნდა იყოს ბუნებრივი.
  • 5. 5 მეტყველება - გამართული და მშვიდი, წინადადებები მარტივი. მომხსენებელმა თავი უნდა აარიდოს თემიდან თემაზე გადახტომას, რაც აუდიტორიას ხელს უშლის საკითხზე კონცენტრირებაში. კომუნიკაციის ვერბალურ ნაწილთან ერთად, მომხსენებელი მნიშვნელოვან ინფორმაციას გასცემს გამომეტყველებით, პოზით, ჟესტიკულაციითა და გარეგნობით. მეტად მნიშვნელოვანია პრეზენტატორის ჩაცმულობა. უნდა იყოს ჩაცმული სასიამოვნოთ, უნდა დაიცვას ზომიერება და კონფორტულად გრძნობდეს თავს.  არ ჩაიცვათ სექსუალაურად – მეტიმეტად მოკლე კაბა და დეკოლტე არც ერთ შემთხვევაში არ არის სამუშაო გარეგნობის შესაფერისი ჩაცმულობა  თუ ეჭვი გეპარებათ – არ ჩაიცვათ! – როდესაც ყოყმანობთ, არის თუ არა კონკრეტული ტანსაცმელი თქვენი სამუშაოს შესაფერისი, აჯობებს არ ჩაიცვათ.  დარწმუნდით, რომ შეაფერისი ფეხსაცმელი გაცვიათ – ქალებმა თავი უნდა აარიდონ მეტისმეტად მაღალქუსლიან ფეხსაცმელს.  დაიცავით ზომიერება მაკიაჟის, აქსესუარებებისა და სუნამოს ხმარებისას – სამუშაო გარემოში რეკომენდებული არ არის ყურადღების მიპყრობა სუნამოს გადაჭარბებული სურნელით ან გადამეტებული აქსესუარებით (ძვირფასეულობა, ბიჟუტერია, თმის ფერადი სამაგრები და სხვა.  იყავით უბრალოდ ბუნებრივები. პრეზენტაციის წინასწარი დაგეგმვა სანამ დავიწყებთ პრეზენტაციისთვის მზადებას, უნდა გავითვალისწინოთ ოთხი ძირითადი საკითხი: 1. პრეზენტაციისთვის განკუთვნილი დრო; 2. მსმენელთა აუდიტორია; 3. საპრეზენტაციო თემა; 4. მიზანი. განვიხოლოთ თითოეული საკითხი დაწვრილებით: 1. დროის დაგეგმვა პრეზენტაციისთვის გამოყოფილი დრო განსაზღვრავს ჩვენს მიერ არჩეული საპრეზენტაციო თემიდან იმ დეტალების რაოდენობას და მოცულობას, რომელსაც უნდა შევეხოთ გამოსვლისას. რაც უფრო მოკლეა პრეზენტაცია, მით უფრო მეტ სირთულეებთან არის დაკავშირებული მისი ეფექტურად
  • 6. 6 წარმართვა, რადგან ნაკლებია დრო აუდიტორიის დასაინტერესებლად, განსახილველ საკითხებზე სასაუბროდ, კითხვების დასასმელად, აუდიტორიისგან უკუკავშირის მისაღებად და ხშირად მომხსენებელი დგება დილემის წინაშე, ვერ საზღვრავს, რომელი დეტალი განიხილოს და რომელი არა. პრეზენტატორმა საუბრის ხანგრძლივობა შეიძლება გამოთვალოს დაახლოებით. როდესაც ადამიანი საშუალო ტემპში საუბრობს წუთში 150 სიტყვას გამოთქვამს. შესაბამისად, ათწუთიანი პრეზენტაცია არ უნდა აღემატებოდეს 1500 სიტყვას. მაგრამ პრეზენტატორმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს დრო, რომელიც კათედრაზე მისასვლელად, მისალმებისთვის, ზოგადი ინფორმაციისთვის, თუ რა თემაზე იქნება საუბარი, დასჭირდება. თუ პრეზენტატორი წინასწარ წერილობით გაამზადებს მოხსენებას, უნდა გაითვალისწივოს, რომ ათ წუთში დაახლოებით სამნახევარი 4 ზომის ფურცელი (სტრიქონების ერთი ერთეულით დაცილებით), რომელიც მოიცავს დაახლოებით 1250 სიტყვას, უნდა მოამზადოს. მართალია, გამოსვლის წერილობითი ფორმით მომზადება ძალიან გონივრულია, მაგრამ როდესაც პრეზენტატორი კითხულობს გამოსვლას, რაც არ უნდა საინტერსო საკითხს ეხებოდეს, ეფექტი იკარგება. გამოსვლის წაკითხვის მაგივრად ექსპერტები გვირჩევენ ვისაუბროთ წინასწარ ჩამოწერილი მინიშნებების დახმარებით. ამ დროს მომხსენებლის საუბარი უფრო ბუნებრივი და დამაჯერებლია. ექსპერტები ასევე გვირჩევენ, რომ გავიაროთ სრული რეპეტიცია თვალსაჩინოების, შესავალი სიტყვის, მოხსენების ძირითადი ნაწილის და დასკვნების გამოყენებით. სიტყვით გამოსვლაში რეპეტიციის გავლა კოლეგასთან სარგებლობას მოგვიტანს და დაგვეხმარება საუბრის ხანგრძლოვობის განსაზღვრაში. ასევე ვთხოვოთ კოლეგას, დაგვისვას ყველა ის კითხვა, რაც გაუჩნდება პრეზენტაციის მოსმენის შემდეგ. ყველაფერი ამის გათვალისწინება კი საშუალებას მოგვცემს თავიდან ავიცილოთ ის პანიკა, რომელიც გველის სიტყვით გამოსვლის წინ. 2. მსმენელთა აუდიტორია ძირითადად მსმენელთა აუდიტორიის მომზადება და ინტერესები განსაზღვრავს პრეზენტაციის შინაარსს. მომხსენებლის უპირველესი ამოცანაა აუდიტორიის დაინტერესება. სანამ დავიწყებთ გამოსვლისთვის მზადებას, უნდა გავითვალისწიონოთ მსმენელთა აუდიტორიის მოთხოვნები:  რა იციან ამ თემის შესახებ?  რა უნდა გაიგონ მათ ჩემგან ამის შესახებ?  რა აღუძრავს მათ ინტერესს ამ თემასთან მიმართებაში?
  • 7. 7  რა მოცულობისა და სირთულის ინფორმაციის ათვისება და გააზრება შეუძლიათ თემის შესახებ?  რა ურთიერთობა აქვთ მსმენელებთან? რამდენად ფორმალური ან არაფორმალური უნდა იყოს თქვენი გამოსვლა? თუ მსმენელთა აუდიტორია შედგება თქვენი კოლეგებისგან, რომელთაც საერთო ინტერესები გააჩნიათ და მეტ-ნაკლებად ერთნაირი ცოდნა აქვთ ამ სფეროში, შეგიძლიათ მათ მიაწოდოთ დეტალური ინფორმაცია, საკითხის ღრმა ანალიზი და გამოიყენოთ სპეციფიკური ტერმინოლოგია; ხოლო თუ აუდიტორია სხვადასხვა სფეროს სპეციალისტებით არის დაკომპლექტებული, მაშინ პრეზენატია უნდა იყოს უფრო ზოგადი ინფორმატიული ხასიათის. პრეზენტაციის დაგეგმვისას ასეთი სახის ანალიზი გვეხმარება განვსაზღვროთ, თუ როგორი სახის ინფორმაციის მიწოდება იქნება უფრო ადექვატური ამა თუ იმ აუდიტორიისთვის. ასევე მსმენელთა აუდიტორიის სიდიდე განსაზღვრავს თქვენი გამოსვლის სტრატეგიას. მსმენელთა პატარა აუდიტორიაში (მრგვალი მაგიდის ირგვლივ მსხდომი ათ კაცამდე ადამიანი) რეკომენდირებულია არაფორმალური, სასაუბრო სტრატეგიის გამოყენება. ასეთი სახის საუბარს უფრო აქვს განხილვის, დისკუსიის ხასიათი. დიდი შეხვედრები, რომლებიც შედგება ორმოცი ან მეტი ადამიანისაგან, თითქმის ყოველთვის ტრადიციული სტილით არის ორგანიზებული - ჩამწკრივებული სკამები, რომლებიც ორატორის წინ არის განლაგებული. ამ დროს დისკუსიის რეჟიმში ნაკლებად მიდის პრეზენტაცია, ხშირად კითხვების დასმის საშუალებაც კი არა აქვს აუდიტორიას, ამიტომ დიდ ჯგუფებთან გამოსვლისას პრეზენტაცია უფრო უნდა იყოს სტრუქტურირებული, გამოყენებული უნდა იყოს უფრო მეტი ვიზუალური მასალა, ყველა საკითხს მაქსიმალურად ამომწურავად უნდა ვუპასუხოთ საუბრის დროს, რადგან მსმენელს არ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვები. შესაძლებელია, აუდიტორიას საშუალება მიეცეს, კითხვები პრეზენტაციის მსვლელობისასაც დასვას. ამ შემთხვევაში გამოსვლის რეგლამენტი მატულობს. თუმცა ასეთი ფორმატი ძნელი წარსამართია და საკითხიდან გადახვევას იწვევს. ჩვენი რჩევა იქნება, რომ მოხსენების დროს მოხდეს კითხვების ჩანიშვნა და გამოსვლის დასრულებისას - დასმა. შესაძლებელია, კითხვის დასმის საჭიროებაც არ დადგეს, რადგან მომხსენებელი გამოსვლის დასრულებამდე თავად შეეხოს ამ საკითხს და გასცეს კიდევაც ამომწურავი პასუხი. მას შემდეგ, რაც აუდიტორიიდან კითხვები დაისმება, საჭიროა, მომხსენებელმა იცოდეს, რომ არ არის აუცილებელი პასუხების ძალიან გაშლა, რადგან მსმენელები უკვე დაღლილები არიან და შეიძლება აუდიტორიაზე კონტროლი დაიკარგოს. თუკი კითხვები არ არის, პრეზენტატორმა თავად შეიძლება
  • 8. 8 დასვას სავარაუდო შეკითხვა მსმენელების ნაცვლად, რასაც შესაძლებელია, სხვებიც შეუერთდნენ. 3. თემა და მიზანი როგორც საუბრის თემა, ასევე მიზანი უნდა მიესადაგებოდეს მსმენელთა აუდიტორიას. ზუსტად და კონკრეტულად ჩამოყალიბებული მიზნის გარეშე შესაძლებელია გადავუხვიოთ საუბრის მთავარ საკითხს, მოვამზადოთ შეუსაბამო მასალები და ისე წარვმართოთ პრეზენტაცია, რომ გამოვიწვიოთ მსმენელთა დაბნეულობა. მიზნის ჩამოყალიბებამდე შემდეგ კითხვებს უნდა ვუპასუხოთ:  რა არის ჩემი პრეზენტაციის მიზანი? მაგ. აუდიტორიისთვის ინფორმაციის მიწოდება, რაღაცის ახსნა თუ კონკრეტული პოზიციის დასაბუთება?  რა გზით შეიძლება მიზნის სრულად მიღწევა? მიზნის განსაზღვრა წინაპირობაა იმისა, რომ მაქსიმალურად კონკრეტულნი ვიყოთ. სამოქმედო ფორმულა ჩვენ შეგვიძლია ასე ჩამოვაყალიბოთ: „ვინ, რას, როგორ, როდის, სად და რატომ აკეთებს“. პრეზენტაციის წარმართვის წესი პრეზენტაციის წარმართვის წესი ექვემდებარება შემდეგ ძირითად პრინციპებს:  მოახსენეთ მსმენელს, თუ რის თქმას აპირებთ;  უთხარით მას ეს;  კიდევ ერთხელ მოახსენეთ თუ რა უთხარით პრეზენტაციის მსვლელობისას. როდესაც პრეზენტატორი მოხსენების შესავალში მსმენელთა აუდიტორიას მოკლედ აცნობს იმ საკითხებს, რასაც საუბრის დროს შეეხება, ამით ის აუდიტორიას ამზადებს საკითხის განსახილველად. მოხსენების შუაში პრეზენტატორი შეძლებისდაგვარად (პრეზენტაციისთვის განკუთვნილი დრო რის საშუალებასაც აძლევს) უღრმავდება თითოეულ საკითხს, პრეზენტაციის ბოლოს კვლავ უბრუნდება იგი თითოეულ საკითხს რეზიუმეს სახით, რაც აჯამებს და აგვირგვინებს გამოსვლას. პორეზენტაციის დაგეგმვისა და მომზადების ეტაპზე აუცილებელია, პრეზენტატორმა განასხვავოს მსხვილი საკითხები მასთან დაკავშირებული ქვესაკითხებისაგან. იმისათვის, რომ აუდიტორიამ ადვილად გაიაზროს თქვენი პრეზენტაცია, შეგიძლიათ მიაწოდოთ მხოლოდ მსხვილი საკითხები. კვლევები ადასტურებენ, რომ ზეპირი პრეზენტაციის დროს აუდიტორიას მაქსიმუმ შეუძლია
  • 9. 9 აითვისოს ცხრა-ათი საკითხი, რომლებიც დაახლოებით სამი სათაურის ქვეშ უნდა იყოს გაერთიანებული.. მაშასადამე, შესავალ სიტყვაში აცნობთ თქვენს მსმენელებს თუ რა თემაზე ისაუბრებთ და როგორ გაქვთ ეს სტრუქტურირებული (მთავარი მსხვილი საკითხები თანმიმდევრობით); საუბრის შუაში გაშლით ამ საკითხებს, ხოლო ბოლოს შეაჯამებთ რა თქვით (მსხვილი საკითხები) და გამოიტანთ დასკვნებს. საუბრის მთლიანი სტრუქტურა შეიძლება წარმოვიდგინოთ შემდეგნაირად: მსხვილი საკითხები შესავალი I I I I I I დასკვნა როგორც კი შეეხებით თითოეულ მსხვილ საკითხს, მიუთითეთ, რომელ ქვესაკითხებს მოიცავს თითოეული მათგანი და როგორც კი დაამთავრებთ მსხვილ საკითხს, შეაჯამეთ ქვესაკითხები და გამოიტანეთ დასკვნა. თითოეული მთავარი საკითხის სტრუქტურა ასეთია: I შესავალი 1. ქვესაკითხი 2. ქვესაკითხი; 3. ქვესაკითხი რეზიუმე I I შესავალი 1. ქვესაკითხი 2. ქვესაკითხი; 1. ქვესაკითხი რეზიუმე I II შესავალი 1. ქვესაკითხი 2. ქვესაკითხი; 3. ქვესაკითხი რეზიუმე რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ და როგორი თანმიმდევრობით, რომ პრეზენტაციის შემოთავაზებული სტრუქტურა ავაგოთ: ა) მას შემდეგ, რაც განსაზღვრავთ პრეზენტაციის თემას, ჩამოაყალიბებთ მიზანს (აუდიტორიის გათვალისწინებით); შეადგინეთ ყველა საკითხის ნუსხა, რომლის განხილვაც განზრახული გაქვთ საუბრის პროცესში; ეს არ უნდა იყოს მხოლოდ ამ საკითხების სათაურები, არამედ რას ეხება თითოეული მათგანი. ბ) დააჯგუფეთ ეს საკითხები რამდენიმე მსხვილ ჯგუფად. თითოეულ მსხვილ ჯგუფს მიეცით სათაური. გ) თითოეული მსხვილი საკითხისთვის ქვესაკითხები განალაგეთ ლოგიკური წესით. გააანალიზეთ, საჭიროა თუ არა ქვესაკითხების დამატება, რათა განამტკიცოთ არგუმენტი. დ) თითოეულ მსხვილ საკითხთან მიმართებაში ჩამოაყალიბეთ არგუმენტაციის რეზიუმე რამდენიმე წინადადებით. შესავალ ნაწილში უნდა
  • 10. 10 იყოს გადმოცემული, თუ რა მსხვილი საკითხების განხილვას აპირებთ და რომელი ქვესაკითხები იქნება დაფარული. ე) გათვალეთ ის დრო, რომელიც დაგჭირდებათ შესავლის, რეზიუმეს და თითოეული საკითხის განხილვისთვის; ვ) მოხაზეთ შესავალი ნაწილი და დასკვნა. შესავალი ნაწილი უნდა შეიცავდეს რამდენიმე სიტყვას თქვენს შესახებ, თემას, სტრუქტურას, შესაძლებელია, ანეგდოტი თემასთან კავშირში; ზ) დასკვნაში ჩართული უნდა იყოს მთავარი საკითხების მოკლე რეზიუმე, არ დაგავიწყდეთ მადლობის გადახდა მსმენელთათვის; თ) გადაწყვიტეთ, რა თვალსაჩინოებს გამოიყენებთ. გაითვალისწინეთ, რომ თვალსაჩინოების მთლიანი რაოდენობა არ იყოს უფრო მეტი, ვიდრე საუბრის მთლიანი რაოდენობა ოთხზე გაყოფილი (მაგ, ორ წუთიანი საუბრისთვის მაქსიმუმ ხუთი თვალსაჩინოება). წერილობით როგორ ჩამოვაყალიბოთ პრეზენტაცია? „განსაზღვრეთ-დაალაგეთ-დააჯგუფეთ-დაახარისხეთ-გადახედეთ“. ეს არის ფორმულა, რომელიც ნებისმიერი ტექსტის შესადგენად გამოდგება და რომელიც თანმიმდევრულად განსახორციელებელ ქმედებებს მოიცავს: ა) განსაზღვრეთ მიზანი; ბ) დაალაგეთ აზრები და ინფორმაცია; გ) დააჯგუფეთ აზრები; დ) ორგანიზაციული სახე მიეცით აზრებს; ე) გადახედეთ შედეგს. როგორ ვიწყებთ წერას? არ არსებობს წერის ერთადერთი სწორი გზა, თუმცა არსებობს ნაშრომის შექმნის გარკვეული ეტაპები, რომლებსაც ყველა ავტორი ითვალისწინებს. ეს ეტაპებია:  წერის პროცესის ანალიზი - ამ ეტაპზე განისაზღვრება ნაშრომის თემა, მიზანი, სამიზნე აუდიტორია და პროექტის სხვა ელემენტები;  დაგეგმვა - ამ ეტაპზე ნაშრომში განსახილველი საკითხები დაკონკრეტდება და ინფორმაცია შეგროვდება. ყურადღება მახვილდება კონკრეტულ საკითხებზე, ლაგდება მოპოვებული მასალა;  მონახაზი, ამ ეტაპზე გამოიხატება იდეები, მოსაზრებები, მათ შორის მყარდება კავშირები;  გადასინჯვა - ამ ეტაპზე ხდენა ნაშრომის სტრუქტურის, შინაარსის, სტილისა და გამოხატვის ხერხების ხელახალი გააზრება და გაუმჯობესება. ცხადია, წერილობითი ნაშრომი უფრო მისაღებია მკითხველისთვის, თუ ის გრამატიკულად და სტილისტურად გამართულია. მაგრამ კარგი ნაწერის ღირსება
  • 11. 11 მხოლოდ ეს არ არის. წერისას პირველ რიგში ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ სათქმელი ზუსტად და მკაფიოდ ჩამოაყალიბოთ. განვიხილოთ წერილობითი ნაშრომის ერთ-ერთი სახე - რეფერატი რეფერატი (ლათ. refero - გაცნობებ) - ეს არის მოკლე, წერილობით, ან საჯარო მოხსენების ფორმატში ჩამოყალიბებული სამეცნიერო, ან თემატური ნაშრომი. რეფერატის ძირითადი ნიშანი არის ის, რომ იგი წარმოადგენს კომპილაციას (ნაშრომი, რომელიც აგებულია სხვადასხვა ავტორისაგან ნასესხები მასალებით და არ შეიცავს დამოუკიდებელ გამოკვლევასა და დასკვნებს). რეფერატის წერის დროს არ არის სავალდებულო შეიქმნას რაღაც ახალი, მაგრამ სავალდებულოა კორექტულად და ადეკვატურად იყოს გადმოცემული ის საკითხები, იდეები, ფაქტები და არგუმენტები, რომელთა რეფერირებაც სრულდება. რეფერატი მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს შემდგარად, როდესაც საკითხზე არსებული თვალსაზრისები ამომწურავად და ნათლად არის რეფერირებული და კლასიფიცირებული. თვალსაზრისთა რაოდენობას განსაზღვრავს რეფერატისთვის დასმული ამოცანა. ამდენად, რეფერატში მოცემული შეიძლება აღმოჩნდეს ყველა თვალსაზრისი, ან გარკვეული თვალსაზრისები, გარკვეული მიმართულების თვალსაზრისები და ა.შ. რეფერატის მთავარი პირობა არის ის, რომ, იგი უნდა მოიცავდეს არანაკლებ ორი თვალსაზრისისა. რეფერატის კვლევითი ხასიათი ვლინდება არა მის შემოქმედითობაში, არამედ აზროვნების უნარის გამოვლენაში, რაც გულისხმობს ერთზე მეტი თვალსაზრისის არა მარტო სწორად გადმოცემას, არამედ მათ ერთმანეთთან შედარებას. როგორ უნდა გავართვათ რეფერატს თავი? 1. რეფერატის წერისას დაამუშავეთ წყაროები და არავითარ შემთხვევაში არ გადმოიწეროთ; შეგიძლიათ ამ ნაწყვეტის პერეფრაზირება, ამ დროს ავტორი და წყარო აუცილებლად გამოყენებული ლიტერატურის სიაში უნდა მიეთითოს; 2. თუკი მაინცდამაინც მოგწონთ რაიმე მონაკვეთი, მაშინ არ დაგავიწყდეთ ავტორის ციტირება, წესების დაცვით რითი დავიწყოთ? რეფერატზე მუშაობის პროცესის დაგეგმვა 1. თემის/პრობლემის არჩევა. დამწერისათვის თემა უნდა იყოს საინტერესო და აქტუალური; 2. საკუთარ თავს ვუსვამთ კითხვას: რა პრობლემებს შეეხება ეს რეფერატი, ვსახავთ გზებს, როგორ გადავჭრით ამ პრობლემებს; 3. მოვიძიებთ ლიტერატურას თემის გარშემო ;
  • 12. 12 4. მოვხაზავთ რეფერატის ძირითადი ნაწილის გეგმას. თითოეულ პრობლემას საჭიროა მიეძღვნას ცალკე თავი, უკეთესია თუკი თავები დაიყოფა უფრო მცირე ერთეულებად, პარაგრაფებად; 5. ვწერთ სამუშაოს შავ ვარიანტს, ხოლო შესავალს ვწერთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ძირითადი ნაწილი უკვე დაწერილია. რადგან მუშაობისას რეფერატის მიზნები შეიძლება მცირედ შეიცვალოს და ხელახლა დასაწერი გახდეს; 6. მოვიძიებთ ან ვამზადებთ შესაბამის თვალსაჩინოებებს/ილუსტრაციებს (ფოტო, გრაფიკი, დიაგრამა, სქემა და სხვა), რომელშიც კარგად წარმოჩინდება თემის ძირითადი იდეები; თვალსაჩინოებებს არ უნდა ჰქონდეს მხოლოდ დეკორატიული დატვირთვა და არ უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ თემის მოცულობის გაზრდას; 7. ვბეჭდავთ, ან ვათეთრებთ შესწორებულ ვარიანტს და ვამზადებთ მოხსენებას, დავურთავთ ილუსტრაციებს. რეფერატის სტრუქტურა: ა) შესავალი _ სადაც ვხსნით თემის არჩევანს, მის აქტუალობას. მოვხაზავთ მიზნებს და ამოცანებს, ვაძლევთ ლიტერატურის მოკლე მიმოხილვას ბ) ძირითადი ნაწილი _ ნაბიჯ-ნაბიჯ ვხსით თემას, ვადასტურებთ ნათქვამს ციფრებით, ფაქტებით, ან ციტატებით. ყოველი სტრუქტურული ერთეული (თავი, პარაგრაფი) სრულდება მოკლე დასკვნებით გ) დასკვნა _ თემასთან დაკავშირებით ვაყალიბებთ ზოგად დასკვნებს, ვუარყოფთ ან ვეთანხმებით წყაროთა ავტორების პოზიციებს და გამოვთქვამთ საკუთარ მოსაზრებას პრობლემის გადაჭრასთან დაკავშირებით. როდესაც რეფერატი დასრულებულია, საბოლოო შტრიხია - მისი გაფორმება. რეფერატის გაფორმება: სატიტულო ფურცელი, რეფერატის სათაური, შემსრულებლის ვინაობა. სატიტულო ფურცელზე ნუმერაცია არ დააქვთ შინაარსი _ სტრუქტურული ერთეულების შინაარსი გვერდების მითითებით სამუშაოს ტექსტი _ ა) შესავალი, ბ) ძირითადი ნაწილი და გ) დასკვნა, აქედან იწყება გვერდების გადანომვრა და მასზე დაისმის შესაბამისი ციფრი 3. ლიტერატურის სია _ წყაროების სრული ბიბლიოგრაფიული მონაცემების მითითებით. როგორ უნდა შეფასდეს პრეზენტაცია? .
  • 13. 13 გთავაზობთ პრეზენტაციის შეფასების კრიტერიუმებს, რომლებთაც აუდიტორიიდან ან თემის სეციფიკიდან გამომდინარე შეიძლება დასჭირდეს მოდიფიცირება.  რამდენად საინტერესო იყო შესავალი ნაწილი  რამდენად გამოკვეთილად იყო ჩამოყალიბებული თეზისი  რამდენად დამაჯერებელი იყო არგუმენტაცია  რამდენად გამყარებული იყო მსჯელობა კონკრეტული მაგალითებითა და ფაქტებით  რამდენად შემაჯამებელი იყო პრეზენტაციის დასკვნითი ნაწილი  რამდენად საინტერესო და ორიგინალური იყო საპრეზენტაციო თემა  რამდენად დაცული იყო მსჯელობის ნაწილებს შორის ბალანსი  რამდენად მოიპოვა პრეზენტატორმა აუდიტორიის ყურადღება  რამდენად შესძლო პრეზენტატორმა აუდიტორიის ყურადღების შენარჩუნება პრეზენტაციის ბოლომდე  რამდენად მოზომილი და მიზნობრივი იყო პრეზენტატორის ჟესტიკულაცია და მანერები  რამდენად სძლია პრეზენტატორმა ნერვიულობის ზოგად ფონს  რამდენად თამამად და დამაჯერებლად გასცა მან მსმენელების მიერ დასმულ კითხვებს პასუხი  რამდენად დაიცვა პრეზენტატორმა საპრეზენტაციო რეგლამენტი  რამდენად იყო პრეზენტატორი მომზადებული ზეპირი მეტყველებისათვის, მიეჯაჭვა თუ არა იგი ბარათებს, ფურცლებს, მასალას  რამდენად ეფექტურად იყენებდა პრეზენტატორი თვალსაჩინოებებს პრეზენტაცია - 20 ქულა  საკითხი ზუსტად და ამომწურავად არის გადმოცემული; ტერმინოლოგია დაცულია; რეფერენტი ზედმიწევნით კარგად ფლობს საპრეზენტაციო მასალას, შეიცავს ორიგინალურ დაკვირვებასა და თვითმყოფად შეფასებებს, რეფერენტი ეფექტიანად იყენებს ვიზუალიზაციის ხერხების ფართო სპექტრს (სლაიდ-შოუ, ჰენდაუთი, პლაკატი, დაფა და ა.შ.) - 20 ქულა  საკითხი ამომწურავად არის გადმოცემული; ტერმინოლოგიურად გამართულია; უმნიშვნელო შეცდომებია; დამაკმაყოფილებლად ფლობს სარეზენტაციო მასალას; კრიტიკულად აფასებს განსახილველ საკითხთან დაკავშირებულ მოსაზრებებს, რეფერენტი ადეკვატურად იყენებს ვიზუალიზაციის ხერხებს - 15-19 ქულა  საკითხი არასრულად არის გადმოცემული; ტერმინოლოგია ნაკლოვანია; ფლობს საორეზენტაციო მასალას, მაგარამ აღინიშნება მცირეოდენი
  • 14. 14 შეცდომები; რეფერენტი იშვიათად ამჟღავნებს კრიტიკული აზროვნების უნარს; რეფერენტი უმართებულოდ იყენებს ვიზუალიზაციის ხერხებს: სლაიდ-შოუ არაინფორმაციულია, ჰენდაუთი - გაუმართავი - 10-14 ქულა  საკითხი არასრულად არის გადმოცემული; ტერმინოლოგია მცდარია; საკითხის შესაბამისი მასალა გადმოცემულია ნაწილობრივ; აღინიშნება რამდენიმე არსებითი შეცდომა, პასუხი მოიცავს წაკითხული ინფორმაციის გაუაზრებელ გამეორებას, რეფერენტი ძალზე იშვიათად იყენებს ვიზუალიზაციის ხერხებს - 5-10 ქულა  პრეზენტაცია ნაკლოვანია ან არ შეესაბამება საკითხს, ტერმინოლოგია არ არის გამოყენებული, ან არ არის შესაბამისი; გადმოცემული საკითხები არსებითად მცდარია; პრეზენტაცია ძალზე ბუნდოვანი და არაინფორმაციულია; მსმენლებს უჭირთ აზრის გამოტანა; რეფერენტი არ იყენებს ვიზუალიზაციის საშუალებებს - 1-5 ქულა prezentaciis Sefasebis sqema Sedegebi 1-2 3-5 6-7 8-10 შესავალი ტრაფარეტული და უინტერესოა არის მცდელობა აუდიტორიის დაინტერესების, მაგრამ ყურადღებას ვერ იპყრობს საინტერესოდ არის მოწოდებული და შეესაბამება შინაარსს ეფექტურია, არატრაფარეტუ ლი, იპყრობს აუდიტორიის ყურადღებას თემის გასაგებად წარმოდგენა ბუნდოვანია, საუბრობს დაბნეულად მხოლოდ ნაწილობრივაა გასაგები, მოითხოვს დამატებით განმარტებებს გასაგებია, მაგრამ არის ხარვეზები, ითხოვს დაზუსტებას წარმოდგენილი საკითხები ნათელი და გასაგებია, და- მაჯერებელია ლოგიკურობა ლოგიკა დარღვეულია, არ არის კავშირი ნაწილებს შორის ზოგიერთ ადგილს აკლია ლოგიკურობა, ზოგჯერ არათანამიმდევ- ძირითადად ლოგიკური და თანამიმდევრუ- ლია, მაგრამ მკა- ფიოდ არ გა- მოყოფს ლოგიკურია და კარგად ჩამოყალიბებუ ლი
  • 15. 15 რულია ნაწილებს არგუმენტაცია არა აქვს არგუმებტები არგუმენტები მცირეა და არადამაჯერებე ლი არგუმენტები აქვს, მაგრამ აკლია ფაქტობრივი მასალით გამყარება არგუმენტი ბევრია და დამა- ჯერებელი, გამყარებულია ფაქტობრივი მასალით დასკვნები არ არის გაკეთებული დასკვნები ულოგიკო და გაუმართავია ლოგიკურია, მაგრამ ყველა საკითხის რეზიუმირება არ სდება ლოგიკური და ორიგინალურია აუდიტორიასთან კონტაქტი ვერ ამყარებს კონტაქტს, საუბრობს გაურკვევლად პრიოდულად ცდილობს აუ- დიტორიის ყუ- რადღების მიპყ- რობას, მაგრამ არ იცის, რა ხერხებით გრძნობს აუდიტორიას და ძირითადად კონტაქტს ამყარებს ფლობს აუდიტორიას, ადეკვატურად რეაგირებს მის რეაქციებზე, ეფექტურად იყენებს ვერბალურ და არავერბალურ ხერხებს პასუხები აუდიტორიის შეკითხვებზე უჭირს პასუხების გაცემა პასუხები არ არის სრულყოფილი თითქმის ყველა კითხვას უპასუხებს სრულყოფილ პასუხს სცემს ყველა შეკითხვას