SlideShare a Scribd company logo
1 of 36
Download to read offline
აკაკი წერეთლის
ნაწარმოების სიუჟეტი
(მოკლე შინაარსი)
თავი I
მოთხრობის დასაწყისში ვეცნობით ზაალ არაგვის ერისთავსა და მის მეუღლე მარიამს, რომელმაც ქმარს
მოძღვარ კირილეს წინასწარმეტყველური სიზმრის შესახებ უამბო. ზაალმა უმალ იხმო კირილე და თავად
მოისმინა მოგვიანებით გაცხადებული სიზმარი: ალავერდის მონასტერს გველეშაპი
დაჰპატრონებოდა,მასთან საბრძოლველად გამოემართა სამი მეომარი,რომლებმაც შეშინებული ხალხი
გაამხნევეს,თუმცა თავად ძალამილეულნი ის იყო დანებებას აპირებდნენ,რომ მათთან თეთრ ცხენზე
ამხედრებული კაცი გამოჩნდა,რომელმაც განგმირა საზარელი გველეშაპი და გაუჩინარდა...
თავი II
ზაალს კახეთიდან „თავშიშველი“ ბაში-აჩუკი“ ესტუმრა ფირმანით,რითაც მისი სიძე ბიძინა ჩოლოყაშვილი
აუწყებდა ,რომ ელიზბარ და შალვა ერისთავებთან ერთად აჯანყებას გეგმავდა.“ქრისტიანობა
ამოვარდა,წირვა-ლოცვა აღარ არის,ზარების რეკა აღარ ისმის,ხატები შეურაცხყვესო“,-სწერდა ბიძინა
ზაალს.
1
ამ პერიოდში ქართლის მეფე ვახტანგV (1658-1675) იყო-შაჰნავაზად წოდებული,
რომელიც ირანში გაამაჰმადიანეს და ქართლის მეფედაც შაჰ-აბას II-მ დასვა. ამ ფირმანმა აღაშფოთა ზაალი
უფრო კი იმიტომ,რომ ქართლის მეფეს განარისხებდა შეთქმულთა ჩანაფიქრი,მაგრამ ბაში-აჩუკმა
დაამშვიდა:“ვახტანგი,მართალია,გათათრებულია,მაგრამ გული მაინც ჩვენსკენ უფრო აქვსო“. ის იყო
უარით გასტუმრებას აპირებდა,რომ ზაალს მეუღლემ კირილეს სიზმარი გაახსენა. ამასობაში ქსნის
ერისთავებიც მოვიდნენ სტუმრად,მოძღვარმა კი დაწვრილებით უამბო ყოველივე,ხოლო თითოეულ
მათგანში ზმანების გმირები შეიცნო. ამის გამგონე ზაალი დასთანხმდა შეთქმულებს და თანადგომა
აღუთქვა, წერილობითი დასტური კი ბაში-აჩუკს გაატანა ბიძინა ჩოლოყაშვილთან.
2
თავი III
ბაში-აჩუკის მამა -ბაქარა ბაქრაძე მეფის ერთგული მსახური იყო,შვილის ნატრულს ურჩიეს,რომ ვაჟისთვის
გლახუნა დაერქმია. მართლაც ამ სახელის შერქმევის შემდეგ ჯანმრთელი ვაჯკაცი შეეძინათ,მალევე ორი
კიდევ ორი ტყუპი ქალიშვილის დაბადებამ გააბედნიერა ოჯახი. ბაქარს უმცროსი ძმა-კიკო ჰყავდა,-
ყოვლად გარეწარი,ლხინდა და ღრეობას აყოლილი, თუმცა მტარვალმა წუთისოფელმა სწორედ მის ანაბარა
დატოვა გლახა და მისი დები, სახადმა რომ დააობლა ბავშვები. ბიძამ ტყუპები მღვიმის მონასტერში
გახიზნა,ვაჟი კი ნებაზე მიუშვა. ბედის ანაბარა დარჩენილი გლახუნა საამაყო ვაჯკაცი დადგა,მამაცი და
კარგი მსროლელი გაიზარდა.თავადმა წერეთელმა მოოქროვილი ყირიმიც კი აჩუქა,თავადიშვილს კი
გულში გლახუნას სიყვარული ჩავარდნოდა. „ვეფხისტყაოსნის სიუჟეტივით განვითარდა მათი ტრფობის
ისტორია,წერეთლის ქალს პირისფარეშმა უასმათა... გლახუკა კი ავთანდილობდა... შეკაზმა „აფხაზურა“ და
აღმოსავლეთს გაეშურა, თავადიშვილი კი თინათინივით ელოდა საგმირო საქმეთა-ფათერაკთა მაძიებელ
რაინდს... ამიტომაც გადალახა გლახუნამ აფხაზურათი აზვირთებული არაგვი, ზაალს რომ ეახლა , მაგრამ
ერთგულ პირუტყვს ვეღარ უშველა თავად მრისხანე მდინარეს ძლივსგადარჩენილმა,სანაცვლოდ
მასპინძელმა „არაბულა“უსახსოვრა სტუმარს.
3
თავი IV
კახეთის მეფე თეიმურაზ I იყო ქეთევან წამებულის შვილი... ორი წერილი მიეღო მეფეს…
ორი გზა ჰქონდა არჩევანის გასაკეთებლად და ქვეყნის ბედის გადასაწყვეტად-ან სპარსეთი
, ან ჩრდილოეთი... შაჰის რისხვაც უნდა გაეთვალა , თუ მასთან კავშირის გაწყვეტას
დააპირებდა... შასი იმუქრებოდა კიდეც წერილში და მადლიერებას აიძულებდა:
თურქებმა რომ არ გაგანადგურეს,ჩვენი მფარველობის წყალობააო... თეიმურაზმა იმავე
დღს მოიწვია მთავარნი და დიდებულნი სასახლეში სადარბაზოდ და ხმათა
უმრავლესობით დამტკიცდა: გაეწყვიტათ კავშირი სპარსეთთან და მიჰკედლებოდნენ
ჩრდილოეთს!...
4
თავი V
(მეხუთე თავი ტექსტთან ახლოს დასაწერად,მოსათხრობად და
საზეპირო ადგილების გამოყენებით,ამიტომ არ ვამოკლებთ შინაარსს)
„მრისხანებით აღტაცებული შაჰ-აბაზი ცეცხლითა და მახვილით შემოეჭრა კახეთს და მუსრი
გაავლო: ციხე-ქალაქები დააქცია, სოფლები ააოხრა, ტაძრები დაანგრია და შებღალა. ვინც კი მთაში
ვერ გაასწრო და გაუხიზნავი დარჩა – დაიღუპა. სიბრალული აღარსად იყო და მდინარეებს
სისხლის ღვარი ერთვოდა. ამ უბედურებამ ლანგ-თემურის დროებასაც კი გადააჭარბა... მძვინვარე
შაჰმა, რაც გასწყვიტა, გასწყვიტა და, რაც არა, ათასობით და ათი ათასობით სპარსეთში
გადაასახლა! ამათ მოადგილედ ულუსები გადმოასახლა და გაღმა-გამოღმა ალაზნის პირები
დაიჭირა. მაჰმადიანები ყოველი მხრით ულოცავდნენ გამარჯვებას ირანის ლომს, მაგრამ თვითონ
ლომს კი გული უკვნესოდა: „ეს გამარჯვება დამარცხებაზედაც უარესია, - ამბობდა გუნებაში. – აი
სად ვიგრძენ ჩემი უძლურება!.. ერთზე ათი მომყავს, ათზე – ასი და მაინც ვერასა ვხდები! ჩემი
მთავარი ძალ-ღონე შემოვალიე მარტო ამ კახეთს და ეს ხომ მცირედი ნაწილია საქართველოსი?..
მაშ მთელი საქრისტიანო როგორღა ჩავიგდო ხელში? არ ჩავიგდო და მაშინ ხომ სპარსეთსაც უნდა
გამოვეთხოვო?! ეს დასავლეთ-აღმოსავლეთის გზა და ხიდი, ეს ხმელთაშუა კარები, ეს პატარა
ქვეყანა თუ ხელში არ ჩავიგდე, რა იქნება უმისოდ ჩემი დიდი სამეფო? უზარმაზარი ციხე
უგალავნოდ, ადრე თუ გვიან ადვილად ასაღები და დასანგრევი!.. არა, საქართველო ის
ნატვრისთვალია, რომელიც ხელში უნდა იგდოს სპარსეთმა!.. იგდოს? ჰმ!.. თქმა ადვილია! რას
გააწყობ იმ ხალხთან, რომელსაც რჯული და ეროვნება ერთმანეთზე გადაუბამს, შეუხორცებია და
სულს ხორცზე მაღლა აყენებს?.. საარაკო ლანგ-თემურმა მხოლოდ აქ იგრძნო თავისი კოჭლობა,
როცა ამ პატარა „ქვეყნის ქვაკუთხედს“ წამოჰკრა ფეხი. 5
ვაითუ ირანის ლომმაც აქ ამოიძუოს კუდი?! ხალხი, რომელსაც სხეული გაუკაჟებია და სული
აუმაღლებია, საშიშია!.. ჯერ უნდა სხეული დაუდუნდეს, სული დაუმდაბლდეს და მერე, მხოლოდ
მერე შეიძლება მისი მოდრეკა!.. ჰო, სწორედ! სწორედ! ზოგან, სადაც ცული ვერ გამოდგება, იქ
პატარა ხერხს გააქვს და გამოაქვს ხოლმე!.. იქ, სადაც ლომის ტოტი ვეღარას სთესავს, მელიის
კუდმა უნდა მოიმკოსო!..“ ასე გადაწყვიტა ძლიერმა და კიდეც შესცვალა თავისი გმირული,
პირდაპირი პოლიტიკა საქვეშქვეშო-სავერაგოზე. – იმ დღიდან დაუტკბა მისგან აოხრებულ
ქვეყანას და რისხვა წყალობად შეუცვალა. – ერთთავად მიფენილი მზის სხივები თვალის ჩინს
ართმევენ კაცსა და სწორმხედველობას აკარგვინებენ... ყეენის უხვმა წყალობამ დააბრმავა კახეთი.
კუჭმა გულს სძლია, სულმა ხორცს დაუთმო და ნელ-ნელა, „დღეს-ხვალობით“ ქვეყანამ შეტოპა
საფრთხეში. მოწინავე გუნდს და მათ მეთაურებს ტყუილად კი არ უსვამდა თავზე ხელს სპარსეთის
ახალი პოლიტიკა! სასახლის კარზე უპირველესი ადგილები დაიჭირეს ქართველებმა და ადვილად
გამდიდრებულები მიეცნენ მცონარებას. არც ნიჭი, არც ცოდნა და არც სხვა რამ კაცური ღირსება არ
სჭრიდა. რომელიმე პირადობის ასამაღლებლად საკმაო იყო მხოლოდ თავდადებული ერთგულება
სპარსეთისადმი და სამშობლოს ნელ-ნელა გაწირვა. – ვინც ქართველობას არ ივიწყებდა, ის
იჩაგრებოდა და წინ ბიჯის წადგმას ვერ ახერხებდა, გინდ გმირთა-გმირიც ყოფილიყო!.. ამას
ხედავდა შაჰ-აბაზი და გულში იცინოდა, სიკვდილის შემდეგაც ანდერძად დაუგდო მემკვიდრეებს
ირანის ლომმა იგივე პოლიტიკა და მიტომაც ერთ საუკუნესაც არ გაევლო ჯერ, რომ აღმოსავლეთი
საქართველო ნახევრად გათათრდა. შემოვიდა ხალხში სპარსული ზნე, ჩვეულება, რჯული და
კანონი!.. ქართველს ქართველობა აღარ ეტყობოდა!.. ენა შეიბღალა, დიდ ოჯახებში ქართულად
ლაპარაკი კიდეც ერცხვინებოდათ... სამრთალი უცხო ენაზე იყო, წირვა-ლოცვის და გალობის
კილო შეიცვალა, მღვდელმთავრების მოადგილედ ახუნდები გახდნენ და მსაჯულ-მოძღვრებად –
მოლა-ყადები. 6
ამან ყოველივემ ისე გარყვნა ხალხი, რომ ქართველი ქართველზევე მეზვერეობდა და ბოლოს ისე
დაუძლურდა, რომ თვით სპარსელების საზიზღარ-გასაკიცხი შეიქნა ოდესმე სახელგანთქმული
ქართველობა. ასე რომ, შაჰ-აბაზ მეორის დროს, ქალაჩუნობა სრულიად საჭირო აღარ იყო და
პირდაპირაც თავში დაუწყეს ცემა დაუძლურებულ ქვეყანას.
საკენკით მიტყუებული და ალერსით თვალახვეული კახეთი მიხვდა, რომ უბედურებაში იყო
ჩავარდნილი, მაგრამ თანვე იგრძნო თავისი უძლურებაც და გაკმინდა ხმა. - „სულ არაობას
ცალუღელი ხარი სჯობიაო“, - სთქვა თავის სანუგეშებლად და წაუშვირა კისერი უღელს!.. ვინც
ადრე ამილახვრობას, ამირეჯიბობას, ეშიკაღაბაშობას და ამირბარობას არად აგდებდა, დღეს იმათ
ჩაფრობაც კი ენატრებოდა. სიღარიბე უფრო მაღალ წოდებას დაეტყო და შიმშილით გამწარებული
თავადაზნაურობა დაბალ წოდებას დააწვა თავზე... ერთმანეთშიაც ისე აირ-დაირიენ, რომ სისხლ-
ხორცობა აღარასა ნიშნავდა და ნათესავი ნათესავს აღარ ზოგავდა, ოღონდ კი ჩამორჩენოდა რასმე!
თავის წმინდანები რომ აღარ აგონდებოდათ, „ყეენის თავის მზეს“ ფიცულობდნენ!.. და თუ აქა-იქ
სადმე თავადაზნაურობაში რიგიანი ვინმე გამოერეოდა, ჯერ კიდევ გადაურჯულებელი და
სამშობლოს მოჭირისუფლე, თავისიანებსავე არ მოსწონდათ და უკიჟინებდნენ. გლეხობას კი, იმ
მუშა ხალხს, რომელიც ყოველდღე მამა-პაპების მოწამურ სისხლს, სამშობლოს მთა-ბარზე
მსხვერპლად დათხეულს, პატიოსან შრომის ოფლს აღვრიდა, არ ჰქონდა ჯერ კიდევ საერო კავშირი
გაწყვეტილი... მზად იყო, რომ კვარივით ანთებულიყო, და უცდიდა მხოლოდ ნაპერწკლებს,
საიდანმე მონაკვესს!!. ამ დრო, სწორედ ამ დროს ცხოვრობდა კახეთში ახმეტის მებატონე ბიძინა
ჩოლოყაშვილი, ბუნებისგან უნაკლულოდ შემკული, რომლის გულიც ვერაფრით ვერ მოიგეს
თათრებმა, ვერც რისხვითა და ვერც წყალობით. 7
კახელებს უკვირდათ მისი ახირებულობა და ათვალწუნებული ჰყავდათ...
„გაგონილაო, - ამბობდნენ თავადები, - ბედი კარზე მისდგომია და ეგ კი ჭირვეულობს... შინ არ
უშვებსო!.. ყეენის თავის მზემ, ჩვენ უნდა ვიყოთ მაგის ადგილას, რომ ქვეყანა გავაკვირვოთ და
მტრებს თვალები დავუყენოთო“. ამისთანაები ბევრი რამ ესმოდა ბიძინას, მაგრამ ხმას არ იღებდა...
მხოლოდ ნაღვლიანად აქნევდა თავს.
ერთ დღეს ბიძამისი ჯანდიერი ესტუმრა. ეს ჯანდიერი ისეთ კაცთაგანი იყო, რომელიც აქეთაც
არის და იქითაც: დროს შეჰყურებს!.. ხან წაღმა ჰხნავს და ხან უკუღმა ჰფარცხავს!.. თათრების
წყალობით გადიდკაცებულს, დიდი გავლენა ჰქონდა კახეთზე. თითქმის პირველი ვეზირი იყო
მთავარმართებლის!.. მის უკითხავად ფეიქარ-ხანი წყალსაც არ დააქცევდა და ახლაც თურმე იმას
გამოეგზავნა მოციქულად ჩოლოყაშვილთან. სადილზე ნელ-ნელა სიტყვა შეაპარა მასპინძელს და
გამოიწვია სალაპარაკოდ: „ჩემო დისწულო, - უთხრა სხვათა შორის, - მე მხოლოდ შენი
ახირებულობა მაკვირვებს!.. ღვთის მოცემული ყოველიფერი ბევრი გაქვს... ჭკუა არ გაკლია და
გონება! ბედიც გწყალობს, მაგრამ შენ კი შენი თავის მტერი ხარ!.. მითქვამს და კიდევ გეტყვი, რომ
იქ, სასახლის კარზე, ბედნიერება მოგელის და შენ კი აქ მოგიკეცია ნაცარქექიასავით!.. რას ჩააკვდი
ამ ახმეტას? სად გაგექცევა, შენი არ არის? კაცობა ის არის, რომ შორიდან მოიხვეჭო“.
- კაცია და გუნება, ბიძაჩემო!.. მე აქაც კმაყოფილი ვარ!.. ცოტა წმინდა მირჩევნია ბევრ
უწმინდურს!..
8
- უწმინდურს?! როგორ თუ უწმინდურს?!. მაშ ჩვენ სულ გასვრილები ვყოფილვართ, სასახლის
კარზე ვინცა ვართ?
- მე მხოლოდ ჩემ თავზე მოგახსენებ.
- შემცდარი ხარ!.. შეხედე სხვებს, როგორ ხმარობენ დროს და რარიგადა ცხოვრობენ!.. ღმერთმა ნუ
მოგვიშალოს ყეენის თავის მზე!.. დღეს, მისი წყალობით, ავად თუ კარგად, ქვეყანა პურსა სჭამს.
- ჰმ!.. შინ ლუკმას გვაცლიან პირიდან და გარედან კი ნასუფრალს გვიყრიან ძაღლებსავით.
- რომ ეგეც აღარ გვექნეს, ხომ შიმშილით ამოვწყდებით?!.
- უწმინდურ სიცოცხლეს მე წმინდა სიკვდილი მირჩევნია და, სანამ მოვკვდებოდე, მანამდე მაინც
კიდევ ვეცდები, რომ ჩემი ლუკმა როგორმე დავიბრუნო.
- გვიანღა არის, ჩემო დისწულო!.. ძალა აღმართს ხნავსო, არ გაგიგონია? ეგრე აღარ ჰფიქრობს
ქვეყანა და შენ ერთი, მარტო, რას გააწყობ? ნათქვამია: „ერთი მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ
მოიყვანსო“.
- გაზაფხულს ვერც ერთი მოიყვანს და ვერც ათასი! მაგრამ თვითონ გაზაფხულს კი ერთიც მოჰყავს
და ათასიც. ეგებ ჩვენი გაზაფხულიც მოდიოდეს!.. დღეს მე ვარ ერთი, ხვალ ათი იქნება და ზეგ
ათასი!..
9
- კეთილი, მაგრამ ხშირად ადრე მოფრენილ მერცხალს სუსხი სცემს და სიცივე ჰკლავს.
- მესმის, ბიძაჩემო, მაგრამ მაინც მე ჩამდათავად გაზაფხულის მახარობლობის დროს სიკვდილი
მირჩევნია ზამთრის წინასწარმეტყველებაში მედიდურად სიცოცხლეს!.. ვიცი!.. განა არ ვიცი, რომ
დიდკაცობა ტკბილია?.. სად თეირანი და სად ახმეტა? იქ ყოველიფერი თვალს იტაცებს, გრძნობა-
გონებას ჰხიბლავს და კუჭს ატკბობს!.. მაგრამ კიდეც მაგისი მეშინია!.. არ მინდა, რომ ის
გადამივარდეს გულიდან,რ აც უნდა სიკვდილამდე მახსოვდეს და ვეტრფოდე. აქ, ამ პატარა
ახმეტაში, ყოველიფერი მალამოდ ეცხება ჩემს გრძნობა-გონებას: მიწა, წყალი, მთა, კლდე, ტყე და
ველი, ყველა ერთად ნათესაურის კავშირით გადაბმულა ჩემთან!.. ვგრძნობ რაღაც ერთ
სისხლხორცობას მათთან! ვგრძნობ და ჭირს ადვილად ვიტან!.. ამის სამაგიეროს რას მომცემს
უცხოეთი?!. რად მინდა შენი გარეგანი თვალსატყუარი დიდკაცობა მაშინ, როდესაც დამალული
გრძნობა-გონება იჩაგრება და სულს აჩიავებს?! ტკბილია შენი შარბათები, მაგრამ ვერ გავცვლი იმ
ჩემ ღვინოზე, რომელიც ჩემი მამა-პაპის სისხლით არის წითლად შეფერილი!.. გემრიელია თქვენი
მურასა-ლავაშები, მაგრამ მე მაინც ჩემი ქვეყნის პური მირჩევნია, ის პური, რომელშიაც ჩვენი
ძველების ნაწილები ურევია... დიახ, ნაწილები!.. ჩვენი საყანეები მათის ძვლებითა და ხორცით
არიან დაპოხიერებული!! მართალი არის ჩვენი გლეხკაცობა, როდესაც ღვინის დალევის დროს
პირჯვარს იწერს და, პურის გატეხის წინეთ, ჯერ პურს ემთხვევა!.. ის წმინდა-წმინდათა, ზიარებაა
ჩვენთვის... და ჩემს სამშობლოს რომ გავშორდე, სადღა მივიღო?!. არა, ბიძაჩემო, არა!.. ისინი
ჩვენთვის უცხო არიან და ჩვენც იმათთვის!.. რაც ბუნებასა და საუკუნეებს არ შეუხორცებია, მისი
შეწებება ტყუილია!.. არა გამოვა რა!.. ან განშორება და ან სიკვდილი!.. ორში ერთი აუცილებელია!..
10
ეს რომ სთქვა, წამოვარდა ზეზე, გავარდა აივანზე და დაიწყო გიჟივით სიარული... ჯანდიერმა
გადააქნია თავი, „ვაიმე, ჩემო დისწულო, რა კაცი იღუპებიო?!“ – სთქვა მწუხარებიტ, გამოვიდა
კარში, შეჯდა ცხენზე და გაუდგა გზას.
დიდხანს იბორგა გაბოროტებულმა ბიძინამ და რომ დაიღალა, დღე და ღამის გაყრის დროს,
ჩამოჯდა ტახტზე და გადახედა ალაზნის პირებს. ბნელი თანდათან იჭერდა არემარეს... თვალი
სინათლესა ჰკარგავდა, მაგრამ სამაგიეროდ ყური ძალას იჩენდა... ალაზნის შხუილი, ნიავისაგან
მოტანილი, თითქოს შესჩივის და შეჰხვნეშის მის გარეშემოს!.. ცაზე ვარსკვლავები აკიაფდნენ!..
მთვარე ჯერ კიდევ ისევ მთას ეფარა... მაგრამ ცოტაოდენად კი შემოსცინა ცის კიდეს. ეტყობოდა,
რომ შორს აღარც ის იყო... აქვე ახლოს გაისმა შოლტის ტკაცუნი და ზედ „ოროველას“ ღიღინი
მოჰყვა. „მადლობა ღმერთს, რომ კიდევ ერთი მშობლიური ხმა მესმის! – სთქვა ამომხვრით ბიძინამ.
– დიდი ხანია, რაც ახალმა ცხოვრებამ გადაფხიკა კახელის გულისფიცარზე დღემდე ღრმად
დაბეჭდილი მისი ისტორიული ნაგრძნობი და ნაფიქრები!.. ქართულ ტკბილ ღიღინს, ვაჟკაცურ
შეხმატკბილებასა და სასოების მომგვრელ გალობას ბოლო მოუღო თათრულმა შექაქანებამ!..
ტკბილი ჩანგური და სალამური ზურნა-ჭიანურმა ჩაყლაპა!.. მხოლოდ ეს ორი სავალალო ხმა,
„ოროველა“ და „მუმლი მუხასა“, კიდევ შერჩენია მუშა ხალხს... და, მადლობა ღმერთს, სანამ
ესენიც არ მივიწყებულან, ჯერ კიდევ იმედია“ – წაილაპარაკა ბიძინამ. ამ დროს თავი ამოჰყო
გადაღმიდან მთვარემ... ნელ-ნელა გადმოეშვა მთის წვეროზე, სამკურნალოდ მიჰფინ-მოჰფინა
სხივებიცა და ქვეყანას, გამოაღვიძა სიბნელეში სულგანაბული არემარე, დაჰქროლა ნიავმა,
აბიბინდა მდელო, აშრიალდნენ ფოთლები, შეირხნენ ბუჩქები და ერთხმად შეუჭიკჭიკეს
ბულბულებმაც!..
11
ბნელით გამოსულმა ქვეყანამ სული მოიბრუნა და დანაღვლიანებულ ბიძინასაც გული დაუტკბა. –
გზაზე გამოჩნდა ურემი... ნელ-ნელა მოდენიდა მეხრე კამეჩებს და „ღიღინს“ სათვალავს
უხშირებდა: „ნუ ეძალები წყალდიდსა, უნდა ეძებდე ფონებსო... ხერხი სჯობია ღონესა, თუ კაცი
მოიგონებსო!“ შემოსძახა მაღალის ხმით და თან „ხიოც“ მიაყოლა შოლტის გატლაშუნებით. –
ბიძინა შეკრთა, უცბად წამოდგა ზეზე და ზეცას დაუწყო ყურება... დიდხანს ხმას არ იღებდა,
ბოლოს – თითქო გამოერკვაო- წაილაპარაკა: ეს რა გავიგონე?! მიწამ შემომტყორცნა, თუ ცამ
ჩამომბერა ეს საგულისხმო სიტყვები? „ხერხი სჯობია ღონესო!“ საიდანაც უნდა იყოს, სულ
ერთია... უგანგებოდ ცაცა და მიწაც, ორივე მუნჯია! ჩემი დიდი ხნის გრძნობა-გონების ჭიდილი ამ
ორმა სიტყვამ უნდა გადასწყვიტოს!.. დიახ! დიახ!! „ხერხი სჯობია ღონესაო!“ ხერხი! ხერხი!!
მაგრამ ხერხი საქვეყნო და არა საპირადო!.. ციურნო მნათნო! თქვენ იყავით მოწმე ჩემი განზრახვის
და თავდები ჩემი მოქმედების!.. თქვენ კიდევ ჩასული არ იქნებით, რომ მე მორჩილებით
მივმართავ ალი-ყული-ხანს.“
თავი VI
ტახტზე ყეენის აბრძანებას ზეიმობდნენ, ალვანის მინდორი ხალხით გაივსო. ფეიქარ-ხანი ჭიდაობის
მოყვარული იყო და ხშირად იქცევდა თავს ამ სანახაობით. დღესასწაულზე ფალავნები გამოიყვანეს:
აბდულშაჰილი,რომელსაც მოხერხებულობით სძლია ბაში-აჩუკმა და მიიმალა, ცხენოსნების შეძიბრზეც
გლახუნამ იმარჯვა,განაწყენებულმა ფეიქარ-ხანმა მისი თავი (იგულისხმება მოკვლა) ათას ოქროდ შეაფასა.
12
თავი VII
იმერეთში ქართლის მეფე ვახტანგის შვილი არჩილი დასვეს , დიდებულებმა და ერისმთავრებმა
სიხარულით დახვედრის ნიშნად საჩუქრები უბოძეს: აბაშიძემ განსაკუთრებით იმარჯვა და ათი
ქალიშვილი მიართვა მეფეს ყეენთან გასაგზავნად. კიკო ბაქრაძემ ეს ამბავი თავად წერეთელს
შეატყობინა და აბშიძის საჩუქრის გადაწონვა ურჩია... მღვიმის მონასტერს შეფარებული თავისი
ტყუპი ძმიშვილების გაგზავნა შესთავაზა ყეენთან. ყოყმანობდა წერეთელი,მაგრამ ბოლოს
გამოიყვანა მონასტრიდან დები და ვახტანგს მიჰგვარა... ვახტანგმა თორმეტი ასული ტყუპებიანად
ყეენს გაუგზავნა,მაგრამ გზად თავს დაესხნენ და ქალიშვილები გაიტაცეს... ხალხისთვის იოლი
გასაგები იყო,რომ ამ საქმეს ბაში-აჩუკი თავკაცობდა...
ჭიდაობაში ძლეული ფალავანი აბდულშაჰილი ბაში-აჩუკს ყველგან დაეძებდა,მაგრამ არა ათასი
ოქროსთვის,არამედ ვაჟკაცური ჟინი არ ასვენებდა.
ტერტერას ანგარებიან ქვრივს -მაჭანკალ თიმსალ-მაკოს კი ჟილდო ისე სწყუროდა ,რომ ბაში-
აჩუკის ასავალ-დასავალს ყველგან კითხულობდა, სწორ კვალსაც მალე დაადგა და თელავის
მახლობლად თევდორაანთ მელანოს ესტუმრა. მელანოს თათრის ჯარში ჰყავდა ქმარი,ორ შვილს
ზრდიდა ტყისპირა სოფელში. თიმსალ-მაკომ ვითომ ძილის წამალი დალია,დაელოდა ბაში-
აჩუკის სტუმრობას,წადილი შეღამებისთანავე აუსრულდა. მეორე დღს კი გზას დაადგა...
13
თავი VIII
თიმსალ-მაკომ ყოველივე ყეენის ერთგულ ყმას-აბდულშაჰილს უამბო,მაგრამ მიპარვით თაბდასხმა
იუკადრისა ვაჟკაცმა,თუმცა ესტუმრა მელანოს და ნაბრძანებისა და დაგეგმილის შესახებ გაანდო.
დათქმულ დროს აბდულშაჰილი თავს დაესხა მელანოს სახლს,მაგრამ,რათქმაუნდა, იქ ბაში-აჩუკი არ
დაუხვდა.
თავი IX
მრავალი დღე გალია აბდულშაჰილმა ბაში-აჩუკის ძებნაში შუამთის უდაბურ ტყეში შველი შეეფეთა,
ესროლა და დაისრა,დაჭრილი შველი ბარბაცით გაუდგა გზას,მიჰყვა მონადირე და ულამაზეს ქალს
გადააწყდა. ქალმა შეუხვია ჭრილობა შველს მანდილით,თათრის დანახვაზე კი შეკრთა და გული წაუვიდა.
ვაჟკაცმა მოაბრუნა გულწასული მშვენიერი არსება, დაამშვიდა,ძმობა შეჰფიცა,ხელში აიყვანა და იმ
სასახლის კართან მივიდნენ,შველი რომ მიუძღვებოდა. სანამ სასახლის შესასვლელი მოძებნა, ალაყაფთან
დაბრუნებულს აღარც ქალი დაუხვდა და აღარც შველი...
თავი X
თიმსალ-მაკო მიუხვდა აბდულშაჰილს,რატომაც არ ჩაუვარდათ ხელში ბაში-აჩუკი თავდასხმის
ღამეს და ყეენთან დააბეზღა ერთგული ყმა. მრისხანე ხანმა მისგან შუამთის მონასტერში
შეხიზნული ლამაზმანების შესახებაც შეიტყო და მონასტრის აოხება ბრძანა-ქალებს ნამუსი
აჰხადეთ და მერე დახოცეთო ყველა. ტაძრიდან ჯარის სარდალმა ულამაზესი ქალი
გამოიყვანა,მისი მოკვლა გადაიფიქრა,რადგან შაჰის ცოლობისთვის ემეტებოდა. (14)
მის „სულგრძელობას“ ქალმა მოტყუებით უპასუხა,რადგან შაჰის ცოლობას სიკვდილი ერჩია.
დააჯერა,ვითომ ჯადო ჰქონდა,რომელიც გადაარჩენდა და ნათქვამის სიმართლეში
დასარწმუნებლად სთხოვა,ხმალი დაეკრა გულში. მოტყუებულმა თათარმა შუაგააპო მშვენიერი
ქალიშვილი...
აბდულშაჰილი აწიოკებულ მონასტერს რომ მიადგა, განგმირული ქალი ნახა,შველთან ერთად
ტყეში რომ იხილა,აიყვანა ხელში და წყაროსთან დაკრძალა,მას შემდეგ ხშირად ათენებდა ხოლმე
საფიცარ სამარესთან...
თავი XI
ერთ ღამეს ფიქრებსშეხიზნულ აბდულშაჰილს თავს ის ქალი წაადგა,ვინც გარდაცვლილი
ეგონა,მაგრამ ქალიშვილისგანვე შეიტყო,რომ ვაჟკაცს ტყუპისცალი და-პირიმთვარისა
დაუკრძალავს,თვითონ კი პირიმზისა რქმევია. ერთმანეთს და-ძმობა შეჰფიცეს,ქალმა თათარი
ბაში-აჩუკის საგუშაგოში წამოიყვანა.
თავი XII
საგუშაგოში ცეცხლის პირას პურობდნენ... მელანო თავს დასტრიალებდა მეინახეებს.ამ დროს
შემოუძღვა პირიმზისა ძმობილს და თათრის დანახვაზე ყველა შეცბა.ქალმა დაამშვიდა
ისინი,უამბო ყოველივე,ხოლო აბდულშაჰილმა ბავშვობის ისტორია მოუთხრო ყველას.როგორც
გაირკვა,მის ყრმობაში ლეკები დასხმიან თავს სოფელს,იგი დედასთან ერთად ტყვედ
წაუყვანიათ,ხოლო მისი უფროსი და მღვდელთან მიუბარებიათ ახლობლებს სხვა სოფელში. (15)
ამ ამბავმა მელანოს ძმა აპოვნინა,აბდულშაჰილი გულში ჩაიკრა და დანარჩენებმაც თავისიანად
იგულვესგათათრებული ქართველი ვაჟკაცი.
თავები: XIII, XIV, XV
ბაში-აჩუკმა სისხლში ამოსვრილი ფაფანაკი გაატანა აბდულშაჰილს ყეენთან იმის ნიშნად,რომ მისი მოკვლა
შეძლო,და თან ურჩია,არ შეემჩნია ყოველივე,რაც თავს გადახდა და მოჩვენებითად ძველებურად თათართა
მსახურად გაესაღებინა თავი...
ახმეტიდან კი ცნობა მოვიდა,რომ ბიძინა ჩოლოყაშვილისათვის დამბლას ორივე ხელ-ფეხი წაურთმევიაო.
სწორედ ამ ეპიზოდიდან იწყება ზაალისგან დასტურის წერილით დაბრუნებული ბაში-აჩუკის ჩამოსვლა
ბიძინასთან.
შეთქმულები გაერთიანდნენ,ფეიქარ-ხანმაც შეიტყო მოღალატე ჯანდიერის შესახებ. კახეთმა სძლია მტერს
და ქართლშიც მოიტყა ყეენის ტახტი.
1659 წელსქართლ-კახეთმა ამოისუნთქა. ვახტანგ მეფე ქვეყნის გაერთიანებას ზეიმობდა,თუმცა ყეენის
გამძვინვარების მოლოდინი მაინც ჰქონდათ. მალე შალვა,ელიზბარი და ბიძინა სპარსეთს
გაამგზავრეს,ბაში-აჩუკი,აბდულშაჰილი და პირიმზისა იმერეთში გაიხიზნენ,კახეთში ბაში-აჩუკს გული
აღარ უწევდა,რადგან მისი იქ ყოფნის მიზეზი-წერეთლის ქალი რაჭის ერისთავისთვის მიუთხოვებიათ,
იმრეთში გაიგეს,რომ გმირები სპარსეთში უწამებიათ.
ბაში-აჩუკმა შეიტყო თუ არა,რომ მისი სატრფო დაქვრივდა,მაშინვე მოიტაცა და ცოლად შეირთო.
აბდულშაჰილის შთამომავლები აბდუშელიშვილები არიან,ხოლო ბაში-აჩუკისანი კი-ბაქრაძეები. (16)
(17)
დავალებები:
1. ისტორიული ექსკურსის მიხედვით კითხვარი პასუხებითურთ;
2. ნაწარმოების გეგმა;
3. პერსონაჟთა დახასიათება;
4. ნაწარმოების განხილვა;
5. მოთხრობის ფაბულა და სიუჟეტი,თემა და იდეა.
(18)
ნაწარმოების ფაბულა-ისტორიული ექსკურსი XVII
საუკუნის საქართველო
(წყარო: ლევან სანიკიძის „დედა -ისტორია“)
“კვარცხლბეკიდან-უფსკრულამდე“;“ ყოფნა-არყოფნა“
„მას შემდეგ,რაც ჩვენმა ქვეყანამ დავით აღმაშენებლის (1089-1125), დემეტრე პირველის (1125-1156),
გიორგი მესამისა (1156-1184) და თამარ მეფის (1184-1210) სამეფო-საქრისტიანო ინსიგნიებს-გვირგვინს,
ტახტს,სკიპტრას,ხმალსა და ჯვარს ღირსების გვირგვინი დაადგა და იღორძინა თვითმყოფადობით,
მეცამეტე საუკუნიდან მსოფლიო გრიგალმა წალეკა,დააძაბუნა და ფურცელ-ფურცელ ჩამოშალა
ერთიანი საქართველოს დიდების გვირგვინი“,- ასე ეთხოვება საამაყო წარსულს მკვლევარი ლევან
სანიკიძე და აღგვიწერს შინააშლილობითა თუ დაპყრობელთა ხშირი შემოსევებით დაძაბუნებული
ქვეყნის მდგომარეობას: მეჩვიდმეტე საუკუნეში გაძლიერდა სპარსეთი,ირანის ხელმწიფე შაჰ-აბას
პირველი თავს იწონებდა მის სამეფო კარზე ქართველთა სიმრავლით,ქართული ენის
ცოდნით,მთავარსარდლად კი ტომით ქართველი ალავერდ-ხან უნდილაძე ჰყავდა,რომელმაც 30 000-
იანი გაწვრთნილი არმია შეაიარაღა.“მთელი სპარსეთი მე მემორჩილება,მე კი უნდილაძეს
ვემორჩილებიო“,-ამბობდა შაჰი,რომელსაც ოთხი ცოლი ქართველი ჰყავდა.
1603 წელს სპარსეთმა თურქეთს ომი გამოუცხადა.ერევანი თურქებს ეპყრათ,ომმა იგი ჩამოართვა და
სპარსეთს გადასცა. ქართლში სვიმონის ძე გიორგი მეათე მეფობდა.
(19)
(20)
კახეთის სამეფო ტახტი ალექსანდრე მეორეს ეპყრა. გიორგი მეათეც და ალექსანდრე მეორეც რუსეთთან
ურთიერთობის განმტკიცებას აპირებდნენ,რომ შაჰიგან თავი დაეხსნათ. მიუხვდა შაჰი
ჩანაფიქრს,გიორგი მოაწამვლინა,ხოლო ალექსანდრე საკუთარ გათათრებულ შვილს კონსტანტინეს
მოაკვლევინა მამაც და ძმა გიორგიც. თათარმა კონსტანტინემ მამისა და ძმის მოკვეთილი თავები
თმებით დაიჭირა და დროშასავით აღმართა, შემდეგ ირანს გაგზავნა,თავად კი კახეთის მეფედ დაჯდა.
(ეს ეპიზოდი ნახსენებია ნაწარმოებში,როცა ჰყვედრიან მეფე თეიმურაზს წინაპართაგან გადმოყოლილ
ცოდვებს „უბედურებაც ეგ არის, შვილო: გულში რომ შური შევა, მაშინ სულიც დასნეულდება! დიდი
ცოდვაა, შვილო, შურიანობა და ჩვენ სამეფო ოჯახს რაღა ცოდვის მიმატება ეჭირვება? განსვენებული
პაპამაგისი სულ იმას სჩიოდა, რომ ხალხი გამრავლდა, ქვეყანა გაშენდა და ჩემ კახეთში სანადირო
ადგილები აღარსად დარჩაო!.. ამ საყვედურებით აწყენია ღმერთს და კიდეც გადახდა: დღემდის ვის
გაუგონია საქართველოში, რომ შვილი მამასა დასტაკებოდეს, და ის კი მისმა შვილმა, დავით მეფემ, ამ
თეიმურაზის მამამ, ციხეში ჩაამწყვდია; - მეორე შვილმა, გაურჯულოებულმა კონსტანტინემ, მოჰკლა და
თავისი ძმა გიორგიც თან მიაყოლა!.. აი რა დიდი ცოდვა ტრიალებს მათ ოჯახში, შვილო! სისხლი
მართებს და დიდი მსხვერპლიც არის საჭირო, რომ გაიწმინდოს!“..)
მალე კახელებმა ქეთევან დედოფლის მეთაურობით აჯანყება მოაწყვეს და კონსტანტინე მოკლეს.
შაჰ-აბასმა დროებით დათმობა ამჯობინა და ქართველთათვის სასურველი მეფეები
დაანიშნინა:ქართლში-ლუარსაბ მეორე (გიორგი მეათეს ძე), და კახეთში- თეიმურაზ პირველი
(დავითის ძე). ქართლის სამეფო კარზე აზნაური გიორგი სააკაძე-„დიდ მოურავად“ წოდებული
დაწინაურდა. მას ქართველი თავადები შადიმან ბარათაშვილი,ფარსადან ციციშვილი და ქაიხოსრო
ჯავახიშვილი მტრობდნენ მეფესთან. 1609 წელს ყირიმელ თათართა ურდო შემოიჭრა საქართველოში.
(21)
ლუარსაბ მეფემ თურქთა განადგურების დაპირების სანაცვლოდ შაჰს სპარსული ციხიონის გაყვანა
მოსთხოვა თბილისიდან. ქართველებმა სძლიეს თურქებს და შაჰმაც შეასრულა პირობა. ამ გამარჯვების
შემდეგ გიორგი სააკაძე კიდევ უფრო დაფასდა ლუარსაბ მეფის კარზე. ლუარსაბმა სააკაძის დაც კი
შეირთო ცოლად,მაგრამ გულბოროტ თავადებს არ ასვენებდათ დიდი მოურავის მიმართ ღვარძლი,
ქიშპობდნენ და აბეზღებდნენ მეფესთან. შედეგიც გამოიღო მათმა გარჯამ:ლუარსაბმა ცოლი გაუშვა და
სააკაძის მოკვლასაც დაეთანხმა. გიორგი ოჯახთან და სიმამრ ნუგზარ ერისთავთან ერთად სპარსეთში
გაიცა.
„შაჰმა დიდი სიხარულით მიიღო სახელგანთქმული სარდალი და ამით საქართველომ ბასრი იარაღი
ყველაზე დიდ მოსისხლე მტერს თავად გაუგზავნა“,-წერს ლევან სანიკიძე.
1612 წელს განთქმულმა ქართველმა დიპლომატმა ქალმა გულჩარამ სტამბოლში ზავი დაადებინა
სპარსელებდა და ოსმალებს,მეგობრულად გაიყვეს დაუძლურებული საქართველო. ზავის პირობით
შაჰს ქართლი,კახეთი,შირვანი და სომხეთი არგუინეს,ხოლო დასავლეთ საქართველო,მესხეთი და
ახალციხე თურქეთის ქონება გახდა. მალე ეცნობა შაჰს,რომ ქართლი და კახეთი აჯანყებას გეგმავდა,შაჰ-
აბასი უზარმაზარი მხედრობითსაქართველოსკენ გამოემართა,კახეთის მეფე თეიმურაზს ერთგულების
ნიშნად მძევლები მოსთხოვა. მეფემ ქვეყნის აოხრებას ნათესავების გაგზავნა ამჯობინა,დედამისი-
ქეთევან დედოფალი,და შვილები-ლევანი და ალექსანდრე წარგზავნა. შაჰმა ეს არ იკმარა და თავად
მეფის გამოცხადება ისურვა. თეიმურაზმა არ შეასრულა მოთხოვნადა ამალით ქართლის მეფეს
ლუარსაბს ეწვია.გზად შაჰ-აბასი ჯარით დაუხვდა. ლუარსაბი და თეიმურაზი იმერეთს აფარებს თავს.
შაჰმა კახეთი გააცამტვერა,80 000 კახელი კი ირანში გადაასახლეს. შაჰი ქართლის საზღვრებს მოადგა,
ამჯერად დიდი სიფრთხილით და მზაკვრობით,თუმცა განრისხებული იყო,რომ არც იმერელმა „ბაში-
აჩუკმა“ ,არც კახელმა თეიმურაზმა და არც ქართლელმა ლუარსაბმა მის წინაშე ქედი არ მოიხარეს. (22)
ისევ ქართველის ღალატმა და ორგულობამ ამარჯვებინა შაჰს,რომელსაც გიორგი სააკაძეზე
გაბოროტებული შადიმან ბარათაშვილი ეახლა,იგი ლუარსაბის გამზრდელი იყო. სწორედ მან ჩაუყვანა
მეფე მოტყუებით შაჰს და ირანში გამოჰკეტეს. კახეთი აჯანყებისთვის ემზადებოდა. 15 სექტემბერს ,
ალავერდობას დავით ჯანდიერი მოვიდა ამალით. ამ ციხე-გალავანს შაჰის ჯარი იცავდა.ჯანდიერის
თხოვნით დღესასწაულზე ციხის კარი გააღეს და ხალხი სალოცავად შეუშვეს. დაიწყო „სისხლიანი
ალავერდობა“... თეიმურაზს შეატყობინეს აჯანყების შესახებ.არაგვსა და წიწამურში სძლიეს
სპარსელებს,გამძვინვარებული შაჰი თბილისს მოადგა,ქართლის გამგებლად გათათრებული ბაგრატ-
ხანი დაინიშნა.მისი დახმარებით ქართლი უსისხლოდ დაიმორჩილა,შემდეგ უტეხ კახელობას მიადგა
ურიცხვი ამალით... იავარქმნეს კუთხე,გადაწვეს ტაძრები,დაიტაცეს განძი,წაიყვანეს თყვეებად უწვერ-
ულვაშო ვაჟები და ბაგეზე რძეშეუშრობელი ქალიშვილები. შაჰმა ლუარსაბ მეორე საპატიმროში
დაახრჩობინა ჯალათებს 1622 წელს. ლუარსაბი 14 წლისა ავიდა ტახტზ,10 წელი იმეფა და 24 წლისა
აღესრულა.
მძევლად აყვანილი ქეთევანი განაჩენს ელოდა... გაურჯულოება შესთავაზეს სიცოცხლის შენარჩუნების
საფასად , მაგრამ დედოფალმა წამება ირჩია,აღესრულა მისი ნება და უტეხი სული დედოფლისა
შეერწყა გმირ ქართველთა პანთეონს,უსასტიკესად ნაწამები სხეულის ნაწილები კი ორი წლის შემდეგ
კათოლიკე ბერებმა თეიმურაზს ჩამოუტანეს საქართველოში,დანარჩენი წმინდა ნაწილები
ინდოეთში,გოაში წაიღეს და და-გრასას მონასტერში დაკრძალეს. მას შემდეგ ბევრჯერ მოიგერია
თეიმურაზმა შაჰ-აბასის შემოსევა,9 ძმა ხერხეულიძე „აღიმართა ჩაკირულ კედლად“ (ლ.სანიკიძე)
მამულის სადარაჯოზე, 1625 წელს მარაბდის ველი მოირწყა სისხლით,იბრძოდა სააკაძე,გრგვინავდა
მარაბდა... მესამე ძალა შემოიჭრა ბრძოლის ველზე-აზერბაიჯანის ბეგლარბეგის დიდი მხედრობა.
ქართველებს ძმები ხერხეულიძეები მედროშეობდნენ და თითოეული მტარვალი წუთი ამცირებდა (23)
ძმათა სათვალავს-დროშა მკვდარი ძმის ხელიდან შემდეგი ცოცხალი ძმის მარჯვენაში იმართებოდა.
გამთენიისას 10 000 ქართველთა გვამებს შორის ცხრა ძმა ხერხეულიძე,ცხრა მაჩაბელი და შვიდი
ჩოლოყაშვილი ესვენა. დროშა ცხრა შვილის დამკარგავმა ხერხეულიძეთა დედამ აღმართა სისხლით
გაჟღენთილ მიწაზე მარაბდისა.
ბრძოლა ქსანზე გაგრძელდა,მაგრამ საქართველოს ცის კაბადონი ძმათაშორისი შუღლის ღრუბელმა
დაფარა. დიდი მოურავი მტერს ბაზალეთში ეკვეთა ამალით,მაგრამ მოღალატე ედისა ვაჩნაძემ დაჭრა
სააკაძე,ქართველები ერთმანეთს ჟლეტდნენ,მოშურნეობამ გონი დააკარგვინა ერს, ბაზალეთის
ბრძოლაში თეიმურაზმა იმარჯვა და სააკაძე დამარცხდა... დამარცხდა და შერცხვა საქართველო... (1626
წელი).
1627 წელს ბაზალეთის ცოდვისშვილებმა თურქეთისკენ გაჰქუსლეს,სულთანმა სარდლად დანიშნა და
ბევრი ბრძოლა მისი წყალობით მოიგო, მაგრამ სამშობლოში დაბრუნების სურვილი არასდროს
განელებია. შეიტყვეს ამ წადილის შესახებ და ქალაქ ჰალაპში ფაშას ბრძანებით გიორგი სააკაძეს , მის
ვაჟს- ავთანდილსა და კიდევ ორმოცდაათამდე ქართველს თავები დააყრევინეს. 1629 წელს შაჰ-აბას
პირველი გარდაიცვალა. სააკაძის დაღუპვამდე შვიდი თვით ადრე, მისი ტახტი ანდერძით
შვილიშვილს -შაჰ-სეფს ერგო, ქართლად კი თეიმურაზი , სვიმეონ-ხანი და ზურაბ ერისთავი
ინაწილებდნენ ტახტს. ზურაბმა სიმონი მოაკვლევინა და თავი თეიმურაზს გაუგზავნა. თეიმურაზმა
ქართლი და კახეთი გააერთიანა, სპარსელნი მხოლოდ თბილისში იდგნენ. თეიმურაზმა ზურაბ
ერისთავი გამოასალმა სიცოცხლეს. დაიწყო მეფემ მოკავშირეების ძებნა,ევროპაში სპარსელების
განსადევნად.
(24)
1632 წლიდან ქართლის მეფობა ჩამოერთვა თეიმურაზს და როსტომ მეფეს გადაეცა,რომლის ზეობის
პერიოდშიც შეწყდა სპარსულ-თათრული შემოსევები,დაიწყო „მშვიდობიანი „ ცხოვრების ხანა,თუმცა
თეიმურაზი არ ურიგდებოდა საკენკით მოტყუებული საქართველოს მშვიდობიან ბედს და შეებრძოლა
როსტომს. ამასობაში სპარსეთის კარზე შაჰ-სეფი გარდაიცვალა და ტახტზე შაჰ-აბას მეორე ავიდა.
დახმარების სათხოვნელად რუსეთში წასულ თეიმურაზს საქართველოში დაბრუნებისას როსტომ მეფე
გარდაცვლილი დახვდა. 1658 წელს შაჰ-აბას პირველის გვერდით სპარსეთში დაკრძალეს ქართველ-
თათარი მეფე-როსტომ-ხანი. მისმა თანამზრახველებმა -ზაალ არაგვის ერისთავმა და ელიზბარ ქსნის
ერისთავმა ვახტანგის გამეფება იუკადრისეს. ასე იწყება ვახტანგ მეხუთე-შაჰნავაზის მეფობა(1658-1675).
სპარსეთი კვლავაც ლესავდა ხმლებს,ბახტრუიონში ურჯულოთა ძლევად ფშავ-ხევსურნი
ემზადებოდნენ,აჯანყებას კახეთში ბიძინა ჩოლოყაშვილი , შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავნი და
ეპისკოპოსი ალავერდელი მეთაურობდნენ. სათათბიროდ დუშეთში ზაალის კარზე შეიყარნენ,ზაალი
თავად არ წავიდა ბრძოლაში,მაგრამ თავისი ძე -ზურაბი გააგზავნა. აჯანყებულები თავს დაესხნენ
თათართა მთავარ ბუდეებს: ბახტრიონსა და ალავერდს, კახელებს ბიძინა ჩოლოყაშვილი სარდლობდა
და ალავერდისკენ აიღეს გეზი,ქსნისა და არაგვის ჯარები -შალვას,ელიზბარისა და ზურაბის
მეთაურობით თიანეთს გადავიდნენ და ბახტრიონს მიადგნენ.საითკენაც მიმავალ გზაზე ლაშქარს
ზეზვა გაფრინდაული მიუძღვის.
1659 წელს ბახტრიონში გაწყვიტეს თათრები,ვახტანგმა მოქიშპე ზაალ ერისთავი მისსავე ძმისწულებს
მოაკვლევინა,შა-აბას მეორის შეკვეთით, მისი შვილები ირანში გააგზავნა: არაგვის ხეობა ზაალის
მკვლელ ძმისშვილს-ოთარს ჩააბარა, რომელსაც მეფის და ჰყავდა ცოლად.
(25)
სპარსელებმა ბიძინა,სალვა და ელიზბარი შეიპყრეს და სპარსეთს გააგზავნეს,აწამეს,აკუწეს,დაჩეხეს
გმირები , ჩოლოყაშვილის ნაშთები ევროპელმა კათოლიკე ბერებმა მოიპარეს და უცნობ ადგილად
დაკრძალეს,სალვასა და ელიზბარის წმინდა ნაწილები მათმა მეუღლეებმა ჩამოიტანეს და იკორთას
მონასტერში დაკრძალეს. იმერეთში შინააშლილობამ იმატა, ვახტანგმა დაიპყრო ქუთაისი,ოდიში...
თეიმურაზი სპარსეთს გაამგზავრა, განიხარა რუსთმოყვარე თეიმურაზის სტუმრობით შაჰმა,ძვირფასი
ხალათი უბოძა. კახეთში კი თეიმურაზის შვილიშვილი,რუსეთში გაზრდილი ნიკოლოზი გამეფდა.
ნიკოლოზი საქართველოში ერეკლე პირველად ეკურთხა,საჰმა თეიმურაზს რჯულის შეცვლა უბრძანა
და უარისას ბორკილები დაადეს, დაატუსაღეს მხცოვანი მეფე. „1663 წელს გაჩერდა სამშობლოზე
მზრუნველი მეფის გული,16 წლისა გამეფდა,58 წელი იმეფა და იომა და 74 წლისა აღესრულა“
(ლ.სანიკიძე). ანდერძის დაწერაც მოასწრო საქართველოში დამკრძალეთო... შაჰმა ცხედარიც დაატყვევა
და არ დაჰყვა ანდერძის თხოვნას,სანამ ვახტანგ შანავაზმა არ შეუთვალა მეფის გადმოსვენება.
თეიმურაზის ცხედარი ალავერდის ტაძარში დედამისის- ქეთევან წამებულის ნაშთთა გვერდით
დაკრძალეს. მეფე ვახტანგ მეხუთე კი 1675 წელს გარდაიცვალა , 40 წლისა გამეფდა,17 წელი იმეფა და
57 წლის აღესრულა.დაკრძალეს სპარსეთის „უწმინდეს ქალაქ“ ყუმში, როსტომ მეფის
გვერდით,იქვე,სადაც დიდი შაჰ-აბას პირველის ძვლები განისვენებდა.
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(26)
აკაკი წერეთლის „ბაში-აჩუკი“
განხილვა
(გეგმა)
1. ფაბულა (ისტორიული ექსკურსი-ისტორიული პერსონაჟები და ფაქტები:
ა)სამეფო-სამთავროებად დაქუცმაცებული საქართველო.
ბ) „საკენკით მოტყუებული“ კახეთის მდგომარეობა;
გ)ქართველთა ურთიერთშუღლით გარე მტრების წაღმა დატრიალებული ბედის ბორბალი.
დ)აჯანყების აუცილებლობა,სამზადისი;ქართველი გმირები:ბიძინა, შალვა და ელიზბარ
ერისთავები; (მეხუთე თავის დეტალური განილვა);
ე)ზაალ ერისთავის როლი აჟანყებაში;
ვ)ქართველ მეფეთა სკიპტრა და გვირგვინი-თეიმურაზი და ვახტანგი;
2. კირილეს ახდენილი სიხმარი (მოკლე შინაარსი);
3. ბაში-აჩუკის დახასიათება (ბავშვობა,ყრმობა,პატრიოტიზმი,შეუპოვრობა და სიყვარული);
4. გათათრებული ქართველის რჯულშეურყეველი გენი, გულში მიძინებული ეროვნულ-პიროვნული
ღირებულებები-აბდულშაჰილის დახასიათება.
5. ქართველ ქალთა სახეები (მელანო,პირიმთვარისა და პირიმზისა;
(27)
6. დასკვნა:
ა)აკაკი წერეთლის პატრიოტული სიამაყე ქართველ გმირთა სისხლით ამოტვიფრული ისტორიის
მიმართ-მამულსა და რჯულს ზვარაკად შეწირული გმირების ხოტბა. (ისტორიულ სირცხვილიან
ეპიზოდებზე ფრაგმენტული თრობის მანერა.)
ბ)ნაწარმოების დაწერის მიზანი“ჩვენ ფოთლები ვართ ხისა“... „ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ
მოიყვანს“...
გ)მეჩვიდმეტე საუკუნის გმირთა პანთეონი (ქეთევან წამებული, ცხრა ძმა ხერხეულიძე, ცხრა
მაჩაბელი...)
(28)
ქართველ პოეტთა საგალობლები-აღვლენილნი გმირთა სადიდებლად:
ქ ე თ ე ვ ა ნ ი
ის ბნელ საკანში მოსჩანს აზიზად,
ანგელოზივით დახრილი ფრთებით.
ხელში უპყრია ჯვარი ვაზისა,
ფრთხილად შეკრული ქალწულის თმები.
თვალებზე ცრემლი ვეღარ ეტევა,
შუქნათელ ხელებს აღაპყრობს მალულ...
დაჩოქებული სტირის ქეთევან,
ავედრებს ზეცას ხალხსა და მამულს.
და დილით, როცა გამოჰყავთ გარეთ,
ცრემლი არ უჩანს ღამეგანათევს...
გაეღიმება დედოფალს მწარედ
და გადაჰხედავს მახინჯ ჯალათებს.
ზიმზიმებს დასტა საჭურისების,
თავისუფლებას ჯვარზე აცვამენ.
შანთით დაუწვეს ბროლის კისერი
და მოვარვარე ცეცხლზე აწამეს;
მაგრამ ფერმიხდილს, სიცოცხლემიხდილს,
ვერ გაუტეხეს მაინც მხნე გული.
წამების ცეცხლზე ებრძოდა სიკვდილს,
იმედის სხივით გაცისკრებული.
(იოსებ ნონეშვილი)
(29)
ცხრა ძმა ხერხეულიძეს!
-----------------
ეს გაფრენილი ფაფარი, თუ მშობლიური ნისლია?
ვისია ცხრა ბედაური, ცხრა დარახტული ვისია?!
საით წავიდნენ ვაჟები, რად მიატოვეს რაშები,
რაშები თამაშ-თამაშა, ომებში ნათამაშები?!
მაინც ეს ერთი თეთრონი რა გულსაკლავად ჭიხვინებს,
ბედშავო, ვისაც ეძახი, ვაი რომ ვეღარ იხილე!
იმისი სული მტრედივით ცაში გაფრინდა ლაღადა,
აღარ გყავს შენი პატრონი, ხერხეულიძე აღათანგ!
ეს მშობლიური ქარია ჩვენი ალგეთის ველების
თუ სუნთქვა ქარბუქიანი ფაფარაყრილი მერნების?
მერნებო, ველურ ფლოქვებით მიწა ამაოდ დატორეთ,
ამაოდ გაფიცხებულხართ, ამაოდ უხმობთ პატრონებს,
ფოლადის ბეგთარიანებს ბნელში ამაოდ დაეძებთ:
ისინი მამულისათვის მარაბდის ველზე დაეცნენ!
ერთი მათგანი დაჭრილი უბეში დროშას მალავდა,
იწვა სისხლისგან დაცლილი... კურთხეულ იყოს მარაბდა!
ეს აწეწილი ფაფარი, თუ მშობლიური ნისლია?
ვისია ცხრა ბედაური, ცხრა დარახტული ვისია?
დაწრიალებენ, დაძრწიან ქაფმორეული ლაშებით…
მხედრებო, ასე უღმერთოდ რად მიატოვეთ რაშები?!
(ლადო ასათიანი) (30)
ქართველი დედა
ავტორი: სიმონ ჩიქოვანი
------------------
ცხრა ძე ჰყავდა, ჩხრა ვაჟკაცი დედას,
მოკაზმული ხმლით და მუზარადით
ქართლის დროშა დაულოცა მხედართ,
როს დაგვესხა მტერი მუხანათი.
შეჯირითდნენ გულადები ცეცხლში,
ჩაინერგეს მხოლოდ ვაჟკაცობა.
ამშვენებდათ საქართველოს ეშხი,
თვითეულმა ხმალი გააცოფა.
ერთი დასჭრეს და შეირხა დროშა...
დედა გაჩნდა, მკლავის ანაბარა,
მედროშე შვილს შეაშველა ლოცვა,
მომდევნო ძეს დროშა ჩააბარა. (31)
დასძახოდა: არ შეირყეს ტარი,
საქართველოს ძუძუს გაწოვებდით.
მტერი სჩეხეთ, შეაჩერეთ ქარი!
ვით სამრეკლო, რეკდა სასოებით.
დასძახოდა, თმები განიძარცვა,
თავდადებით აქეზებდა მხედართ,
ცხრა მარჯვენა დროშამ გადინაცვლა,
დაუხრელად დაუბრუნდა დედას.
არ ცივდება დედის ხმა და სისხლი,
ქართლის ნისლით სახე დაებანა,
მწვერვალივით ამშვენებდა ნისლი,
მისი თმები წვიმას დაემგვანა.
ფეხშიშველი წინ უძღოდა ლაშქარს
ანთებული დედა ქეთევანი.
------------------ (32)
ლადო ასათიანის „სალაღობო“
სალაღობო ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა,
ატმის ხესავით აფეთქებული და მოქნეული გავაზივითა.
ხომ ლამაზია ეს საქართველო,მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა,
ფართოდ გაშლილი და მოხატული თამარ დედოფლის დარბაზივითა.
“კაცის გული ისეთია, ვით მორევი შავი ზღვისა:
რაგინდ კარგი ცოლი ჰყავდეს, მაინც ენატრება სხვისა!”
დაუკარით,რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს,
გაისარჯოს და ბრძოლაში დაიხარჯოს!
გაუმარჯოს საქართველოს მზეს და ზეცას,
საქარველოს ძლიერებას გაუმარჯოს!
დაუკარით! ჯერ ხომ სისხლი გვიდგას ძარღვში,
ჯერ ხომ საროს ფოთლებიარ გასცვენია,
ჯერ ხომ მცხეთის სვეტიცხოვლის დიდ ტაძარში
საქართველოს ცხელი გული ასვენია!
დაუკარით! და იმღერეთ ისე მაგრად,
რომ ფილტვები გვეტკინოს და დაგვებეროს!
დაუკარით,რომ ჭაბუკნი ვიყოთ მარად,
რომ ცხოვრებამ ვერასდროს ვერ დაგვაბეროს!
დაუკარით! და იმღერეთ შადიანი,
(33)
ფიცხელ ომში რომ მღეროდა მაჩაბელი.
დაუკარით ძველებური დარდიანი,
დაუკარით არწივების ასაფრენი!
ცხრა ლახვარი რომ დამარტყათ ცხრაჯერ გულში,
მტრის ჯინაზე ცხრაჯერ მწარედ გავიცინებ,
დავიღლები საქართველოს სიყვარულში,
სასთუმალზე ერთხელაც არ დავიძინებ!
დაუკარით! მოასწარით,თორემ ჰერი…
და სიბერეც ძუ მგელივით მოგვიხტება.
დაუკარით ძველებური მოსალხენი
შავგვრემანებს შავი ჩოხა მოგვიხდება!
დაუკარით ძველებური ლოთიანი,
საათნოვა რომ მღეროდა შაიათანთან,
დაუკარით! განა ყველა ლოთი არი?!
განა ყველა სიყვარულით დაიშანთა?!
დაუკარით ძველებური ლოთიანი,
თორემ დარდი ღრუბელივით გასივდება,
გაფრინდება სიყმაწვილე შფოთიანი,
წრფელი გული,ცხელი გული გაცივდება!
“ვაჟკაცსა გული რკინისა,
აბჯარი თუნდა ხისანი, (34)
თვალნი ქორებულ მხედავნი,
ზედ მუხლნი შავარდნისანი”.
ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი,
მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა,
ატმის ხესავით აფეთქებული
და მოქნეული გავაზივითა.
ხომ ლამაზია ეს საქართველო,
მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა,
ფართოდ გაშლილი და მოხატული
თამარ დედოფლის დარბაზივითა!
------------------------------------------------------------------------------------------------------
სარჩევი:
1. სიუჟეტი-------------------1-18 გვ.
2. ფაბულა -------------------19-26 გვ.
3. გეგმა ----------------------27-28 გვ.
4. პოეტთა საგალობელი---29-35გვ.
(35)

More Related Content

What's hot

სწავლების სტრატეგიები
სწავლების   სტრატეგიებისწავლების   სტრატეგიები
სწავლების სტრატეგიებიshorenagavasheli
 
ფარნავაზი პირველი მეფე ქართლისა
ფარნავაზი პირველი მეფე ქართლისაფარნავაზი პირველი მეფე ქართლისა
ფარნავაზი პირველი მეფე ქართლისაTinatin Khutsishvili
 
გაპიროვნება
გაპიროვნებაგაპიროვნება
გაპიროვნებაstsotniashvili
 
სხეული და ნივთიერება
სხეული და ნივთიერებასხეული და ნივთიერება
სხეული და ნივთიერებაmarinamukbaniani
 
არჩილ სულაკაურის ,,ბიჭი და ძაღლი''
არჩილ სულაკაურის ,,ბიჭი და ძაღლი''არჩილ სულაკაურის ,,ბიჭი და ძაღლი''
არჩილ სულაკაურის ,,ბიჭი და ძაღლი''Manana Svanadze
 
ზედსართავი სახელის-ხარისხის-ფორმები
ზედსართავი სახელის-ხარისხის-ფორმებიზედსართავი სახელის-ხარისხის-ფორმები
ზედსართავი სახელის-ხარისხის-ფორმებიsofojgerenaia
 
ფრაზეოლოგიზმები
ფრაზეოლოგიზმებიფრაზეოლოგიზმები
ფრაზეოლოგიზმებიlela64
 
ტრაპეცია
ტრაპეციატრაპეცია
ტრაპეცია23shcool
 
გრიგოლ ხანძთელის ნაკვალევზე
გრიგოლ ხანძთელის ნაკვალევზეგრიგოლ ხანძთელის ნაკვალევზე
გრიგოლ ხანძთელის ნაკვალევზეsophikojanashia
 
წყლის ანომალია და წყალბადური ბმა
წყლის ანომალია და წყალბადური ბმაწყლის ანომალია და წყალბადური ბმა
წყლის ანომალია და წყალბადური ბმაtamari matoshvili
 
ჰორიზონტი და მისი მხარეეები
ჰორიზონტი და მისი მხარეეებიჰორიზონტი და მისი მხარეეები
ჰორიზონტი და მისი მხარეეებიRusudan Gorgadze
 
ფესვის აგებულება
ფესვის აგებულებაფესვის აგებულება
ფესვის აგებულებაqetevan nandoshvili
 
განთიადი აკაკი წერეთელი
განთიადი  აკაკი წერეთელიგანთიადი  აკაკი წერეთელი
განთიადი აკაკი წერეთელიrusudan paqsadze
 

What's hot (20)

სწავლების სტრატეგიები
სწავლების   სტრატეგიებისწავლების   სტრატეგიები
სწავლების სტრატეგიები
 
ფარნავაზი პირველი მეფე ქართლისა
ფარნავაზი პირველი მეფე ქართლისაფარნავაზი პირველი მეფე ქართლისა
ფარნავაზი პირველი მეფე ქართლისა
 
გაპიროვნება
გაპიროვნებაგაპიროვნება
გაპიროვნება
 
სხეული და ნივთიერება
სხეული და ნივთიერებასხეული და ნივთიერება
სხეული და ნივთიერება
 
არსებითი სახელი
არსებითი სახელი არსებითი სახელი
არსებითი სახელი
 
ზმნა
ზმნა ზმნა
ზმნა
 
დავით გურამიშვილი IX კლასი
დავით გურამიშვილი IX კლასიდავით გურამიშვილი IX კლასი
დავით გურამიშვილი IX კლასი
 
იაკობ მანსვეტაშვილის "მოგონებანი" და გიორგი შატბერაშვილის "საუკუნო საგზალი...
იაკობ მანსვეტაშვილის "მოგონებანი"    და გიორგი შატბერაშვილის "საუკუნო საგზალი...იაკობ მანსვეტაშვილის "მოგონებანი"    და გიორგი შატბერაშვილის "საუკუნო საგზალი...
იაკობ მანსვეტაშვილის "მოგონებანი" და გიორგი შატბერაშვილის "საუკუნო საგზალი...
 
არჩილ სულაკაურის ,,ბიჭი და ძაღლი''
არჩილ სულაკაურის ,,ბიჭი და ძაღლი''არჩილ სულაკაურის ,,ბიჭი და ძაღლი''
არჩილ სულაკაურის ,,ბიჭი და ძაღლი''
 
ზედსართავი სახელის-ხარისხის-ფორმები
ზედსართავი სახელის-ხარისხის-ფორმებიზედსართავი სახელის-ხარისხის-ფორმები
ზედსართავი სახელის-ხარისხის-ფორმები
 
ფრაზეოლოგიზმები
ფრაზეოლოგიზმებიფრაზეოლოგიზმები
ფრაზეოლოგიზმები
 
სულხან- საბა ორბელიანი
სულხან- საბა ორბელიანი სულხან- საბა ორბელიანი
სულხან- საბა ორბელიანი
 
ტრაპეცია
ტრაპეციატრაპეცია
ტრაპეცია
 
გრიგოლ ხანძთელის ნაკვალევზე
გრიგოლ ხანძთელის ნაკვალევზეგრიგოლ ხანძთელის ნაკვალევზე
გრიგოლ ხანძთელის ნაკვალევზე
 
ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიოგრაფია და "ფიქრნი მტკვრის პირას"
ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიოგრაფია და "ფიქრნი მტკვრის პირას"ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიოგრაფია და "ფიქრნი მტკვრის პირას"
ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიოგრაფია და "ფიქრნი მტკვრის პირას"
 
წყლის ანომალია და წყალბადური ბმა
წყლის ანომალია და წყალბადური ბმაწყლის ანომალია და წყალბადური ბმა
წყლის ანომალია და წყალბადური ბმა
 
ჰორიზონტი და მისი მხარეეები
ჰორიზონტი და მისი მხარეეებიჰორიზონტი და მისი მხარეეები
ჰორიზონტი და მისი მხარეეები
 
ზმნიზედა
ზმნიზედა ზმნიზედა
ზმნიზედა
 
ფესვის აგებულება
ფესვის აგებულებაფესვის აგებულება
ფესვის აგებულება
 
განთიადი აკაკი წერეთელი
განთიადი  აკაკი წერეთელიგანთიადი  აკაკი წერეთელი
განთიადი აკაკი წერეთელი
 

Similar to აკაკი წერეთლის "ბაში- აჩუკი" (ფაბულა და სიუჟეტი სრულად)

XVIII-XIX-საუკუნის-ევროპული-ეთნოლოგია-სამეგრელოს-შესახებ (1).pptx
XVIII-XIX-საუკუნის-ევროპული-ეთნოლოგია-სამეგრელოს-შესახებ (1).pptxXVIII-XIX-საუკუნის-ევროპული-ეთნოლოგია-სამეგრელოს-შესახებ (1).pptx
XVIII-XIX-საუკუნის-ევროპული-ეთნოლოგია-სამეგრელოს-შესახებ (1).pptxLukaKitia
 
ისტორიის პარალელები ქართულთან
ისტორიის პარალელები ქართულთანისტორიის პარალელები ქართულთან
ისტორიის პარალელები ქართულთანnino abuladze
 
საქართველო / Грузия / Georgia
საქართველო / Грузия / Georgiaსაქართველო / Грузия / Georgia
საქართველო / Грузия / GeorgiaMegi Diasamidze
 
ეზოპე .იგავები
ეზოპე .იგავებიეზოპე .იგავები
ეზოპე .იგავებიIrina Zaqareishvili
 
ვაჟა ფშაველა
ვაჟა  ფშაველავაჟა  ფშაველა
ვაჟა ფშაველაgtsitsino
 

Similar to აკაკი წერეთლის "ბაში- აჩუკი" (ფაბულა და სიუჟეტი სრულად) (12)

ბედი ქართლისა.pptx
ბედი ქართლისა.pptxბედი ქართლისა.pptx
ბედი ქართლისა.pptx
 
ილია ჭავჭავაძის პოემა "აჩრდილი"
ილია ჭავჭავაძის პოემა "აჩრდილი"ილია ჭავჭავაძის პოემა "აჩრდილი"
ილია ჭავჭავაძის პოემა "აჩრდილი"
 
ნოდარ დუმბაძის " კორიდა"
ნოდარ დუმბაძის " კორიდა" ნოდარ დუმბაძის " კორიდა"
ნოდარ დუმბაძის " კორიდა"
 
ეშმაკი და სენიორიტა პრიმი პაულო კოელიო
ეშმაკი და სენიორიტა პრიმი   პაულო კოელიოეშმაკი და სენიორიტა პრიმი   პაულო კოელიო
ეშმაკი და სენიორიტა პრიმი პაულო კოელიო
 
თედო რაზიკაშვილის "მონადირე"
თედო რაზიკაშვილის "მონადირე" თედო რაზიკაშვილის "მონადირე"
თედო რაზიკაშვილის "მონადირე"
 
XVIII-XIX-საუკუნის-ევროპული-ეთნოლოგია-სამეგრელოს-შესახებ (1).pptx
XVIII-XIX-საუკუნის-ევროპული-ეთნოლოგია-სამეგრელოს-შესახებ (1).pptxXVIII-XIX-საუკუნის-ევროპული-ეთნოლოგია-სამეგრელოს-შესახებ (1).pptx
XVIII-XIX-საუკუნის-ევროპული-ეთნოლოგია-სამეგრელოს-შესახებ (1).pptx
 
მოსწავლის პრეზენტაცია
მოსწავლის პრეზენტაციამოსწავლის პრეზენტაცია
მოსწავლის პრეზენტაცია
 
კონსტანტინე გამსახურდიას "დიდი იოსები" (შინაარსი კომენტირებით)
კონსტანტინე გამსახურდიას "დიდი იოსები" (შინაარსი კომენტირებით)კონსტანტინე გამსახურდიას "დიდი იოსები" (შინაარსი კომენტირებით)
კონსტანტინე გამსახურდიას "დიდი იოსები" (შინაარსი კომენტირებით)
 
ისტორიის პარალელები ქართულთან
ისტორიის პარალელები ქართულთანისტორიის პარალელები ქართულთან
ისტორიის პარალელები ქართულთან
 
საქართველო / Грузия / Georgia
საქართველო / Грузия / Georgiaსაქართველო / Грузия / Georgia
საქართველო / Грузия / Georgia
 
ეზოპე .იგავები
ეზოპე .იგავებიეზოპე .იგავები
ეზოპე .იგავები
 
ვაჟა ფშაველა
ვაჟა  ფშაველავაჟა  ფშაველა
ვაჟა ფშაველა
 

More from ნიტა მაისურაძე (98-საჯარო სკოლა) https://nitamaisuradze.blogspot.com/

More from ნიტა მაისურაძე (98-საჯარო სკოლა) https://nitamaisuradze.blogspot.com/ (16)

ილუსტრირებული ლექსიკონი
ილუსტრირებული ლექსიკონიილუსტრირებული ლექსიკონი
ილუსტრირებული ლექსიკონი
 
გაკვეთილები (გრამატიკის მოდული)
გაკვეთილები (გრამატიკის მოდული)გაკვეთილები (გრამატიკის მოდული)
გაკვეთილები (გრამატიკის მოდული)
 
"ამბავი როსტევან არაბთა მეფისა" (V კლასი)
"ამბავი როსტევან არაბთა მეფისა" (V კლასი)"ამბავი როსტევან არაბთა მეფისა" (V კლასი)
"ამბავი როსტევან არაბთა მეფისა" (V კლასი)
 
რიცხვითი სახელი
რიცხვითი სახელი რიცხვითი სახელი
რიცხვითი სახელი
 
პრეტესტი მორფოლოგიაში (არსებითი სახელი)
პრეტესტი მორფოლოგიაში (არსებითი სახელი)პრეტესტი მორფოლოგიაში (არსებითი სახელი)
პრეტესტი მორფოლოგიაში (არსებითი სახელი)
 
ნაცვალსახელი
ნაცვალსახელი ნაცვალსახელი
ნაცვალსახელი
 
მეტყველების დამხმარე ნაწილები
მეტყველების დამხმარე ნაწილები მეტყველების დამხმარე ნაწილები
მეტყველების დამხმარე ნაწილები
 
ზედსართავი სახელი
ზედსართავი სახელიზედსართავი სახელი
ზედსართავი სახელი
 
აკაკი წერეთელი ("ჩემი თავგადასავალი")
აკაკი წერეთელი ("ჩემი თავგადასავალი")აკაკი წერეთელი ("ჩემი თავგადასავალი")
აკაკი წერეთელი ("ჩემი თავგადასავალი")
 
პოეტისა და პოეზიის დანიშნულების საკითხი ილიასთან,აკაკისთან და ვაჟასთან
პოეტისა და პოეზიის დანიშნულების საკითხი ილიასთან,აკაკისთან და ვაჟასთანპოეტისა და პოეზიის დანიშნულების საკითხი ილიასთან,აკაკისთან და ვაჟასთან
პოეტისა და პოეზიის დანიშნულების საკითხი ილიასთან,აკაკისთან და ვაჟასთან
 
კითხვარი (ილია ჭავჭავაძის "აჩრდილი")
კითხვარი (ილია ჭავჭავაძის "აჩრდილი")კითხვარი (ილია ჭავჭავაძის "აჩრდილი")
კითხვარი (ილია ჭავჭავაძის "აჩრდილი")
 
დავით კლდიაშვილის "დარისპანის გასაჭირი"
დავით კლდიაშვილის "დარისპანის გასაჭირი" დავით კლდიაშვილის "დარისპანის გასაჭირი"
დავით კლდიაშვილის "დარისპანის გასაჭირი"
 
პრეტესტი ("ანდერძი")
პრეტესტი ("ანდერძი")პრეტესტი ("ანდერძი")
პრეტესტი ("ანდერძი")
 
ვაჟა -ფშაველას "ჩემი ვედრება"
ვაჟა -ფშაველას "ჩემი ვედრება"ვაჟა -ფშაველას "ჩემი ვედრება"
ვაჟა -ფშაველას "ჩემი ვედრება"
 
"დიდი იოსები" (თემები)
"დიდი იოსები" (თემები) "დიდი იოსები" (თემები)
"დიდი იოსები" (თემები)
 
ჭაბუა ამირეჯიბის "დათა თუთაშხია"
ჭაბუა ამირეჯიბის "დათა თუთაშხია"ჭაბუა ამირეჯიბის "დათა თუთაშხია"
ჭაბუა ამირეჯიბის "დათა თუთაშხია"
 

აკაკი წერეთლის "ბაში- აჩუკი" (ფაბულა და სიუჟეტი სრულად)

  • 2. ნაწარმოების სიუჟეტი (მოკლე შინაარსი) თავი I მოთხრობის დასაწყისში ვეცნობით ზაალ არაგვის ერისთავსა და მის მეუღლე მარიამს, რომელმაც ქმარს მოძღვარ კირილეს წინასწარმეტყველური სიზმრის შესახებ უამბო. ზაალმა უმალ იხმო კირილე და თავად მოისმინა მოგვიანებით გაცხადებული სიზმარი: ალავერდის მონასტერს გველეშაპი დაჰპატრონებოდა,მასთან საბრძოლველად გამოემართა სამი მეომარი,რომლებმაც შეშინებული ხალხი გაამხნევეს,თუმცა თავად ძალამილეულნი ის იყო დანებებას აპირებდნენ,რომ მათთან თეთრ ცხენზე ამხედრებული კაცი გამოჩნდა,რომელმაც განგმირა საზარელი გველეშაპი და გაუჩინარდა... თავი II ზაალს კახეთიდან „თავშიშველი“ ბაში-აჩუკი“ ესტუმრა ფირმანით,რითაც მისი სიძე ბიძინა ჩოლოყაშვილი აუწყებდა ,რომ ელიზბარ და შალვა ერისთავებთან ერთად აჯანყებას გეგმავდა.“ქრისტიანობა ამოვარდა,წირვა-ლოცვა აღარ არის,ზარების რეკა აღარ ისმის,ხატები შეურაცხყვესო“,-სწერდა ბიძინა ზაალს. 1
  • 3. ამ პერიოდში ქართლის მეფე ვახტანგV (1658-1675) იყო-შაჰნავაზად წოდებული, რომელიც ირანში გაამაჰმადიანეს და ქართლის მეფედაც შაჰ-აბას II-მ დასვა. ამ ფირმანმა აღაშფოთა ზაალი უფრო კი იმიტომ,რომ ქართლის მეფეს განარისხებდა შეთქმულთა ჩანაფიქრი,მაგრამ ბაში-აჩუკმა დაამშვიდა:“ვახტანგი,მართალია,გათათრებულია,მაგრამ გული მაინც ჩვენსკენ უფრო აქვსო“. ის იყო უარით გასტუმრებას აპირებდა,რომ ზაალს მეუღლემ კირილეს სიზმარი გაახსენა. ამასობაში ქსნის ერისთავებიც მოვიდნენ სტუმრად,მოძღვარმა კი დაწვრილებით უამბო ყოველივე,ხოლო თითოეულ მათგანში ზმანების გმირები შეიცნო. ამის გამგონე ზაალი დასთანხმდა შეთქმულებს და თანადგომა აღუთქვა, წერილობითი დასტური კი ბაში-აჩუკს გაატანა ბიძინა ჩოლოყაშვილთან. 2
  • 4. თავი III ბაში-აჩუკის მამა -ბაქარა ბაქრაძე მეფის ერთგული მსახური იყო,შვილის ნატრულს ურჩიეს,რომ ვაჟისთვის გლახუნა დაერქმია. მართლაც ამ სახელის შერქმევის შემდეგ ჯანმრთელი ვაჯკაცი შეეძინათ,მალევე ორი კიდევ ორი ტყუპი ქალიშვილის დაბადებამ გააბედნიერა ოჯახი. ბაქარს უმცროსი ძმა-კიკო ჰყავდა,- ყოვლად გარეწარი,ლხინდა და ღრეობას აყოლილი, თუმცა მტარვალმა წუთისოფელმა სწორედ მის ანაბარა დატოვა გლახა და მისი დები, სახადმა რომ დააობლა ბავშვები. ბიძამ ტყუპები მღვიმის მონასტერში გახიზნა,ვაჟი კი ნებაზე მიუშვა. ბედის ანაბარა დარჩენილი გლახუნა საამაყო ვაჯკაცი დადგა,მამაცი და კარგი მსროლელი გაიზარდა.თავადმა წერეთელმა მოოქროვილი ყირიმიც კი აჩუქა,თავადიშვილს კი გულში გლახუნას სიყვარული ჩავარდნოდა. „ვეფხისტყაოსნის სიუჟეტივით განვითარდა მათი ტრფობის ისტორია,წერეთლის ქალს პირისფარეშმა უასმათა... გლახუკა კი ავთანდილობდა... შეკაზმა „აფხაზურა“ და აღმოსავლეთს გაეშურა, თავადიშვილი კი თინათინივით ელოდა საგმირო საქმეთა-ფათერაკთა მაძიებელ რაინდს... ამიტომაც გადალახა გლახუნამ აფხაზურათი აზვირთებული არაგვი, ზაალს რომ ეახლა , მაგრამ ერთგულ პირუტყვს ვეღარ უშველა თავად მრისხანე მდინარეს ძლივსგადარჩენილმა,სანაცვლოდ მასპინძელმა „არაბულა“უსახსოვრა სტუმარს. 3
  • 5. თავი IV კახეთის მეფე თეიმურაზ I იყო ქეთევან წამებულის შვილი... ორი წერილი მიეღო მეფეს… ორი გზა ჰქონდა არჩევანის გასაკეთებლად და ქვეყნის ბედის გადასაწყვეტად-ან სპარსეთი , ან ჩრდილოეთი... შაჰის რისხვაც უნდა გაეთვალა , თუ მასთან კავშირის გაწყვეტას დააპირებდა... შასი იმუქრებოდა კიდეც წერილში და მადლიერებას აიძულებდა: თურქებმა რომ არ გაგანადგურეს,ჩვენი მფარველობის წყალობააო... თეიმურაზმა იმავე დღს მოიწვია მთავარნი და დიდებულნი სასახლეში სადარბაზოდ და ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა: გაეწყვიტათ კავშირი სპარსეთთან და მიჰკედლებოდნენ ჩრდილოეთს!... 4
  • 6. თავი V (მეხუთე თავი ტექსტთან ახლოს დასაწერად,მოსათხრობად და საზეპირო ადგილების გამოყენებით,ამიტომ არ ვამოკლებთ შინაარსს) „მრისხანებით აღტაცებული შაჰ-აბაზი ცეცხლითა და მახვილით შემოეჭრა კახეთს და მუსრი გაავლო: ციხე-ქალაქები დააქცია, სოფლები ააოხრა, ტაძრები დაანგრია და შებღალა. ვინც კი მთაში ვერ გაასწრო და გაუხიზნავი დარჩა – დაიღუპა. სიბრალული აღარსად იყო და მდინარეებს სისხლის ღვარი ერთვოდა. ამ უბედურებამ ლანგ-თემურის დროებასაც კი გადააჭარბა... მძვინვარე შაჰმა, რაც გასწყვიტა, გასწყვიტა და, რაც არა, ათასობით და ათი ათასობით სპარსეთში გადაასახლა! ამათ მოადგილედ ულუსები გადმოასახლა და გაღმა-გამოღმა ალაზნის პირები დაიჭირა. მაჰმადიანები ყოველი მხრით ულოცავდნენ გამარჯვებას ირანის ლომს, მაგრამ თვითონ ლომს კი გული უკვნესოდა: „ეს გამარჯვება დამარცხებაზედაც უარესია, - ამბობდა გუნებაში. – აი სად ვიგრძენ ჩემი უძლურება!.. ერთზე ათი მომყავს, ათზე – ასი და მაინც ვერასა ვხდები! ჩემი მთავარი ძალ-ღონე შემოვალიე მარტო ამ კახეთს და ეს ხომ მცირედი ნაწილია საქართველოსი?.. მაშ მთელი საქრისტიანო როგორღა ჩავიგდო ხელში? არ ჩავიგდო და მაშინ ხომ სპარსეთსაც უნდა გამოვეთხოვო?! ეს დასავლეთ-აღმოსავლეთის გზა და ხიდი, ეს ხმელთაშუა კარები, ეს პატარა ქვეყანა თუ ხელში არ ჩავიგდე, რა იქნება უმისოდ ჩემი დიდი სამეფო? უზარმაზარი ციხე უგალავნოდ, ადრე თუ გვიან ადვილად ასაღები და დასანგრევი!.. არა, საქართველო ის ნატვრისთვალია, რომელიც ხელში უნდა იგდოს სპარსეთმა!.. იგდოს? ჰმ!.. თქმა ადვილია! რას გააწყობ იმ ხალხთან, რომელსაც რჯული და ეროვნება ერთმანეთზე გადაუბამს, შეუხორცებია და სულს ხორცზე მაღლა აყენებს?.. საარაკო ლანგ-თემურმა მხოლოდ აქ იგრძნო თავისი კოჭლობა, როცა ამ პატარა „ქვეყნის ქვაკუთხედს“ წამოჰკრა ფეხი. 5
  • 7. ვაითუ ირანის ლომმაც აქ ამოიძუოს კუდი?! ხალხი, რომელსაც სხეული გაუკაჟებია და სული აუმაღლებია, საშიშია!.. ჯერ უნდა სხეული დაუდუნდეს, სული დაუმდაბლდეს და მერე, მხოლოდ მერე შეიძლება მისი მოდრეკა!.. ჰო, სწორედ! სწორედ! ზოგან, სადაც ცული ვერ გამოდგება, იქ პატარა ხერხს გააქვს და გამოაქვს ხოლმე!.. იქ, სადაც ლომის ტოტი ვეღარას სთესავს, მელიის კუდმა უნდა მოიმკოსო!..“ ასე გადაწყვიტა ძლიერმა და კიდეც შესცვალა თავისი გმირული, პირდაპირი პოლიტიკა საქვეშქვეშო-სავერაგოზე. – იმ დღიდან დაუტკბა მისგან აოხრებულ ქვეყანას და რისხვა წყალობად შეუცვალა. – ერთთავად მიფენილი მზის სხივები თვალის ჩინს ართმევენ კაცსა და სწორმხედველობას აკარგვინებენ... ყეენის უხვმა წყალობამ დააბრმავა კახეთი. კუჭმა გულს სძლია, სულმა ხორცს დაუთმო და ნელ-ნელა, „დღეს-ხვალობით“ ქვეყანამ შეტოპა საფრთხეში. მოწინავე გუნდს და მათ მეთაურებს ტყუილად კი არ უსვამდა თავზე ხელს სპარსეთის ახალი პოლიტიკა! სასახლის კარზე უპირველესი ადგილები დაიჭირეს ქართველებმა და ადვილად გამდიდრებულები მიეცნენ მცონარებას. არც ნიჭი, არც ცოდნა და არც სხვა რამ კაცური ღირსება არ სჭრიდა. რომელიმე პირადობის ასამაღლებლად საკმაო იყო მხოლოდ თავდადებული ერთგულება სპარსეთისადმი და სამშობლოს ნელ-ნელა გაწირვა. – ვინც ქართველობას არ ივიწყებდა, ის იჩაგრებოდა და წინ ბიჯის წადგმას ვერ ახერხებდა, გინდ გმირთა-გმირიც ყოფილიყო!.. ამას ხედავდა შაჰ-აბაზი და გულში იცინოდა, სიკვდილის შემდეგაც ანდერძად დაუგდო მემკვიდრეებს ირანის ლომმა იგივე პოლიტიკა და მიტომაც ერთ საუკუნესაც არ გაევლო ჯერ, რომ აღმოსავლეთი საქართველო ნახევრად გათათრდა. შემოვიდა ხალხში სპარსული ზნე, ჩვეულება, რჯული და კანონი!.. ქართველს ქართველობა აღარ ეტყობოდა!.. ენა შეიბღალა, დიდ ოჯახებში ქართულად ლაპარაკი კიდეც ერცხვინებოდათ... სამრთალი უცხო ენაზე იყო, წირვა-ლოცვის და გალობის კილო შეიცვალა, მღვდელმთავრების მოადგილედ ახუნდები გახდნენ და მსაჯულ-მოძღვრებად – მოლა-ყადები. 6
  • 8. ამან ყოველივემ ისე გარყვნა ხალხი, რომ ქართველი ქართველზევე მეზვერეობდა და ბოლოს ისე დაუძლურდა, რომ თვით სპარსელების საზიზღარ-გასაკიცხი შეიქნა ოდესმე სახელგანთქმული ქართველობა. ასე რომ, შაჰ-აბაზ მეორის დროს, ქალაჩუნობა სრულიად საჭირო აღარ იყო და პირდაპირაც თავში დაუწყეს ცემა დაუძლურებულ ქვეყანას. საკენკით მიტყუებული და ალერსით თვალახვეული კახეთი მიხვდა, რომ უბედურებაში იყო ჩავარდნილი, მაგრამ თანვე იგრძნო თავისი უძლურებაც და გაკმინდა ხმა. - „სულ არაობას ცალუღელი ხარი სჯობიაო“, - სთქვა თავის სანუგეშებლად და წაუშვირა კისერი უღელს!.. ვინც ადრე ამილახვრობას, ამირეჯიბობას, ეშიკაღაბაშობას და ამირბარობას არად აგდებდა, დღეს იმათ ჩაფრობაც კი ენატრებოდა. სიღარიბე უფრო მაღალ წოდებას დაეტყო და შიმშილით გამწარებული თავადაზნაურობა დაბალ წოდებას დააწვა თავზე... ერთმანეთშიაც ისე აირ-დაირიენ, რომ სისხლ- ხორცობა აღარასა ნიშნავდა და ნათესავი ნათესავს აღარ ზოგავდა, ოღონდ კი ჩამორჩენოდა რასმე! თავის წმინდანები რომ აღარ აგონდებოდათ, „ყეენის თავის მზეს“ ფიცულობდნენ!.. და თუ აქა-იქ სადმე თავადაზნაურობაში რიგიანი ვინმე გამოერეოდა, ჯერ კიდევ გადაურჯულებელი და სამშობლოს მოჭირისუფლე, თავისიანებსავე არ მოსწონდათ და უკიჟინებდნენ. გლეხობას კი, იმ მუშა ხალხს, რომელიც ყოველდღე მამა-პაპების მოწამურ სისხლს, სამშობლოს მთა-ბარზე მსხვერპლად დათხეულს, პატიოსან შრომის ოფლს აღვრიდა, არ ჰქონდა ჯერ კიდევ საერო კავშირი გაწყვეტილი... მზად იყო, რომ კვარივით ანთებულიყო, და უცდიდა მხოლოდ ნაპერწკლებს, საიდანმე მონაკვესს!!. ამ დრო, სწორედ ამ დროს ცხოვრობდა კახეთში ახმეტის მებატონე ბიძინა ჩოლოყაშვილი, ბუნებისგან უნაკლულოდ შემკული, რომლის გულიც ვერაფრით ვერ მოიგეს თათრებმა, ვერც რისხვითა და ვერც წყალობით. 7
  • 9. კახელებს უკვირდათ მისი ახირებულობა და ათვალწუნებული ჰყავდათ... „გაგონილაო, - ამბობდნენ თავადები, - ბედი კარზე მისდგომია და ეგ კი ჭირვეულობს... შინ არ უშვებსო!.. ყეენის თავის მზემ, ჩვენ უნდა ვიყოთ მაგის ადგილას, რომ ქვეყანა გავაკვირვოთ და მტრებს თვალები დავუყენოთო“. ამისთანაები ბევრი რამ ესმოდა ბიძინას, მაგრამ ხმას არ იღებდა... მხოლოდ ნაღვლიანად აქნევდა თავს. ერთ დღეს ბიძამისი ჯანდიერი ესტუმრა. ეს ჯანდიერი ისეთ კაცთაგანი იყო, რომელიც აქეთაც არის და იქითაც: დროს შეჰყურებს!.. ხან წაღმა ჰხნავს და ხან უკუღმა ჰფარცხავს!.. თათრების წყალობით გადიდკაცებულს, დიდი გავლენა ჰქონდა კახეთზე. თითქმის პირველი ვეზირი იყო მთავარმართებლის!.. მის უკითხავად ფეიქარ-ხანი წყალსაც არ დააქცევდა და ახლაც თურმე იმას გამოეგზავნა მოციქულად ჩოლოყაშვილთან. სადილზე ნელ-ნელა სიტყვა შეაპარა მასპინძელს და გამოიწვია სალაპარაკოდ: „ჩემო დისწულო, - უთხრა სხვათა შორის, - მე მხოლოდ შენი ახირებულობა მაკვირვებს!.. ღვთის მოცემული ყოველიფერი ბევრი გაქვს... ჭკუა არ გაკლია და გონება! ბედიც გწყალობს, მაგრამ შენ კი შენი თავის მტერი ხარ!.. მითქვამს და კიდევ გეტყვი, რომ იქ, სასახლის კარზე, ბედნიერება მოგელის და შენ კი აქ მოგიკეცია ნაცარქექიასავით!.. რას ჩააკვდი ამ ახმეტას? სად გაგექცევა, შენი არ არის? კაცობა ის არის, რომ შორიდან მოიხვეჭო“. - კაცია და გუნება, ბიძაჩემო!.. მე აქაც კმაყოფილი ვარ!.. ცოტა წმინდა მირჩევნია ბევრ უწმინდურს!.. 8
  • 10. - უწმინდურს?! როგორ თუ უწმინდურს?!. მაშ ჩვენ სულ გასვრილები ვყოფილვართ, სასახლის კარზე ვინცა ვართ? - მე მხოლოდ ჩემ თავზე მოგახსენებ. - შემცდარი ხარ!.. შეხედე სხვებს, როგორ ხმარობენ დროს და რარიგადა ცხოვრობენ!.. ღმერთმა ნუ მოგვიშალოს ყეენის თავის მზე!.. დღეს, მისი წყალობით, ავად თუ კარგად, ქვეყანა პურსა სჭამს. - ჰმ!.. შინ ლუკმას გვაცლიან პირიდან და გარედან კი ნასუფრალს გვიყრიან ძაღლებსავით. - რომ ეგეც აღარ გვექნეს, ხომ შიმშილით ამოვწყდებით?!. - უწმინდურ სიცოცხლეს მე წმინდა სიკვდილი მირჩევნია და, სანამ მოვკვდებოდე, მანამდე მაინც კიდევ ვეცდები, რომ ჩემი ლუკმა როგორმე დავიბრუნო. - გვიანღა არის, ჩემო დისწულო!.. ძალა აღმართს ხნავსო, არ გაგიგონია? ეგრე აღარ ჰფიქრობს ქვეყანა და შენ ერთი, მარტო, რას გააწყობ? ნათქვამია: „ერთი მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო“. - გაზაფხულს ვერც ერთი მოიყვანს და ვერც ათასი! მაგრამ თვითონ გაზაფხულს კი ერთიც მოჰყავს და ათასიც. ეგებ ჩვენი გაზაფხულიც მოდიოდეს!.. დღეს მე ვარ ერთი, ხვალ ათი იქნება და ზეგ ათასი!.. 9
  • 11. - კეთილი, მაგრამ ხშირად ადრე მოფრენილ მერცხალს სუსხი სცემს და სიცივე ჰკლავს. - მესმის, ბიძაჩემო, მაგრამ მაინც მე ჩამდათავად გაზაფხულის მახარობლობის დროს სიკვდილი მირჩევნია ზამთრის წინასწარმეტყველებაში მედიდურად სიცოცხლეს!.. ვიცი!.. განა არ ვიცი, რომ დიდკაცობა ტკბილია?.. სად თეირანი და სად ახმეტა? იქ ყოველიფერი თვალს იტაცებს, გრძნობა- გონებას ჰხიბლავს და კუჭს ატკბობს!.. მაგრამ კიდეც მაგისი მეშინია!.. არ მინდა, რომ ის გადამივარდეს გულიდან,რ აც უნდა სიკვდილამდე მახსოვდეს და ვეტრფოდე. აქ, ამ პატარა ახმეტაში, ყოველიფერი მალამოდ ეცხება ჩემს გრძნობა-გონებას: მიწა, წყალი, მთა, კლდე, ტყე და ველი, ყველა ერთად ნათესაურის კავშირით გადაბმულა ჩემთან!.. ვგრძნობ რაღაც ერთ სისხლხორცობას მათთან! ვგრძნობ და ჭირს ადვილად ვიტან!.. ამის სამაგიეროს რას მომცემს უცხოეთი?!. რად მინდა შენი გარეგანი თვალსატყუარი დიდკაცობა მაშინ, როდესაც დამალული გრძნობა-გონება იჩაგრება და სულს აჩიავებს?! ტკბილია შენი შარბათები, მაგრამ ვერ გავცვლი იმ ჩემ ღვინოზე, რომელიც ჩემი მამა-პაპის სისხლით არის წითლად შეფერილი!.. გემრიელია თქვენი მურასა-ლავაშები, მაგრამ მე მაინც ჩემი ქვეყნის პური მირჩევნია, ის პური, რომელშიაც ჩვენი ძველების ნაწილები ურევია... დიახ, ნაწილები!.. ჩვენი საყანეები მათის ძვლებითა და ხორცით არიან დაპოხიერებული!! მართალი არის ჩვენი გლეხკაცობა, როდესაც ღვინის დალევის დროს პირჯვარს იწერს და, პურის გატეხის წინეთ, ჯერ პურს ემთხვევა!.. ის წმინდა-წმინდათა, ზიარებაა ჩვენთვის... და ჩემს სამშობლოს რომ გავშორდე, სადღა მივიღო?!. არა, ბიძაჩემო, არა!.. ისინი ჩვენთვის უცხო არიან და ჩვენც იმათთვის!.. რაც ბუნებასა და საუკუნეებს არ შეუხორცებია, მისი შეწებება ტყუილია!.. არა გამოვა რა!.. ან განშორება და ან სიკვდილი!.. ორში ერთი აუცილებელია!.. 10
  • 12. ეს რომ სთქვა, წამოვარდა ზეზე, გავარდა აივანზე და დაიწყო გიჟივით სიარული... ჯანდიერმა გადააქნია თავი, „ვაიმე, ჩემო დისწულო, რა კაცი იღუპებიო?!“ – სთქვა მწუხარებიტ, გამოვიდა კარში, შეჯდა ცხენზე და გაუდგა გზას. დიდხანს იბორგა გაბოროტებულმა ბიძინამ და რომ დაიღალა, დღე და ღამის გაყრის დროს, ჩამოჯდა ტახტზე და გადახედა ალაზნის პირებს. ბნელი თანდათან იჭერდა არემარეს... თვალი სინათლესა ჰკარგავდა, მაგრამ სამაგიეროდ ყური ძალას იჩენდა... ალაზნის შხუილი, ნიავისაგან მოტანილი, თითქოს შესჩივის და შეჰხვნეშის მის გარეშემოს!.. ცაზე ვარსკვლავები აკიაფდნენ!.. მთვარე ჯერ კიდევ ისევ მთას ეფარა... მაგრამ ცოტაოდენად კი შემოსცინა ცის კიდეს. ეტყობოდა, რომ შორს აღარც ის იყო... აქვე ახლოს გაისმა შოლტის ტკაცუნი და ზედ „ოროველას“ ღიღინი მოჰყვა. „მადლობა ღმერთს, რომ კიდევ ერთი მშობლიური ხმა მესმის! – სთქვა ამომხვრით ბიძინამ. – დიდი ხანია, რაც ახალმა ცხოვრებამ გადაფხიკა კახელის გულისფიცარზე დღემდე ღრმად დაბეჭდილი მისი ისტორიული ნაგრძნობი და ნაფიქრები!.. ქართულ ტკბილ ღიღინს, ვაჟკაცურ შეხმატკბილებასა და სასოების მომგვრელ გალობას ბოლო მოუღო თათრულმა შექაქანებამ!.. ტკბილი ჩანგური და სალამური ზურნა-ჭიანურმა ჩაყლაპა!.. მხოლოდ ეს ორი სავალალო ხმა, „ოროველა“ და „მუმლი მუხასა“, კიდევ შერჩენია მუშა ხალხს... და, მადლობა ღმერთს, სანამ ესენიც არ მივიწყებულან, ჯერ კიდევ იმედია“ – წაილაპარაკა ბიძინამ. ამ დროს თავი ამოჰყო გადაღმიდან მთვარემ... ნელ-ნელა გადმოეშვა მთის წვეროზე, სამკურნალოდ მიჰფინ-მოჰფინა სხივებიცა და ქვეყანას, გამოაღვიძა სიბნელეში სულგანაბული არემარე, დაჰქროლა ნიავმა, აბიბინდა მდელო, აშრიალდნენ ფოთლები, შეირხნენ ბუჩქები და ერთხმად შეუჭიკჭიკეს ბულბულებმაც!.. 11
  • 13. ბნელით გამოსულმა ქვეყანამ სული მოიბრუნა და დანაღვლიანებულ ბიძინასაც გული დაუტკბა. – გზაზე გამოჩნდა ურემი... ნელ-ნელა მოდენიდა მეხრე კამეჩებს და „ღიღინს“ სათვალავს უხშირებდა: „ნუ ეძალები წყალდიდსა, უნდა ეძებდე ფონებსო... ხერხი სჯობია ღონესა, თუ კაცი მოიგონებსო!“ შემოსძახა მაღალის ხმით და თან „ხიოც“ მიაყოლა შოლტის გატლაშუნებით. – ბიძინა შეკრთა, უცბად წამოდგა ზეზე და ზეცას დაუწყო ყურება... დიდხანს ხმას არ იღებდა, ბოლოს – თითქო გამოერკვაო- წაილაპარაკა: ეს რა გავიგონე?! მიწამ შემომტყორცნა, თუ ცამ ჩამომბერა ეს საგულისხმო სიტყვები? „ხერხი სჯობია ღონესო!“ საიდანაც უნდა იყოს, სულ ერთია... უგანგებოდ ცაცა და მიწაც, ორივე მუნჯია! ჩემი დიდი ხნის გრძნობა-გონების ჭიდილი ამ ორმა სიტყვამ უნდა გადასწყვიტოს!.. დიახ! დიახ!! „ხერხი სჯობია ღონესაო!“ ხერხი! ხერხი!! მაგრამ ხერხი საქვეყნო და არა საპირადო!.. ციურნო მნათნო! თქვენ იყავით მოწმე ჩემი განზრახვის და თავდები ჩემი მოქმედების!.. თქვენ კიდევ ჩასული არ იქნებით, რომ მე მორჩილებით მივმართავ ალი-ყული-ხანს.“ თავი VI ტახტზე ყეენის აბრძანებას ზეიმობდნენ, ალვანის მინდორი ხალხით გაივსო. ფეიქარ-ხანი ჭიდაობის მოყვარული იყო და ხშირად იქცევდა თავს ამ სანახაობით. დღესასწაულზე ფალავნები გამოიყვანეს: აბდულშაჰილი,რომელსაც მოხერხებულობით სძლია ბაში-აჩუკმა და მიიმალა, ცხენოსნების შეძიბრზეც გლახუნამ იმარჯვა,განაწყენებულმა ფეიქარ-ხანმა მისი თავი (იგულისხმება მოკვლა) ათას ოქროდ შეაფასა. 12
  • 14. თავი VII იმერეთში ქართლის მეფე ვახტანგის შვილი არჩილი დასვეს , დიდებულებმა და ერისმთავრებმა სიხარულით დახვედრის ნიშნად საჩუქრები უბოძეს: აბაშიძემ განსაკუთრებით იმარჯვა და ათი ქალიშვილი მიართვა მეფეს ყეენთან გასაგზავნად. კიკო ბაქრაძემ ეს ამბავი თავად წერეთელს შეატყობინა და აბშიძის საჩუქრის გადაწონვა ურჩია... მღვიმის მონასტერს შეფარებული თავისი ტყუპი ძმიშვილების გაგზავნა შესთავაზა ყეენთან. ყოყმანობდა წერეთელი,მაგრამ ბოლოს გამოიყვანა მონასტრიდან დები და ვახტანგს მიჰგვარა... ვახტანგმა თორმეტი ასული ტყუპებიანად ყეენს გაუგზავნა,მაგრამ გზად თავს დაესხნენ და ქალიშვილები გაიტაცეს... ხალხისთვის იოლი გასაგები იყო,რომ ამ საქმეს ბაში-აჩუკი თავკაცობდა... ჭიდაობაში ძლეული ფალავანი აბდულშაჰილი ბაში-აჩუკს ყველგან დაეძებდა,მაგრამ არა ათასი ოქროსთვის,არამედ ვაჟკაცური ჟინი არ ასვენებდა. ტერტერას ანგარებიან ქვრივს -მაჭანკალ თიმსალ-მაკოს კი ჟილდო ისე სწყუროდა ,რომ ბაში- აჩუკის ასავალ-დასავალს ყველგან კითხულობდა, სწორ კვალსაც მალე დაადგა და თელავის მახლობლად თევდორაანთ მელანოს ესტუმრა. მელანოს თათრის ჯარში ჰყავდა ქმარი,ორ შვილს ზრდიდა ტყისპირა სოფელში. თიმსალ-მაკომ ვითომ ძილის წამალი დალია,დაელოდა ბაში- აჩუკის სტუმრობას,წადილი შეღამებისთანავე აუსრულდა. მეორე დღს კი გზას დაადგა... 13
  • 15. თავი VIII თიმსალ-მაკომ ყოველივე ყეენის ერთგულ ყმას-აბდულშაჰილს უამბო,მაგრამ მიპარვით თაბდასხმა იუკადრისა ვაჟკაცმა,თუმცა ესტუმრა მელანოს და ნაბრძანებისა და დაგეგმილის შესახებ გაანდო. დათქმულ დროს აბდულშაჰილი თავს დაესხა მელანოს სახლს,მაგრამ,რათქმაუნდა, იქ ბაში-აჩუკი არ დაუხვდა. თავი IX მრავალი დღე გალია აბდულშაჰილმა ბაში-აჩუკის ძებნაში შუამთის უდაბურ ტყეში შველი შეეფეთა, ესროლა და დაისრა,დაჭრილი შველი ბარბაცით გაუდგა გზას,მიჰყვა მონადირე და ულამაზეს ქალს გადააწყდა. ქალმა შეუხვია ჭრილობა შველს მანდილით,თათრის დანახვაზე კი შეკრთა და გული წაუვიდა. ვაჟკაცმა მოაბრუნა გულწასული მშვენიერი არსება, დაამშვიდა,ძმობა შეჰფიცა,ხელში აიყვანა და იმ სასახლის კართან მივიდნენ,შველი რომ მიუძღვებოდა. სანამ სასახლის შესასვლელი მოძებნა, ალაყაფთან დაბრუნებულს აღარც ქალი დაუხვდა და აღარც შველი... თავი X თიმსალ-მაკო მიუხვდა აბდულშაჰილს,რატომაც არ ჩაუვარდათ ხელში ბაში-აჩუკი თავდასხმის ღამეს და ყეენთან დააბეზღა ერთგული ყმა. მრისხანე ხანმა მისგან შუამთის მონასტერში შეხიზნული ლამაზმანების შესახებაც შეიტყო და მონასტრის აოხება ბრძანა-ქალებს ნამუსი აჰხადეთ და მერე დახოცეთო ყველა. ტაძრიდან ჯარის სარდალმა ულამაზესი ქალი გამოიყვანა,მისი მოკვლა გადაიფიქრა,რადგან შაჰის ცოლობისთვის ემეტებოდა. (14)
  • 16. მის „სულგრძელობას“ ქალმა მოტყუებით უპასუხა,რადგან შაჰის ცოლობას სიკვდილი ერჩია. დააჯერა,ვითომ ჯადო ჰქონდა,რომელიც გადაარჩენდა და ნათქვამის სიმართლეში დასარწმუნებლად სთხოვა,ხმალი დაეკრა გულში. მოტყუებულმა თათარმა შუაგააპო მშვენიერი ქალიშვილი... აბდულშაჰილი აწიოკებულ მონასტერს რომ მიადგა, განგმირული ქალი ნახა,შველთან ერთად ტყეში რომ იხილა,აიყვანა ხელში და წყაროსთან დაკრძალა,მას შემდეგ ხშირად ათენებდა ხოლმე საფიცარ სამარესთან... თავი XI ერთ ღამეს ფიქრებსშეხიზნულ აბდულშაჰილს თავს ის ქალი წაადგა,ვინც გარდაცვლილი ეგონა,მაგრამ ქალიშვილისგანვე შეიტყო,რომ ვაჟკაცს ტყუპისცალი და-პირიმთვარისა დაუკრძალავს,თვითონ კი პირიმზისა რქმევია. ერთმანეთს და-ძმობა შეჰფიცეს,ქალმა თათარი ბაში-აჩუკის საგუშაგოში წამოიყვანა. თავი XII საგუშაგოში ცეცხლის პირას პურობდნენ... მელანო თავს დასტრიალებდა მეინახეებს.ამ დროს შემოუძღვა პირიმზისა ძმობილს და თათრის დანახვაზე ყველა შეცბა.ქალმა დაამშვიდა ისინი,უამბო ყოველივე,ხოლო აბდულშაჰილმა ბავშვობის ისტორია მოუთხრო ყველას.როგორც გაირკვა,მის ყრმობაში ლეკები დასხმიან თავს სოფელს,იგი დედასთან ერთად ტყვედ წაუყვანიათ,ხოლო მისი უფროსი და მღვდელთან მიუბარებიათ ახლობლებს სხვა სოფელში. (15)
  • 17. ამ ამბავმა მელანოს ძმა აპოვნინა,აბდულშაჰილი გულში ჩაიკრა და დანარჩენებმაც თავისიანად იგულვესგათათრებული ქართველი ვაჟკაცი. თავები: XIII, XIV, XV ბაში-აჩუკმა სისხლში ამოსვრილი ფაფანაკი გაატანა აბდულშაჰილს ყეენთან იმის ნიშნად,რომ მისი მოკვლა შეძლო,და თან ურჩია,არ შეემჩნია ყოველივე,რაც თავს გადახდა და მოჩვენებითად ძველებურად თათართა მსახურად გაესაღებინა თავი... ახმეტიდან კი ცნობა მოვიდა,რომ ბიძინა ჩოლოყაშვილისათვის დამბლას ორივე ხელ-ფეხი წაურთმევიაო. სწორედ ამ ეპიზოდიდან იწყება ზაალისგან დასტურის წერილით დაბრუნებული ბაში-აჩუკის ჩამოსვლა ბიძინასთან. შეთქმულები გაერთიანდნენ,ფეიქარ-ხანმაც შეიტყო მოღალატე ჯანდიერის შესახებ. კახეთმა სძლია მტერს და ქართლშიც მოიტყა ყეენის ტახტი. 1659 წელსქართლ-კახეთმა ამოისუნთქა. ვახტანგ მეფე ქვეყნის გაერთიანებას ზეიმობდა,თუმცა ყეენის გამძვინვარების მოლოდინი მაინც ჰქონდათ. მალე შალვა,ელიზბარი და ბიძინა სპარსეთს გაამგზავრეს,ბაში-აჩუკი,აბდულშაჰილი და პირიმზისა იმერეთში გაიხიზნენ,კახეთში ბაში-აჩუკს გული აღარ უწევდა,რადგან მისი იქ ყოფნის მიზეზი-წერეთლის ქალი რაჭის ერისთავისთვის მიუთხოვებიათ, იმრეთში გაიგეს,რომ გმირები სპარსეთში უწამებიათ. ბაში-აჩუკმა შეიტყო თუ არა,რომ მისი სატრფო დაქვრივდა,მაშინვე მოიტაცა და ცოლად შეირთო. აბდულშაჰილის შთამომავლები აბდუშელიშვილები არიან,ხოლო ბაში-აჩუკისანი კი-ბაქრაძეები. (16)
  • 18. (17)
  • 19. დავალებები: 1. ისტორიული ექსკურსის მიხედვით კითხვარი პასუხებითურთ; 2. ნაწარმოების გეგმა; 3. პერსონაჟთა დახასიათება; 4. ნაწარმოების განხილვა; 5. მოთხრობის ფაბულა და სიუჟეტი,თემა და იდეა. (18)
  • 20. ნაწარმოების ფაბულა-ისტორიული ექსკურსი XVII საუკუნის საქართველო (წყარო: ლევან სანიკიძის „დედა -ისტორია“) “კვარცხლბეკიდან-უფსკრულამდე“;“ ყოფნა-არყოფნა“ „მას შემდეგ,რაც ჩვენმა ქვეყანამ დავით აღმაშენებლის (1089-1125), დემეტრე პირველის (1125-1156), გიორგი მესამისა (1156-1184) და თამარ მეფის (1184-1210) სამეფო-საქრისტიანო ინსიგნიებს-გვირგვინს, ტახტს,სკიპტრას,ხმალსა და ჯვარს ღირსების გვირგვინი დაადგა და იღორძინა თვითმყოფადობით, მეცამეტე საუკუნიდან მსოფლიო გრიგალმა წალეკა,დააძაბუნა და ფურცელ-ფურცელ ჩამოშალა ერთიანი საქართველოს დიდების გვირგვინი“,- ასე ეთხოვება საამაყო წარსულს მკვლევარი ლევან სანიკიძე და აღგვიწერს შინააშლილობითა თუ დაპყრობელთა ხშირი შემოსევებით დაძაბუნებული ქვეყნის მდგომარეობას: მეჩვიდმეტე საუკუნეში გაძლიერდა სპარსეთი,ირანის ხელმწიფე შაჰ-აბას პირველი თავს იწონებდა მის სამეფო კარზე ქართველთა სიმრავლით,ქართული ენის ცოდნით,მთავარსარდლად კი ტომით ქართველი ალავერდ-ხან უნდილაძე ჰყავდა,რომელმაც 30 000- იანი გაწვრთნილი არმია შეაიარაღა.“მთელი სპარსეთი მე მემორჩილება,მე კი უნდილაძეს ვემორჩილებიო“,-ამბობდა შაჰი,რომელსაც ოთხი ცოლი ქართველი ჰყავდა. 1603 წელს სპარსეთმა თურქეთს ომი გამოუცხადა.ერევანი თურქებს ეპყრათ,ომმა იგი ჩამოართვა და სპარსეთს გადასცა. ქართლში სვიმონის ძე გიორგი მეათე მეფობდა. (19)
  • 21. (20)
  • 22. კახეთის სამეფო ტახტი ალექსანდრე მეორეს ეპყრა. გიორგი მეათეც და ალექსანდრე მეორეც რუსეთთან ურთიერთობის განმტკიცებას აპირებდნენ,რომ შაჰიგან თავი დაეხსნათ. მიუხვდა შაჰი ჩანაფიქრს,გიორგი მოაწამვლინა,ხოლო ალექსანდრე საკუთარ გათათრებულ შვილს კონსტანტინეს მოაკვლევინა მამაც და ძმა გიორგიც. თათარმა კონსტანტინემ მამისა და ძმის მოკვეთილი თავები თმებით დაიჭირა და დროშასავით აღმართა, შემდეგ ირანს გაგზავნა,თავად კი კახეთის მეფედ დაჯდა. (ეს ეპიზოდი ნახსენებია ნაწარმოებში,როცა ჰყვედრიან მეფე თეიმურაზს წინაპართაგან გადმოყოლილ ცოდვებს „უბედურებაც ეგ არის, შვილო: გულში რომ შური შევა, მაშინ სულიც დასნეულდება! დიდი ცოდვაა, შვილო, შურიანობა და ჩვენ სამეფო ოჯახს რაღა ცოდვის მიმატება ეჭირვება? განსვენებული პაპამაგისი სულ იმას სჩიოდა, რომ ხალხი გამრავლდა, ქვეყანა გაშენდა და ჩემ კახეთში სანადირო ადგილები აღარსად დარჩაო!.. ამ საყვედურებით აწყენია ღმერთს და კიდეც გადახდა: დღემდის ვის გაუგონია საქართველოში, რომ შვილი მამასა დასტაკებოდეს, და ის კი მისმა შვილმა, დავით მეფემ, ამ თეიმურაზის მამამ, ციხეში ჩაამწყვდია; - მეორე შვილმა, გაურჯულოებულმა კონსტანტინემ, მოჰკლა და თავისი ძმა გიორგიც თან მიაყოლა!.. აი რა დიდი ცოდვა ტრიალებს მათ ოჯახში, შვილო! სისხლი მართებს და დიდი მსხვერპლიც არის საჭირო, რომ გაიწმინდოს!“..) მალე კახელებმა ქეთევან დედოფლის მეთაურობით აჯანყება მოაწყვეს და კონსტანტინე მოკლეს. შაჰ-აბასმა დროებით დათმობა ამჯობინა და ქართველთათვის სასურველი მეფეები დაანიშნინა:ქართლში-ლუარსაბ მეორე (გიორგი მეათეს ძე), და კახეთში- თეიმურაზ პირველი (დავითის ძე). ქართლის სამეფო კარზე აზნაური გიორგი სააკაძე-„დიდ მოურავად“ წოდებული დაწინაურდა. მას ქართველი თავადები შადიმან ბარათაშვილი,ფარსადან ციციშვილი და ქაიხოსრო ჯავახიშვილი მტრობდნენ მეფესთან. 1609 წელს ყირიმელ თათართა ურდო შემოიჭრა საქართველოში. (21)
  • 23. ლუარსაბ მეფემ თურქთა განადგურების დაპირების სანაცვლოდ შაჰს სპარსული ციხიონის გაყვანა მოსთხოვა თბილისიდან. ქართველებმა სძლიეს თურქებს და შაჰმაც შეასრულა პირობა. ამ გამარჯვების შემდეგ გიორგი სააკაძე კიდევ უფრო დაფასდა ლუარსაბ მეფის კარზე. ლუარსაბმა სააკაძის დაც კი შეირთო ცოლად,მაგრამ გულბოროტ თავადებს არ ასვენებდათ დიდი მოურავის მიმართ ღვარძლი, ქიშპობდნენ და აბეზღებდნენ მეფესთან. შედეგიც გამოიღო მათმა გარჯამ:ლუარსაბმა ცოლი გაუშვა და სააკაძის მოკვლასაც დაეთანხმა. გიორგი ოჯახთან და სიმამრ ნუგზარ ერისთავთან ერთად სპარსეთში გაიცა. „შაჰმა დიდი სიხარულით მიიღო სახელგანთქმული სარდალი და ამით საქართველომ ბასრი იარაღი ყველაზე დიდ მოსისხლე მტერს თავად გაუგზავნა“,-წერს ლევან სანიკიძე. 1612 წელს განთქმულმა ქართველმა დიპლომატმა ქალმა გულჩარამ სტამბოლში ზავი დაადებინა სპარსელებდა და ოსმალებს,მეგობრულად გაიყვეს დაუძლურებული საქართველო. ზავის პირობით შაჰს ქართლი,კახეთი,შირვანი და სომხეთი არგუინეს,ხოლო დასავლეთ საქართველო,მესხეთი და ახალციხე თურქეთის ქონება გახდა. მალე ეცნობა შაჰს,რომ ქართლი და კახეთი აჯანყებას გეგმავდა,შაჰ- აბასი უზარმაზარი მხედრობითსაქართველოსკენ გამოემართა,კახეთის მეფე თეიმურაზს ერთგულების ნიშნად მძევლები მოსთხოვა. მეფემ ქვეყნის აოხრებას ნათესავების გაგზავნა ამჯობინა,დედამისი- ქეთევან დედოფალი,და შვილები-ლევანი და ალექსანდრე წარგზავნა. შაჰმა ეს არ იკმარა და თავად მეფის გამოცხადება ისურვა. თეიმურაზმა არ შეასრულა მოთხოვნადა ამალით ქართლის მეფეს ლუარსაბს ეწვია.გზად შაჰ-აბასი ჯარით დაუხვდა. ლუარსაბი და თეიმურაზი იმერეთს აფარებს თავს. შაჰმა კახეთი გააცამტვერა,80 000 კახელი კი ირანში გადაასახლეს. შაჰი ქართლის საზღვრებს მოადგა, ამჯერად დიდი სიფრთხილით და მზაკვრობით,თუმცა განრისხებული იყო,რომ არც იმერელმა „ბაში- აჩუკმა“ ,არც კახელმა თეიმურაზმა და არც ქართლელმა ლუარსაბმა მის წინაშე ქედი არ მოიხარეს. (22)
  • 24. ისევ ქართველის ღალატმა და ორგულობამ ამარჯვებინა შაჰს,რომელსაც გიორგი სააკაძეზე გაბოროტებული შადიმან ბარათაშვილი ეახლა,იგი ლუარსაბის გამზრდელი იყო. სწორედ მან ჩაუყვანა მეფე მოტყუებით შაჰს და ირანში გამოჰკეტეს. კახეთი აჯანყებისთვის ემზადებოდა. 15 სექტემბერს , ალავერდობას დავით ჯანდიერი მოვიდა ამალით. ამ ციხე-გალავანს შაჰის ჯარი იცავდა.ჯანდიერის თხოვნით დღესასწაულზე ციხის კარი გააღეს და ხალხი სალოცავად შეუშვეს. დაიწყო „სისხლიანი ალავერდობა“... თეიმურაზს შეატყობინეს აჯანყების შესახებ.არაგვსა და წიწამურში სძლიეს სპარსელებს,გამძვინვარებული შაჰი თბილისს მოადგა,ქართლის გამგებლად გათათრებული ბაგრატ- ხანი დაინიშნა.მისი დახმარებით ქართლი უსისხლოდ დაიმორჩილა,შემდეგ უტეხ კახელობას მიადგა ურიცხვი ამალით... იავარქმნეს კუთხე,გადაწვეს ტაძრები,დაიტაცეს განძი,წაიყვანეს თყვეებად უწვერ- ულვაშო ვაჟები და ბაგეზე რძეშეუშრობელი ქალიშვილები. შაჰმა ლუარსაბ მეორე საპატიმროში დაახრჩობინა ჯალათებს 1622 წელს. ლუარსაბი 14 წლისა ავიდა ტახტზ,10 წელი იმეფა და 24 წლისა აღესრულა. მძევლად აყვანილი ქეთევანი განაჩენს ელოდა... გაურჯულოება შესთავაზეს სიცოცხლის შენარჩუნების საფასად , მაგრამ დედოფალმა წამება ირჩია,აღესრულა მისი ნება და უტეხი სული დედოფლისა შეერწყა გმირ ქართველთა პანთეონს,უსასტიკესად ნაწამები სხეულის ნაწილები კი ორი წლის შემდეგ კათოლიკე ბერებმა თეიმურაზს ჩამოუტანეს საქართველოში,დანარჩენი წმინდა ნაწილები ინდოეთში,გოაში წაიღეს და და-გრასას მონასტერში დაკრძალეს. მას შემდეგ ბევრჯერ მოიგერია თეიმურაზმა შაჰ-აბასის შემოსევა,9 ძმა ხერხეულიძე „აღიმართა ჩაკირულ კედლად“ (ლ.სანიკიძე) მამულის სადარაჯოზე, 1625 წელს მარაბდის ველი მოირწყა სისხლით,იბრძოდა სააკაძე,გრგვინავდა მარაბდა... მესამე ძალა შემოიჭრა ბრძოლის ველზე-აზერბაიჯანის ბეგლარბეგის დიდი მხედრობა. ქართველებს ძმები ხერხეულიძეები მედროშეობდნენ და თითოეული მტარვალი წუთი ამცირებდა (23)
  • 25. ძმათა სათვალავს-დროშა მკვდარი ძმის ხელიდან შემდეგი ცოცხალი ძმის მარჯვენაში იმართებოდა. გამთენიისას 10 000 ქართველთა გვამებს შორის ცხრა ძმა ხერხეულიძე,ცხრა მაჩაბელი და შვიდი ჩოლოყაშვილი ესვენა. დროშა ცხრა შვილის დამკარგავმა ხერხეულიძეთა დედამ აღმართა სისხლით გაჟღენთილ მიწაზე მარაბდისა. ბრძოლა ქსანზე გაგრძელდა,მაგრამ საქართველოს ცის კაბადონი ძმათაშორისი შუღლის ღრუბელმა დაფარა. დიდი მოურავი მტერს ბაზალეთში ეკვეთა ამალით,მაგრამ მოღალატე ედისა ვაჩნაძემ დაჭრა სააკაძე,ქართველები ერთმანეთს ჟლეტდნენ,მოშურნეობამ გონი დააკარგვინა ერს, ბაზალეთის ბრძოლაში თეიმურაზმა იმარჯვა და სააკაძე დამარცხდა... დამარცხდა და შერცხვა საქართველო... (1626 წელი). 1627 წელს ბაზალეთის ცოდვისშვილებმა თურქეთისკენ გაჰქუსლეს,სულთანმა სარდლად დანიშნა და ბევრი ბრძოლა მისი წყალობით მოიგო, მაგრამ სამშობლოში დაბრუნების სურვილი არასდროს განელებია. შეიტყვეს ამ წადილის შესახებ და ქალაქ ჰალაპში ფაშას ბრძანებით გიორგი სააკაძეს , მის ვაჟს- ავთანდილსა და კიდევ ორმოცდაათამდე ქართველს თავები დააყრევინეს. 1629 წელს შაჰ-აბას პირველი გარდაიცვალა. სააკაძის დაღუპვამდე შვიდი თვით ადრე, მისი ტახტი ანდერძით შვილიშვილს -შაჰ-სეფს ერგო, ქართლად კი თეიმურაზი , სვიმეონ-ხანი და ზურაბ ერისთავი ინაწილებდნენ ტახტს. ზურაბმა სიმონი მოაკვლევინა და თავი თეიმურაზს გაუგზავნა. თეიმურაზმა ქართლი და კახეთი გააერთიანა, სპარსელნი მხოლოდ თბილისში იდგნენ. თეიმურაზმა ზურაბ ერისთავი გამოასალმა სიცოცხლეს. დაიწყო მეფემ მოკავშირეების ძებნა,ევროპაში სპარსელების განსადევნად. (24)
  • 26. 1632 წლიდან ქართლის მეფობა ჩამოერთვა თეიმურაზს და როსტომ მეფეს გადაეცა,რომლის ზეობის პერიოდშიც შეწყდა სპარსულ-თათრული შემოსევები,დაიწყო „მშვიდობიანი „ ცხოვრების ხანა,თუმცა თეიმურაზი არ ურიგდებოდა საკენკით მოტყუებული საქართველოს მშვიდობიან ბედს და შეებრძოლა როსტომს. ამასობაში სპარსეთის კარზე შაჰ-სეფი გარდაიცვალა და ტახტზე შაჰ-აბას მეორე ავიდა. დახმარების სათხოვნელად რუსეთში წასულ თეიმურაზს საქართველოში დაბრუნებისას როსტომ მეფე გარდაცვლილი დახვდა. 1658 წელს შაჰ-აბას პირველის გვერდით სპარსეთში დაკრძალეს ქართველ- თათარი მეფე-როსტომ-ხანი. მისმა თანამზრახველებმა -ზაალ არაგვის ერისთავმა და ელიზბარ ქსნის ერისთავმა ვახტანგის გამეფება იუკადრისეს. ასე იწყება ვახტანგ მეხუთე-შაჰნავაზის მეფობა(1658-1675). სპარსეთი კვლავაც ლესავდა ხმლებს,ბახტრუიონში ურჯულოთა ძლევად ფშავ-ხევსურნი ემზადებოდნენ,აჯანყებას კახეთში ბიძინა ჩოლოყაშვილი , შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავნი და ეპისკოპოსი ალავერდელი მეთაურობდნენ. სათათბიროდ დუშეთში ზაალის კარზე შეიყარნენ,ზაალი თავად არ წავიდა ბრძოლაში,მაგრამ თავისი ძე -ზურაბი გააგზავნა. აჯანყებულები თავს დაესხნენ თათართა მთავარ ბუდეებს: ბახტრიონსა და ალავერდს, კახელებს ბიძინა ჩოლოყაშვილი სარდლობდა და ალავერდისკენ აიღეს გეზი,ქსნისა და არაგვის ჯარები -შალვას,ელიზბარისა და ზურაბის მეთაურობით თიანეთს გადავიდნენ და ბახტრიონს მიადგნენ.საითკენაც მიმავალ გზაზე ლაშქარს ზეზვა გაფრინდაული მიუძღვის. 1659 წელს ბახტრიონში გაწყვიტეს თათრები,ვახტანგმა მოქიშპე ზაალ ერისთავი მისსავე ძმისწულებს მოაკვლევინა,შა-აბას მეორის შეკვეთით, მისი შვილები ირანში გააგზავნა: არაგვის ხეობა ზაალის მკვლელ ძმისშვილს-ოთარს ჩააბარა, რომელსაც მეფის და ჰყავდა ცოლად. (25)
  • 27. სპარსელებმა ბიძინა,სალვა და ელიზბარი შეიპყრეს და სპარსეთს გააგზავნეს,აწამეს,აკუწეს,დაჩეხეს გმირები , ჩოლოყაშვილის ნაშთები ევროპელმა კათოლიკე ბერებმა მოიპარეს და უცნობ ადგილად დაკრძალეს,სალვასა და ელიზბარის წმინდა ნაწილები მათმა მეუღლეებმა ჩამოიტანეს და იკორთას მონასტერში დაკრძალეს. იმერეთში შინააშლილობამ იმატა, ვახტანგმა დაიპყრო ქუთაისი,ოდიში... თეიმურაზი სპარსეთს გაამგზავრა, განიხარა რუსთმოყვარე თეიმურაზის სტუმრობით შაჰმა,ძვირფასი ხალათი უბოძა. კახეთში კი თეიმურაზის შვილიშვილი,რუსეთში გაზრდილი ნიკოლოზი გამეფდა. ნიკოლოზი საქართველოში ერეკლე პირველად ეკურთხა,საჰმა თეიმურაზს რჯულის შეცვლა უბრძანა და უარისას ბორკილები დაადეს, დაატუსაღეს მხცოვანი მეფე. „1663 წელს გაჩერდა სამშობლოზე მზრუნველი მეფის გული,16 წლისა გამეფდა,58 წელი იმეფა და იომა და 74 წლისა აღესრულა“ (ლ.სანიკიძე). ანდერძის დაწერაც მოასწრო საქართველოში დამკრძალეთო... შაჰმა ცხედარიც დაატყვევა და არ დაჰყვა ანდერძის თხოვნას,სანამ ვახტანგ შანავაზმა არ შეუთვალა მეფის გადმოსვენება. თეიმურაზის ცხედარი ალავერდის ტაძარში დედამისის- ქეთევან წამებულის ნაშთთა გვერდით დაკრძალეს. მეფე ვახტანგ მეხუთე კი 1675 წელს გარდაიცვალა , 40 წლისა გამეფდა,17 წელი იმეფა და 57 წლის აღესრულა.დაკრძალეს სპარსეთის „უწმინდეს ქალაქ“ ყუმში, როსტომ მეფის გვერდით,იქვე,სადაც დიდი შაჰ-აბას პირველის ძვლები განისვენებდა. --------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (26)
  • 28. აკაკი წერეთლის „ბაში-აჩუკი“ განხილვა (გეგმა) 1. ფაბულა (ისტორიული ექსკურსი-ისტორიული პერსონაჟები და ფაქტები: ა)სამეფო-სამთავროებად დაქუცმაცებული საქართველო. ბ) „საკენკით მოტყუებული“ კახეთის მდგომარეობა; გ)ქართველთა ურთიერთშუღლით გარე მტრების წაღმა დატრიალებული ბედის ბორბალი. დ)აჯანყების აუცილებლობა,სამზადისი;ქართველი გმირები:ბიძინა, შალვა და ელიზბარ ერისთავები; (მეხუთე თავის დეტალური განილვა); ე)ზაალ ერისთავის როლი აჟანყებაში; ვ)ქართველ მეფეთა სკიპტრა და გვირგვინი-თეიმურაზი და ვახტანგი; 2. კირილეს ახდენილი სიხმარი (მოკლე შინაარსი); 3. ბაში-აჩუკის დახასიათება (ბავშვობა,ყრმობა,პატრიოტიზმი,შეუპოვრობა და სიყვარული); 4. გათათრებული ქართველის რჯულშეურყეველი გენი, გულში მიძინებული ეროვნულ-პიროვნული ღირებულებები-აბდულშაჰილის დახასიათება. 5. ქართველ ქალთა სახეები (მელანო,პირიმთვარისა და პირიმზისა; (27)
  • 29. 6. დასკვნა: ა)აკაკი წერეთლის პატრიოტული სიამაყე ქართველ გმირთა სისხლით ამოტვიფრული ისტორიის მიმართ-მამულსა და რჯულს ზვარაკად შეწირული გმირების ხოტბა. (ისტორიულ სირცხვილიან ეპიზოდებზე ფრაგმენტული თრობის მანერა.) ბ)ნაწარმოების დაწერის მიზანი“ჩვენ ფოთლები ვართ ხისა“... „ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს“... გ)მეჩვიდმეტე საუკუნის გმირთა პანთეონი (ქეთევან წამებული, ცხრა ძმა ხერხეულიძე, ცხრა მაჩაბელი...) (28)
  • 30. ქართველ პოეტთა საგალობლები-აღვლენილნი გმირთა სადიდებლად: ქ ე თ ე ვ ა ნ ი ის ბნელ საკანში მოსჩანს აზიზად, ანგელოზივით დახრილი ფრთებით. ხელში უპყრია ჯვარი ვაზისა, ფრთხილად შეკრული ქალწულის თმები. თვალებზე ცრემლი ვეღარ ეტევა, შუქნათელ ხელებს აღაპყრობს მალულ... დაჩოქებული სტირის ქეთევან, ავედრებს ზეცას ხალხსა და მამულს. და დილით, როცა გამოჰყავთ გარეთ, ცრემლი არ უჩანს ღამეგანათევს... გაეღიმება დედოფალს მწარედ და გადაჰხედავს მახინჯ ჯალათებს. ზიმზიმებს დასტა საჭურისების, თავისუფლებას ჯვარზე აცვამენ. შანთით დაუწვეს ბროლის კისერი და მოვარვარე ცეცხლზე აწამეს; მაგრამ ფერმიხდილს, სიცოცხლემიხდილს, ვერ გაუტეხეს მაინც მხნე გული. წამების ცეცხლზე ებრძოდა სიკვდილს, იმედის სხივით გაცისკრებული. (იოსებ ნონეშვილი) (29)
  • 31. ცხრა ძმა ხერხეულიძეს! ----------------- ეს გაფრენილი ფაფარი, თუ მშობლიური ნისლია? ვისია ცხრა ბედაური, ცხრა დარახტული ვისია?! საით წავიდნენ ვაჟები, რად მიატოვეს რაშები, რაშები თამაშ-თამაშა, ომებში ნათამაშები?! მაინც ეს ერთი თეთრონი რა გულსაკლავად ჭიხვინებს, ბედშავო, ვისაც ეძახი, ვაი რომ ვეღარ იხილე! იმისი სული მტრედივით ცაში გაფრინდა ლაღადა, აღარ გყავს შენი პატრონი, ხერხეულიძე აღათანგ! ეს მშობლიური ქარია ჩვენი ალგეთის ველების თუ სუნთქვა ქარბუქიანი ფაფარაყრილი მერნების? მერნებო, ველურ ფლოქვებით მიწა ამაოდ დატორეთ, ამაოდ გაფიცხებულხართ, ამაოდ უხმობთ პატრონებს, ფოლადის ბეგთარიანებს ბნელში ამაოდ დაეძებთ: ისინი მამულისათვის მარაბდის ველზე დაეცნენ! ერთი მათგანი დაჭრილი უბეში დროშას მალავდა, იწვა სისხლისგან დაცლილი... კურთხეულ იყოს მარაბდა! ეს აწეწილი ფაფარი, თუ მშობლიური ნისლია? ვისია ცხრა ბედაური, ცხრა დარახტული ვისია? დაწრიალებენ, დაძრწიან ქაფმორეული ლაშებით… მხედრებო, ასე უღმერთოდ რად მიატოვეთ რაშები?! (ლადო ასათიანი) (30)
  • 32. ქართველი დედა ავტორი: სიმონ ჩიქოვანი ------------------ ცხრა ძე ჰყავდა, ჩხრა ვაჟკაცი დედას, მოკაზმული ხმლით და მუზარადით ქართლის დროშა დაულოცა მხედართ, როს დაგვესხა მტერი მუხანათი. შეჯირითდნენ გულადები ცეცხლში, ჩაინერგეს მხოლოდ ვაჟკაცობა. ამშვენებდათ საქართველოს ეშხი, თვითეულმა ხმალი გააცოფა. ერთი დასჭრეს და შეირხა დროშა... დედა გაჩნდა, მკლავის ანაბარა, მედროშე შვილს შეაშველა ლოცვა, მომდევნო ძეს დროშა ჩააბარა. (31)
  • 33. დასძახოდა: არ შეირყეს ტარი, საქართველოს ძუძუს გაწოვებდით. მტერი სჩეხეთ, შეაჩერეთ ქარი! ვით სამრეკლო, რეკდა სასოებით. დასძახოდა, თმები განიძარცვა, თავდადებით აქეზებდა მხედართ, ცხრა მარჯვენა დროშამ გადინაცვლა, დაუხრელად დაუბრუნდა დედას. არ ცივდება დედის ხმა და სისხლი, ქართლის ნისლით სახე დაებანა, მწვერვალივით ამშვენებდა ნისლი, მისი თმები წვიმას დაემგვანა. ფეხშიშველი წინ უძღოდა ლაშქარს ანთებული დედა ქეთევანი. ------------------ (32)
  • 34. ლადო ასათიანის „სალაღობო“ სალაღობო ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა, ატმის ხესავით აფეთქებული და მოქნეული გავაზივითა. ხომ ლამაზია ეს საქართველო,მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა, ფართოდ გაშლილი და მოხატული თამარ დედოფლის დარბაზივითა. “კაცის გული ისეთია, ვით მორევი შავი ზღვისა: რაგინდ კარგი ცოლი ჰყავდეს, მაინც ენატრება სხვისა!” დაუკარით,რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს, გაისარჯოს და ბრძოლაში დაიხარჯოს! გაუმარჯოს საქართველოს მზეს და ზეცას, საქარველოს ძლიერებას გაუმარჯოს! დაუკარით! ჯერ ხომ სისხლი გვიდგას ძარღვში, ჯერ ხომ საროს ფოთლებიარ გასცვენია, ჯერ ხომ მცხეთის სვეტიცხოვლის დიდ ტაძარში საქართველოს ცხელი გული ასვენია! დაუკარით! და იმღერეთ ისე მაგრად, რომ ფილტვები გვეტკინოს და დაგვებეროს! დაუკარით,რომ ჭაბუკნი ვიყოთ მარად, რომ ცხოვრებამ ვერასდროს ვერ დაგვაბეროს! დაუკარით! და იმღერეთ შადიანი, (33)
  • 35. ფიცხელ ომში რომ მღეროდა მაჩაბელი. დაუკარით ძველებური დარდიანი, დაუკარით არწივების ასაფრენი! ცხრა ლახვარი რომ დამარტყათ ცხრაჯერ გულში, მტრის ჯინაზე ცხრაჯერ მწარედ გავიცინებ, დავიღლები საქართველოს სიყვარულში, სასთუმალზე ერთხელაც არ დავიძინებ! დაუკარით! მოასწარით,თორემ ჰერი… და სიბერეც ძუ მგელივით მოგვიხტება. დაუკარით ძველებური მოსალხენი შავგვრემანებს შავი ჩოხა მოგვიხდება! დაუკარით ძველებური ლოთიანი, საათნოვა რომ მღეროდა შაიათანთან, დაუკარით! განა ყველა ლოთი არი?! განა ყველა სიყვარულით დაიშანთა?! დაუკარით ძველებური ლოთიანი, თორემ დარდი ღრუბელივით გასივდება, გაფრინდება სიყმაწვილე შფოთიანი, წრფელი გული,ცხელი გული გაცივდება! “ვაჟკაცსა გული რკინისა, აბჯარი თუნდა ხისანი, (34)
  • 36. თვალნი ქორებულ მხედავნი, ზედ მუხლნი შავარდნისანი”. ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა, ატმის ხესავით აფეთქებული და მოქნეული გავაზივითა. ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა, ფართოდ გაშლილი და მოხატული თამარ დედოფლის დარბაზივითა! ------------------------------------------------------------------------------------------------------ სარჩევი: 1. სიუჟეტი-------------------1-18 გვ. 2. ფაბულა -------------------19-26 გვ. 3. გეგმა ----------------------27-28 გვ. 4. პოეტთა საგალობელი---29-35გვ. (35)