4. იმერეთი — დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი
ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარე, ამჟამად იმერეთის
მხარის ნაწილი. ვრცელი მნიშვნელობით იგი დასავლეთ
საქართველოს ისტორიული სახელწოდებაა, ისევე
როგორც ძველი კოლხეთი, ეგრისი, აფხაზეთი.
5. კახეთის კავკასიონი —
კავკასიონის უკიდურესი
აღმოსავლეთი
მონაკვეთისაქართველოს ფარგლებში.
იწყება მწვერვალი დიდი
ბორბალოდან და მთავრდება
მწვერვალ ტინოვროსოსთან.
ჩრდილოეთი საზღვარი მიუყვება
კახეთის კავკასიონის ალპურ
ლანდშაფტიან თხემს, ხოლო სამხრეთი
— მთისწინეთს. მოიცავს
მდინარე ალაზნის ზემო დინების
ხეობას (პანკისის ხეობა), ალაზნის
მარცხენა შენაკადებისა
და ილტოს (ალაზნის მარჯვენა
შენაკადი) აუზებს